თბილისის 42-ე ჩემპიონატი
II ტური
I ლიგა
27 მარტი, 2011
-
შეკითხვა #1049 © ნატალია კუდრიაშოვა
ძველი ინდიელები მას უწოდებდნენ „ტკბილი შარდის დაავადებას“. უოლტერ გრატცერის მიხედვით, ძველად მამაკაც-პაციენტებს დიაგნოზს უსვამდნენ ტანსაცმელზე თეთრი ლაქების მიხედვით. დაასახელეთ ეს დაავადება!
პასუხი: [შაქრიანი] დიაბეტი კომენტარი: ძველი ინდიელების დაკვირვებით, დიაბეტიანის მოშარდულს უამრავი ჭიანჭველა შეესეოდა. თეთრი ლაქები იყო გამშრალი შაქარი. წყარო:- У. Гратцер. Эврики и эйфории. Об учёных и их открытиях. – М.: КоЛибри, 2010. - С. 224
- ru.wikipedia.org/wiki/Сахарный_диабет
პასუხი -
შეკითხვა #1050 © დაჩი ქინქლაძე
რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის - „ჰიოტოკოს ნიღაბი“ - მთავარი გმირი სიმთვრალეში რადიკალურად იცვლება. ავტორი მას ერთ-ერთ ღვთაებას ადარებს. დაასახელეთ ეს ღვთაება.
პასუხი: იანუსი კომენტარი: ავტორი აღნიშნავს რომ იანუსსავით ისიც ორსახოვანია, და არავინ იცის რომელია ნამდვილი სახე. წყარო: lib.ge/body_text.php?5586 ბმული: http://moazrovne.net/q/1050პასუხი -
შეკითხვა #1051 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რადიოთი იქსი პირველად გადაიცა 1922 წელს ინგლისში. მწერალ ჟოზეფინა ტეის გმირი ამტკიცებს, რომ ოდისევსთან შედარებით, ნოეს გაუმართლა, რადგან ნოეს ატყობინებდნენ იქსს, ოდისევსს კი - არა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ამინდის პროგნოზი წყარო:- Тэй Дж. Мистификация. - Ижевск, 1993. - С. 4
- en.wikipedia.org/wiki/BBC_Weather#Early_history
პასუხი -
შეკითხვა #1052 © ანტონ ვაჭარაძე
მათ ზოგჯერ ეძახიან ისევე, როგორც უწოდებენ ჩიპოლინოს. ფრედერიკ ბეგბედერმა ისინი შეადარა ოქროს ფოლგაში გახვეულ ნაყინის ბურთულებს. დაასახელეთ არა ისინი, არამედ ევროპული დედაქალაქი, სადაც ბეგბედერმა ისინი იხილა.
პასუხი: მოსკოვი. კომენტარი: საუბარია „ხახვისთავა“ ეკლესიების გუმბათებზე წყარო:- Фредерик Бегбедер. Идеаль. Иностранка. Москва. 2008. с. 59
- www.radiotavisupleba.ge/content/article/2236908.ht
პასუხი -
შეკითხვა #1053 © ნიკოლაი კოვრიჟნიხი
მარკუს ანტონიუსის და ოქტავიანე ავგუსტუსის საზღვაო ბრძოლის აღწერისას, პეტრონიუსი ხატოვნად წერს, რომ იქსსაც კი დასჭირდებოდა ფლოტი. დაასახელეთ იქსი!
პასუხი: ქარონი კომენტარი: ყველა მკვდარი ერთ ნავში ვერ მოთავსდებოდა. წყარო: www.fidel-kastro.ru/classika/satirikon.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1053პასუხი -
შეკითხვა #1054 © სერგეი ეფიმოვი
თავის დღიურში მან საყვარელ ქალზე ასეთი ჩანაწერი დატოვა: „ჩემი თითები მსუბუქად სრიალებს, მისი კალამი კი სწრაფად მიფრინავს“. დაასახელეთ ჩანაწერის ავტორი.
