შეკითხვა #1079
-
1955 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, რაიმონ არონმა დაწერა წიგნი "ინტელექტუალთა იქსი", სადაც ავტორმა ხაზი გაუსვა დასავლელ ინტელექტუალთა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე და ირიბად მიანიშნა, რომ მარქსიზმი წარმოადგენს ინტელექტუალთა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ოპიუმი კომენტარი: ავტორმა ხაზი გაუსვა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე. ოპიუმი ინტელექტუალთათვის ალუზიაა მარქსის ცნობილ ფრაზაზე. წყარო: fr.wikipedia.org/wiki/L'Opium_des_intellectuels პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1079 გაზიარება:პასუხი