პასუხი: ფრედერიკ შოპენი კომენტარი: ჩანაწერი ეხებოდა ჟორჟ სანდს. წყარო: persons-journal.com/index.php?context=submenu2& ბმული: http://moazrovne.net/q/1054პასუხი -
შეკითხვა #1055 © რატი შუბლაძე
მოისმინეთ ერეკლე დეისაძის ჰოკუ „კოღო“:
„ყურთან მონოტონური სერენადა ვუმღერე,
ახლა მის სხეულზე ვთამაშობ იქსს,
ბედნიერი ვარ...“
დაასახელეთ იქსი, თუ ის 1963 წელს დაწერილი ნაწარმოების სათაურია!პასუხი: "კლასობანა" კომენტარი: ხულიო კორტასარის ცნობილი რომანია „Rayuela“ - კლასობანა. წყარო: lib.ge/body_text.php?9093 ბმული: http://moazrovne.net/q/1055პასუხი -
შეკითხვა #1056 © იური ვიმენეცი
კონსტანტინოპოლში შებინდების აღწერისას, მიხაილ ბულგაკოვი ახსენებს „ფერმკრთალ ბენგალის ყურეს“ ცაში. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლითაც შეცვლილია სიტყვები „ბენგალის ყურე“.
პასუხი: ოქროს რქა კომენტარი: ოქროს რქა ყურეა ბოსფორის ზღვაში, ბულგაკოვი კი საუბრობს მთვარეზე წყარო:- М. Булгаков. Бег
- lib.ru/BULGAKOW/run.txt
პასუხი -
შეკითხვა #1057 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჰოკეისტი მარტი მაკსორლი ხშირად იღებდა მონაწილეობას ერთი თავისი გუნდელის მიერ პროვოცირებულ ჩხუბებში. ამის გამო მაკსორლი გუნდელს უწოდებდა „ჰოკეის იქსს“. იქსის ნამდვილი სახელია დონალდი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #1058 © გაგი გაბრიჭიძე
1942 წელს დაბადებული ამ ადამიანის შვილმა ერთხელ აღნიშნა: ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც მამისგან ვისწავლე, არის ის, რომ თუ შავ ხვრელში ჩავარდები, იქიდან უნდა ამოხვიდე. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: სტივენ ჰოუკინგი კომენტარი: ჰოუკინგი ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელიც შავი ხვრელების ფენომენს იკვლევს. გარდა ამისა, ის მეტაფორულადაც შავ ხვრელში იმყოფება, რადგან მოწყვეტილია გარე სამყაროს, მაგრამ მაინც აგრძელებს მოღვაწეობას. წყარო: დოკ. ფილმი Stephen Hawking: Master of the Universe (2008) ბმული: http://moazrovne.net/q/1058პასუხი -
შეკითხვა #1059 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ-ერთ ავღანურ ზღაპარ-ჰექიათში გლეხს ჰყავდა ხბო, რომელიც ბალახზე იყო გაზრდილი და ზამთარში თივის ჭამა არ ისურვა. კაცმა დახმარებისთვის ბრძენს მიმართა. ბრძენმა მისცა გლეხს იქსი, რისი გამოყენებითაც ხბომ დაიწყო თივის ჭამა. ერთ ზღაპრულ ქვეყანაში ყველა ატარებდა „იქსს“. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით!
პასუხი: მწვანე სათვალე კომენტარი: ეს ქვეყანაა ოზი ფრენკ ბაუმის წიგნიდან. წყარო: ავღანური ჰექიათები, ნაკადული 1979, გვ. 91 ბმული: http://moazrovne.net/q/1059პასუხი -
შეკითხვა #1060 © ნიკოლაი კრაპილი
ბავშვებს მწერალ დონა ტარტის წიგნიდან ყველაზე მეტად უყვართ თამაში, რომლის ბოლოს მათ ბაღში სეირნობის უფლებას აძლევენ. ყველა ბავშვს ეძლევა ბლითები და ყურძნის წვენი, ხოლო ერთ მათგანს რამდენიმე ათეული თხილის კაკალი. კითხვა: ვის როლს თამაშობს ბავშვი, რომელსაც ერგება თხილის კაკლები?
პასუხი: იუდას [ისკარიოტელის] კომენტარი: ამ თამაშს ჰქვია „საიდუმლო სერობა“ და იგი სრულდება „გეთსიმანიის ბაღში“ წყარო: lib.rus.ec/b/182000/read ბმული: http://moazrovne.net/q/1060პასუხი -
შეკითხვა #1061 © ანტონ ვაჭარაძე
მომავალმა ჟურნალის რედაქტორმა, გვარად X–მა, 1971 წლიდან დაიწყო Y 17 წლის ალთეასთან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ X და Y თუ ისინი ერთმანეთისაგან ერთი ასოთი განსხვავდებიან.
პასუხი: ფლინტი, ფლირტი. კომენტარი: საუბარი იყო ლარი ფლინტსა და მის მეუღლე ალთეაზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1061პასუხი -
შეკითხვა #1062 © სანდრო რაჩკოვსკი
დაწერეთ ოთხი სიმბოლო, რომელიც კითხვის ავტორმა დაფარა ამ სახალისო სურათზე.პასუხი: http კომენტარი: http:// სურათზე გამოსახული ადამიანი არის ჯგუფ Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი სლეში. სლეში აგრეთვე ეწოდება სიმბოლო „/“-ს. ბმული: http://moazrovne.net/q/1062პასუხი -
შეკითხვა #1063 © კონსტანტინე ნაუმენკო
ტკიპების ნაკბენისგან დასისხლიანებულ ძაღლის ზურგს, რომელიც კირიან კედელს ეხებოდა, მარიო ვარგას ლიოსა ადარებს იქსს. „იქსის“ ავტორად მიიჩნევენ გენერალ ხოსე დე სან-მარტინს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პერუს დროშა კომენტარი: პერუს დროშა ორი ფერისგან - წითელის და თეთრისგან შედგება, თავად ლიოსა პერუელია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1063პასუხი -
შეკითხვა #1064 © კონსტანტინე ნაუმენკო
1901 წლის ნაწარმოების ეკრანიზაციაში მთავარი გმირები საგანგებოდ წინასწარ ზრუნავენ დროშის გახამებაზე. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: ჰერბერტ უელსი კომენტარი: ნაწარმოებია „პირველი ადამიანები მთვარეზე“, ხოლო ალუზია უწონობაში შერხეულ ამერიკის დროშაზე წყარო: ფილმი „პირველი ადამიანები მთვარეზე“ ბმული: http://moazrovne.net/q/1064პასუხი -
შეკითხვა #1065 © პაველ მალიშევი
ტიტესტერისთვის (ჩაის დეგუსტატორისთვის) სამი შესაფასებელი ობიექტიდან უმთავრესი არის „იქსი“. ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნება კაპოეირაში კი „იქსი ეწოდება ფეხით ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოძრაობას“. ჩვენთვის „იქსი“, როგორც ტერმინი, ცნობილია სპორტის პოპულარული სახეობიდან. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ხმელი ფოთოლი კომენტარი: ბურთის ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მოძრაობას ბრაზილიელებმა „ფოლია სეკა“ ანუ ხმელი ფოთოლი უწოდეს და ფეხბურთში დაამკვიდრეს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1065პასუხი -
შეკითხვა #1066 © ანტონ ვაჭარაძე
XIX საუკუნის ბოლოს, ემიგრანტმა ბერძენმა იუველირმა და დიზაინერმა საქმიანობა იტალიაში წამოიწყო და თავის გვარში ასო „ვ“ შეცვალა, მიიჩნია რა იგი ზედმეტად უხეშად. დაასახელეთ ამ ემიგრანტის მიერ დაარსებული ბრენდი!
პასუხი: ბულგარი - Bulgari კომენტარი: ასო „ვ“ მიიჩნია ზედმეტად ვულგარულად. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1066პასუხი -
შეკითხვა #1067 © იური ვიმენეცი
ფილმ „ადაპტაციის“ სცენარისტი ჩარლი კაუფმანი აგრეთვე არის ფილმის მთავარი პერსონაჟი. ფილმში მას ასახიერებს ნიკოლას ქეიჯი. ერთ-ერთ სცენაში კი თავად კაუფმანს ვხედავთ, როგორც „იქსს“. როგორც ცნობილია, თავისი ცხოვრების პირველი წლის ბოლომდე ბავშვი ეთამაშება თავის „იქსს“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ანარეკლი [სარკეში] კომენტარი: გამოსახულება სარკეში წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1067პასუხი -
შეკითხვა #1068 © ანდრეი აბრამოვი
ერთი ნაწარმოებით შთაგონებულმა კუტურიემ, ტიერი მიუგლერმა 2006 წელს წარმოადგინა კოლექცია, რომელშიც სხვებთან ერთად შედიოდნენ „ქალიშვილი #1“ და „პარიზი 1738“. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: პატრიკ ზიუსკინდი კომენტარი: ტიერი მიუგლერი არა მარტო ტანსაცმლის დიზაინერი, არამედ პარფიუმერიცაა. 2006 წელს მან წარმოადგინა ექსკლუზიური სუნამოების კოლექცია, პრეზენტაცია კი დაამთხვია რომანის ეკრანიზაციის მსოფლიო პრემიერას. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Парфюмер._История_одного_уби ბმული: http://moazrovne.net/q/1068პასუხი
- პაკეტის კომენტარები: