თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
სუპერ ლიგა
17 აპრილი, 2011
-
შეკითხვა #1069 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: იქსებს საჭმელს უყრიდნენ ყოველთვის ან მეოთხე, ან მეექვსე სათავსოში და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. ამის შემდეგ დაადგინეს რომ იქსებს შეუძლიათ იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: როდისაა რეკომენდირებული იქსების იგრეკი ერთი ცნობილი ფრაზის თანახმად?
პასუხი: შემოდგომით კომენტარი: ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რომ წიწილებს შეუძლიათ თვლა. წიწილების თვლა კი შემოდგომითაა რეკომენდირებული. წყარო: www.membrana.ru/lenta/?10539 ბმული: http://moazrovne.net/q/1069პასუხი -
შეკითხვა #1070 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ევგენი გრიშკოვეცმა რუსეთის სამხრეთისაკენ მატარებლით მოგზაურობა აღწერა ასე: ვაშლები უფრო და უფრო დიდდება, ფასები უფრო და უფრო იკლებს, "ეს" კი უფრო და უფრო რბილდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ "ეს".
პასუხი: რუსული ბგერა Г კომენტარი: როგორც ცნობილია რუსეთის სამხრეთში Г-ს არბილებენ. წყარო: Гришковец Е. Реки. М. 08. С.-135 ბმული: http://moazrovne.net/q/1070პასუხი -
შეკითხვა #1071 © ვახტანგ ელერდაშვილი
დაფნა დიუმორიეს რომანში "იქსი" მთავარი პერსონაჟი ამბობს: "მე არ შემეძლო მეთხოვა პატიება სხვის მიერ ჩადენილი საქციელის გამო. იქსი ხომ ყოველთვის დამნაშავეა". დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, ანუ რა ეწოდება დაფნა დიუ მორიეს რომანს?
პასუხი: განტევების ვაცი კომენტარი: მთავარი პერსონაჟს არ შეუძლია პატიება ითხოვოს იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია. იგი განტევების ვაცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეა. წყარო: lib.rus.ec/b/147768/read ბმული: http://moazrovne.net/q/1071პასუხი -
შეკითხვა #1072 © ალისა ბილინა
სპეციალისტების აზრით იქსის საშუალებით შეიძლება აიხსნას ადამიანის ორგანიზმის დაბერების მოდელი, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა იმ გამოუსწორებელ ხარვეზს, დროთა განმავლობაში რომ გროვდება და რომლის ლიკვიდირებასაც ორგანიზმი ვერ ასწრებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი შვიდასოიანი სიტყვით.
პასუხი: ტეტრისი კომენტარი: ტეტრისშიც ასევეა, გამოუსწორებელი ხარვეზები, რომელთა ლიკვიდირება ვერ ხერხდება იწვევენ თამაშის დასასრულსკენ მსვლელობას. წყარო: moikompas.ru/compas/tetris ბმული: http://moazrovne.net/q/1072პასუხი -
შეკითხვა #1073 © ვახტანგ ელერდაშვილი
ის დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მისი უკანასკნელი ჩანაწერი გადაღებულ იქნა 1997 წელს, ბაიკალის ტბაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ფიგურირებს მის სახელწოდებაში.
პასუხი: ჟაკ-ივ კუსტო კომენტარი: საუბარია ფილმების ციკლზე "კაპიტან კუსტოს ოდისეა". წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1073პასუხი -
შეკითხვა #1074 © ვახტანგ ელერდაშვილი
მარსელ რაიხ–რანიცკი თავის წიგნში წერს, რომ პარიზში მონმარტრის სასაფლაოზე ამ ადამიანის საფლავი შეყვარებულების მომლოცველობის ადგილად იქცა. საინტერესოა ისიც, რომ ფრანგები ამ ადამიანს ანრი ენს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სახელი და გვარი, რომლითაც ეს ადამიანი უფრო ცნობილია.
პასუხი: ჰაინრიხ ჰაინე კომენტარი: ჰაინრიხ ჰაინე პარიზშია დაკრძალული. მისი ლექსების უმრავლესობა სიყვარულის თემაზეა შექმნილი. ფრანგები მას ანრი ენს უწოდებენ. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1074პასუხი -
შეკითხვა #1075 © ვახტანგ ელერდაშვილი
1710–1712 წლებში პარიზში გამოიცა "1001 დღის ზღაპრები", რომლებიც მთარგმნელის და გამომცემლის, ფრანსუა პეტი დე ლა კრუას ცნობით, სპარსულიდან იყო ნათარგმნი. ამასთან დაკავშირებით ფრანსუა პეტი დე ლა კრუას შემოქმედების მკვლევარმა ბერტრან გალიმარ–ფლავინიმ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც აზრობრივად ემთხვევა ერთი მონარქის ცნობილ ფრაზას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მონარქი.
პასუხი: ვახტანგ VI კომენტარი: ბერტან გალიმარ-ფლავინის განცხადებით "1001 ღამის ზღაპრებში" მოთხრობილი ისტორიები სპარსში არ არის. ვახტანგ VI–მ იგივე განაცხადა შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანზე". წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1075პასუხი -
შეკითხვა #1076 © ვახტანგ ელერდაშვილი
ძმები კოენების ფილმის, "სადა ხარ ძმაო ჩემო?", სიუჟეტი დაფუძნებულია ძველბერძნულ ეპოსზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი აშშ–ს ექსპრეზიდენტის სეხნიაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ექსპრეზიდენტი.
პასუხი: ულისე გრანტი კომენტარი: ფილმი ჰომეროსის "ოდისეაზეა" დაფუძნებული. ულისე ოდისევსის ლათინური ვარიანტია. ფილმის მთავარი პერსონაჟი ოდისევსს განასახიერებს, რომელიც გარბის კატორღიდან და ბრუნდება შინ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/O_Brother,_Where_Art_Thou%3F ბმული: http://moazrovne.net/q/1076პასუხი -
შეკითხვა #1077 © ანდრეი კუზმა
რუსი მწერალი, ედვარდ ბუინოვსკი თავის მემუარებში წერს, რომ ერთხელ ახალგაზრდობაში უსიამოვნება შეემთხვა, რის შემდეგაც ბერძნული [.......] იქცა რომაულად. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა გამოვტოვე მე შეკითხვის წაკითხვის დროს?
პასუხი: ცხვირი (პროფილი) კომენტარი: მან იჩხუბა და ჩხუბში ცხვირი გაუტეხეს, შესაბამისად შეეცვალა ცხვირის ფორმაც, ბერძნული ცხვირი იქცა რომაულად. წყარო: Эдуард Буйновский, «Повседневная жизнь первых российских ракетчиков и космонавтов», М, «Молодая гвардия», 2004, стр.156 ბმული: http://moazrovne.net/q/1077პასუხი -
შეკითხვა #1078 © ტიმურ ბარსკი
ეს ქალაქი აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში დააარსეს. აიზეკ აზიმოვი წერდა, რომ ამ ქალაქის სახელში აისახა დამაარსებელთა გადარჩენის იმედი ახალი წარღვნის შემდეგ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ქალაქს?
პასუხი: ნევარკი (ნიუარკი) კომენტარი: Newarc - ინგლისურად "ახალ კიდობანს" ნიშნავს და ეს ქალაქი ნიუ–ჯერსის შტატის უდიდესი ქალაქია. წყარო:- А. Азимов. Слова на карте. – М., 2006. - С. 209
- en.wikipedia.org/wiki/Newark,_New_Jersey
პასუხი -
შეკითხვა #1079 © ალექსანდრე ჩიჟოვი
1955 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, რაიმონ არონმა დაწერა წიგნი "ინტელექტუალთა იქსი", სადაც ავტორმა ხაზი გაუსვა დასავლელ ინტელექტუალთა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე და ირიბად მიანიშნა, რომ მარქსიზმი წარმოადგენს ინტელექტუალთა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ოპიუმი კომენტარი: ავტორმა ხაზი გაუსვა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე. ოპიუმი ინტელექტუალთათვის ალუზიაა მარქსის ცნობილ ფრაზაზე. წყარო: fr.wikipedia.org/wiki/L'Opium_des_intellectuels ბმული: http://moazrovne.net/q/1079პასუხი -
შეკითხვა #1080 © ვახტანგ ელერდაშვილი
1991 წელს ქართველმა ექიმმა, გია აბესაძემ პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამასთან დაკავშირებით ია მერკვილაძე წერს, რომ "გია აბესაძის (გამოტოვებულია სამი სიტყვა) ზღვრული ტრაგიზმით გამართლდა". აღადგინეთ გამოტოვებული სამი სიტყვა 1936 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით.
პასუხი: სამოქალაქო ომის წინათგრძნობა კომენტარი: "სამოქალაქო ომის წინათგრძნობა" სალვადორ დალის ფერწერული ტილოა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1080პასუხი -
შეკითხვა #1081 © ანდრეი სოლდატოვი
იგი წერდა, რომ ქრისტესი იწამა 1931 წელს, როდესაც ესტუმრა ქალაქის ზოოპარკს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: კლაივ სტეიპლზ ლუისი კომენტარი: ნარნიის ქრონიკებში ქრისტეს ლომი ასლანი განასახიერებს. წყარო: shkolazhizni.ru/archive/0/n-41302/ ბმული: http://moazrovne.net/q/1081პასუხი -
შეკითხვა #1082 © კონსტანტინე ნაუმენკო
უგო დე ფონტეს რომანის გმირები გადარჩენის მიზნით ციხე–სიმაგრიდან გარბიან ტყეში. გზაში ისინი კლავენ ტახს. ის, რაც რომანის ფურცლებზე ამის შემდეგ ხდება შეკითხვის ავტორმა, კონსტანტინ ნაუმენკომ მოიხსენია 1830 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: პუშკინი კომენტარი: რომანის გმირები გაურბიან შავ ჭირს. ტახის მოკვლის შემდეგ რომანის გმირებმა გამართეს "ლხინი შავი ჭირის ჟამს", რომელიც პუშკინის ცნობილი პიესაა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Пир_во_время_чумы
- Уго Ди Фонте. "Дегустатор"
პასუხი -
შეკითხვა #1083 © კონსტანტინ სმოლი
ბრაიტენ ბრაიტენბახის ლექსში არის შემდეგი სიტყვები: "ზამთარში გადამწვარი შვილობილი ქვეყანა". ყურადღება შეკითხვა: რა ენაზეა დაწერილი ლექსის ორიგინალი?
პასუხი: აფრიკაანსზე კომენტარი: ზამთარში სამხრ. აფრიკაში ზაფხულია, ამავდროულად სამხრ. აფრიკა ნიდერლანდების "შვილობილი" ქვეყანაა. წყარო: lib.ru/POEZIQ/BREJTENBAH/pulemet.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1083პასუხი -
შეკითხვა #1084 © პაველ არეშჩენკო
ფედერიკო ანდაჰაზი რომანში "ერეტიკოსთა ქალაქი" წერს, რომ კათოლიკურ ეკლესიას, მას შემდეგ, რაც მან მოიპოვა ძალაუფლება, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ზურგი შეექცია ღარიბებისათვის და შეეწყვიტა მდიდრების მხილება, ვინაიდან იქსის და იგრეკის ზომები პირველი საუკუნის შემდგომ არ შეცვლილა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.
პასუხი: ნემსის ყუნწი, აქლემი კომენტარი: ალუზიაა მათეს სახარებაზე, სადაც წერია, რომ "უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში". წყარო: flibusta.net/b/187047/read ბმული: http://moazrovne.net/q/1084პასუხი -
შეკითხვა #1085 © კონსტანტინე ნაუმენკო
1649 წლის 30 იანვარს მსახურები შევიდნენ პრინცის, ჩარლზ სტიუარტის ოთახში და მას ორი სიტყვით მიმართეს, რის გამოც პრინცი ჩარლზი აქვითინდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვით მიმართეს მას მსახურებმა?
პასუხი: თქვენო უდიდებულესობავ (Your Majesty) კომენტარი: რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მამამისს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და მეფე გახდა პრინცი ჩარლზი, შემდგომში ჩარლზ II. წყარო: Фильм "Карл Второй", BBC ბმული: http://moazrovne.net/q/1085პასუხი -
შეკითხვა #1086 © ვახტანგ ელერდაშვილი
ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლემ, ავსტრიელმა ფსიქოლოგმა, ოტო რანკმა იქსს "უმთავრესი ტრამვა" უწოდა ადამიანის ცხოვრებაში. მისი აზრით სწორად იქსის დროს იბადება და შემდეგ ყალიბდება ყველა ნერვული დაავადება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: დაბადება (შობა) კომენტარი: ოტო რანკი მიიჩნევდა, რომ დედის საშოდან ყანოფის გამოდევნის დროს ადამიანი იღებს "უმთავრეს ტრამვას" ცხოვრებაში. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Ранк,_Отто ბმული: http://moazrovne.net/q/1086პასუხი -
შეკითხვა #1087 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
დუგლას ჰოფშტადერის წიგნში აღწერილია ჰარმონიული ლაბირინთი, რომელიც იოჰან სებასტიან ბახის დო მაჟორში დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენს. ამ ლაბირინთში დაკარგულ მთავარ პერსონაჟებს ეშინიათ იქ მობინადრე ურჩხულის. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ურჩხულს?
პასუხი: მაჟოტავრი კომენტარი: დო მაჟორში დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებში მაჟოტავრი ცხოვრობს და არა მინოტავრი, ვინაიდან დო მინორში არ არის დაწერილი ეს ნაწარმოები. წყარო:- Хофштадтер Д. Гёдель, Эшер, Бах: Эта бесконечная гирлянда
- flibusta.net/b/198312/read
პასუხი -
შეკითხვა #1088 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთი ამერიკელის ბიოგრაფიაში მოთხრობილია შემდეგი დაკვირვება: მრავალი ადამიანი, რომელთაც ისლამი ახალი მიღებული ჰქონდათ, ელოდნენ როდის დააჯილდოებდა მათ ალაჰი ჭეშმარიტი მარადიული სახელით. ეს დაკვირვება ხსნის იმას, თუ რატომ უწოდებდა ეს ამერიკელი საკუთარ თავს იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: მალკოლმ X კომენტარი: აფროამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლ მალკოლმ X-ს არ ჰქონდა შერჩეული შესაბამისი სახელი ისლამის მიღების შემდეგ. სანამ ალაჰი მას ჭეშმარიტი მარადიული სახელით დააჯილდოებდა მან საკუთარ თავს X უწოდა. წყარო: magazines.russ.ru/nlo/2003/64/zav10.html ბმული: http://moazrovne.net/q/1088პასუხი -
შეკითხვა #1089 © ალექსანდრე სმირნოვი
შეკითხვის ავტორმა ორიგინალურად შენიშნა, რომ "ბრეინ რინგის" სათამაშოდ მოთამაშე გუნდებს, სხვა ყველაფერთან ერთად, სჭირდებათ (გამოტოვებულია ორი სიტყვა). გამოტოვებული ორი სიტყვა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი წიგნის სათაურია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.
პასუხი: თორმეტი სკამი კომენტარი: ორ გუნდში თორმეტი ადამიანია, შესაბამისად მათ სათამაშოდ სხვა ყველაფერთან ერთად სჭირდებათ 12 სკამი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Двенадцать_стульев ბმული: http://moazrovne.net/q/1089პასუხი -
შეკითხვა #1090 © ვიქტორია მელეხსონი
შუასაუკუნეების მკვლევარი პატრიკ გირი წერს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში "ასეთი" წმინდანები ეპისკოპოსის გავლენისა და ავტორიტეტის წყაროს წარმოადგენდნენ, "ისეთი" წმინდანები კი – მისთვის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებლები იყვნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ზედსართავი სახელია შეცვლილი ტექსტში სიტყვებით "ასეთი" და "ისეთი"?
პასუხი: მკვდარი, ცოცხალი კომენტარი: მკვდარი წმინდანების ავტორიტეტი ეპისკოპოსის გავლენას აძლიერებდა, ცოცხალი წმინდანების ავტორიტეტი კი პირიქით – უსუსტებდა. წყარო: P. Geary. Before France and Germany. - 1988. - გვ. 137 ბმული: http://moazrovne.net/q/1090პასუხი -
შეკითხვა #1091 © ვლადიმირ ოსტროვსკი
1986 წელს იტალიაში კარლო პეტრინიმ დააარსა რესტორნების ქსელი, რომლის ლოგოზეც გამოსახულია ლოკოკინა. თავად რესტორნების ქსელს კი ორსიტყვიანი ინგლისური სახელწოდება აქვს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია რესტორნების ქსელს?
პასუხი: Slow Food კომენტარი: ეს ქსელი, რომელიც შემდგომ მთელ მოძრაობაში გადაიზარდა პროტესტია Fast Food–ის ტიპის საკვები ობიექტების. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Slow_Food ბმული: http://moazrovne.net/q/1091პასუხი -
შეკითხვა #1092 © რომან სუსლოვი
იონ კოლფერის ნაწარმოების მოქმედება მწერლის სამშობლოში ვითარდება, სადაც არის ასეთი ეპიზოდი: მთავარი პერსონაჟი მდინარეში ვარდება და იწყებს ფეხების ფართხალს. ამ ეპიზოდის აღწერისას წიგნის ავტორი მოიხსენიებს 1994 წელს შექმნილ თეატრალურ სანახაობას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ თეატრალურ სანახაობას?
პასუხი: რივერდანსი კომენტარი: წიგნის გმირი მდინარეში (River) ჩავარდა და დაიწყო ფეხების ფართხალი (dance). რივერდანსის მონაწილეები ცეკვებს მხოლოდ ფეხებით ასრულებენ. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1092პასუხი -
შეკითხვა #1093 © ვახტანგ ელერდაშვილი
XX საუკუნის 50–იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ერთი ფრანგი ველომრბოლელი, რომელიც ხშირად უცრუებდა იმედებს თავის გულშემატკივრებს, რის გამოც ველორბოლის დასკვნით ეტაპზე შეკრებილი გულშემატკივრები მას უიმედოდ ელოდნენ ხოლმე. ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო ეს ველომრბოლელი?
პასუხი: გოდო კომენტარი: როჟე გოდოს გულშემატკივრები ველოდრომზე ელოდნენ ხოლმე, ანუ გოდოს მოლოდინში იყვნენ. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1093პასუხი -
შეკითხვა #1094 © კონსტანტინ ნაუმენკო
ოსმანთა იმპერიის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით, იმ ვაჟს, რომელიც სულთნის ტახტს დაიკავებდა, ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, უფლება ჰქონდა გაეკეთებინა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი ადამიანისა, რომელმაც პირველმა გააკეთა ეს ერთი ცნობილი პირველწყაროს თანახმად.
პასუხი: კაენი კომენტარი: კაენმა მოკლა აბელი. მეჰმედ II უფლებას აძლევდა მის იმ ვაჟს, რომელიც დაიკავებდა სულთნის ტახტს, რომ მოეკლა მისი ძმები, რათა ქვეყანაში შენარჩუნებულიყო წესრიგი. წყარო: Джон Фрили. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. - Смоленск, "Русич", 2004. – С. 17. ბმული: http://moazrovne.net/q/1094პასუხი -
შეკითხვა #1095 © ანდრეი სოლდატოვი
დამაარსებლებს სურდათ, რომ მათი კომპანია კომპანიების "ლისტინგის" სათავეში მოქცეულიყო, ამიტომაც მითოლოგიურ ცხოველს თავში წაუშალეს სამი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანიის სახელწოდება.
პასუხი: Asus კომენტარი: ტაივანური კომპანია Asus–ის დამაარსებლებს თავდაპირველად მათ სურდათ კომპანიისთვის Pegasus დაერქმიათ, თუმცა თავში სამი ასო წაშალეს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Asus ბმული: http://moazrovne.net/q/1095პასუხი -
შეკითხვა #1096 © დენის ლაგუტინი
2008 წელს ქალაქ რიჩმონდში მოეწყო წვეულება, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე ასეული იუბილარი შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ორიგინალური იქნებოდა, თუკი ის ქალაქ ბოსტონში გაიმართებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იუბილარები ინგლისური ანბანის ხუთი ასოს გამოყენებით.
პასუხი: Ford T კომენტარი: 2008 წელს ფორდის ლეგენდარული მოდელი Ford T ასი წლის გახდა. რიჩმონდში რამდენიმე ასეული შემორჩენილი მანქანა შეკრიბეს და T-Party გამართეს, რაც შეესიტყვება ბოსტონში გამართულ Tea Party-ის. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1096პასუხი -
შეკითხვა #1097 © გრიგორი სმისლოვი
ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ გადაღებულ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: მიუნჰაუზენი უყვება მონადირეებს თუ როგორ ესროლა ირემს კურკა და როგორ ამოიზარდა მისი შუბლიდან საშუალო სიმაღლის ხე. ერთ–ერთი მონადირე მას აწყვეტინებს და უსვამს ირონიულ შეკითხვას. დაასახელეთ 1903 წელს შექმნილი ნაწარმოები, რომელიც მონადირემ მოიხსენია თავის შეკითხვაში.
პასუხი: ალუბლის ბაღი კომენტარი: მონადირემ იკითხა, იქნებ ალუბლის ბაღი ამოიზარდაო და არა ხეო. წყარო:- "Тот самый Мюнхгаузен", реж. Марк Захаров, 1979, 4 минута
- ru.wikipedia.org/wiki/Вишнёвый_сад
პასუხი -
შეკითხვა #1098 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჰომეროსის "ოდისეაში" ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც იმ ადგილებს მიაღწევს, რომლის მაცხოვრებლებსაც მისი იქსი ეგონებათ იგრეკი. განსხვავებით ძვ. ბერძნული ორიგინალისგან და სხვა ენებისგან, მაგალითად რუსულისგან და ინგლისურისგან, იქსი და იგრეკი ქართულში ომონიმებია. დაასახელეთ ეს ომონიმები.
პასუხი: ნიჩაბი კომენტარი: ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც მისი ნავის ნიჩაბი (весло, oar) ეგონებათ სახვეტი ინსტრუმენტი ნიჩაბი (лопата, spade). წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1098პასუხი -
შეკითხვა #1099 © კონსტანტინ სმოლი
"ევროპელისათვის პირველი დღეები (გამოტოვებულია სიტყვა) ახალ დაბადებას ჰგავს" წერდა ფრანც კაფკა (გამოტოვებულია იგივე სიტყვა). ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი: ამერიკაში კომენტარი: "ამერიკა" ფრანც კაფკას რომანია. წყარო: lib.ru/KAFKA/amerika.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1099პასუხი -
შეკითხვა #1100 © სერგეი არაკჩეევი
ერთი იუმორისტის თანახმად პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო "ფრთხილად". აი, ის კი რაც მოხდა ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, იუმორისტმა მოიხსენია ორი არარუსული სიტყვით. დაწერეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი: Big Bang კომენტარი: ასე შეუზავა ერთმანეთს კრეაზიონისტული და სამეცნიერო თეორიები იუმორისტმა. წყარო: www.benjamin.ru/humour/burda/0196.html ბმული: http://moazrovne.net/q/1100პასუხი -
შეკითხვა #1101 © ალექსანდრე ზაგოროდნევი
ენდრიუ ჰაასი წიგნში "პარიზი" წერს, რომ ეს დაიწყო კარდინალის სასახლეში ფანჯრების ჩამტვრევით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: ფრონდა კომენტარი: fronde ფრანგულად შურდულია. წყარო: Эндрю Хасси, Париж. Анатомия великого города. - М.: Эксмо; СПб.: Мидгард, 2010 - გვ.223-224 ბმული: http://moazrovne.net/q/1101პასუხი -
შეკითხვა #1102 © ევგენი ბლინოვი
ვოლტერის პოემაში "ორლეანელი ქალწული" არის ასეთი ეპიზოდი: გაგანია ომის დროს მთავარსარდალი უბრძანებს თავის ჯარისკაცებს რომ გადაადგილდნენ მარჯვნივ, თუმცა ისინი წავლენ მარცხნივ და გაიქცევიან. ირონიული ვოლტერი წერს, რომ ინგლისელ ჯარისკაცებს შიშისაგან დაავიწყდათ მშობლიური ენა და დაემსგავსნენ მათ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც ჯარისკაცები დაემსგავსნენ?
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: ვოლტერი წერს, რომ შიშისაგან ინგლისელებს დაავიწყდათ ინგლისური და მათ არასწორად გაიგეს სარდლის ბრძანება, რითიც დაემსგავსნენ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ენის აღრევის მომენტში. წყარო: Вольтер. Поэмы. – К.: 1989. – С. 57 ბმული: http://moazrovne.net/q/1102პასუხი -
შეკითხვა #1103 © სოფია რაპოპორტი
2000 წლის ივნისში ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ მიიღო დაახლ. 750 მეგაბაიტი ინფორმაცია. ამასთან ეს ინფორმაცია იყო გადანომრილი. ასე მაგალითად რუსეთის კუთვნილი 750 მეგაბაიტი შეიცავდა მესამეს, მეცამეტეს და მეცხრამეტეს. ყურადღება შეკითხვა: რას აღნიშნავენ ზემოხსენებული მესამე, მეცამეტე და მეცხრამეტე?
პასუხი: ქრომოსომებს კომენტარი: 2000 წლის ივნისში დასრულდა ადამიანის გენომის პროექტი, რაც ითვალისწინებდა ადამიანის დნმ მოლეკულის ციფრულ ვარიანტში გადატანას. მონაწილე ქვეყნებმა პირობითად გაიყვეს მიღებული ინფორმაცია. რუსეთს მე–3, მე–13 და მე–19 ქრომოსომებში დაცული ინფორმაცია შეხვდა. წყარო: "МЕЖДУНАРОДНЫЙ ПРОЕКТ ГЕНОМ ЧЕЛОВЕКА", Соросовский Образовательный Журнал. ბმული: http://moazrovne.net/q/1103პასუხი -
შეკითხვა #1104 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ერთ მხატვრულ ბიოგრაფიაში ოგიუსტენ ლუი კოშის უგზავნიან ნაშრომს, რომლის ავტორსაც იგი უწოდებს "უცხოელს ბიბლიური გვარით". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს უცხოელი ბიბლიური გვარით.
პასუხი: აბელი კომენტარი: ნორვეგიელი მათემატიკოსი ნილს ჰენდრიკ აბელი უგზავნის თავის ნაშრომს ფრანგ მათემატიკოსს, ოგიუსტენ ლუი კოშის. წყარო: Инфельд Л. Эварист Галуа: Избранник богов. - М., 1965. - С. 95-96 ბმული: http://moazrovne.net/q/1104პასუხი -
შეკითხვა #1105 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფრანგი მხატვრის, ევარისტ-ვიტალ ლიუმინეს ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ფრანკთა მეფე, ხილდერიკ III სენ–ბერტენის მონასტრის წარმომადგენელთა გარემოცვაში. ნახატზე ასევე გამოსახულია ერთი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი.
პასუხი: მაკრატელი კომენტარი: კომენტარი: ხილდერიკ III იყო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე. მეროვინგები ცნობილი არიან გრძელი თმებით და ნახატზე ნაჩვენებია ხილდერიკ III-ის ბერად აღკვეცის პროცესი. წყარო: fr.wikipedia.org/wiki/Childéric_III ბმული: http://moazrovne.net/q/1105პასუხი -
შეკითხვა #1106 © ილია კრივოხაწკო
რობერტ სილვებერგერის მოთხრობაში კარდინალთა კონკლავი რომის პაპად ირჩევს რობოტ–კარდინალს. ახლადგამომცხვარი რობოტი–პაპი აივანზე გამოდის, ესალმება წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს, ჰაერში ფრინდება და მოედანზე შეკრებილები მეორედ ხედავენ იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი კვამლი კომენტარი: რომის პაპის არჩევის დროს უშვებენ თეთრ კვამლს იმის ნიშნად, რომ პაპი არჩეულია. რობოტი ჰაერში აფრინდა და მისმა რეაქტიულმა ძრავამ თეთრი კვამლი გამოუშვა, შესაბამისად ხალხმა თეთრი კვამლი მეორედ იხილა. წყარო: lib.ru/INOFANT/SILVERBERG/47-20.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1106პასუხი -
შეკითხვა #1107 © კონსტანტინ სმოლი
ჩინელი პოეტის ვან ანშის ლექსში გაზაფხულის მთვარიან ღამეში გამეფებულ სიჩუმეს არღვევს წვეთის ხმა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვა ფიგურირებს ამ ლექსის რუსულ თარგმანში?
პასუხი: კლეფსიდრა კომენტარი: ჩინურ ორიგინალში წყლის საათია მოხსენიებული, თუმცა მთარგმნელი უფლებამოსილი იყო სიტყვა "კლეფსიდრა" გამოეყენებინა. წყარო: lib.ru/POECHIN/china_shi.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1107პასუხი -
შეკითხვა #1108 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთ ლინგვისტურ ბურლესკში ეს ჩრდილოამერიკელი სამხედროსავით იძლევა ბრძანებებს: "აიღეთ ენა! გამოშიგნეთ! მიაყენეთ კედელთან!". დაასახელეთ ეს ჩრდილოამერიკელი.
პასუხი: მარშალ მაკლუენი (მაკლუჰანი) კომენტარი: მარშალ მაკლუენი კანადელი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, სოციოლოგი და მედიაკრიტიკოსი იყო, რომელიც იკვლევდა ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს, მათ შორის ენას როგორც მედიუმებს. მარშალი აბა რისი მარშალია სამხედროსავით რომ არ გაეცა ბრძანებები! წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1108პასუხი -
შეკითხვა #1109 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჯეი უოლკერმა თავის საჯარო ლექციაში ადამიანის წარმოსახვის ბიბლიოთეკა წარუდგინა მსმენელებს. ბიბლიოთეკის ექსპონატებს შორის იყო დნმ–ის ორმაგი სპირალი და შიფრაციის მანქანა "ენიგმა". ჯეი უოლკერმა აღნიშნა, რომ ამ ორ ექსპონატს შორის დიდი მსგავსებაა, ორივე კოდირებას და დეკოდირებას ახდენს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია პირველი და "ენიგმა" კი შიფრავდა მეორეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: სიცოცხლე, სიკვდილი კომენტარი: დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია სიცოცხლე და "ენიგმას" შიფრში კოდირებული იყო სიკვდილი. წყარო: www.ted.com/talks/jay_walker_s_library_of_human_im ბმული: http://moazrovne.net/q/1109პასუხი -
შეკითხვა #1110 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
უნგრელი ლიტერატურული მკვლევარი ტიბორ კესტხეიი თავის თანამემამულეს, ჟიგმონდ ხავაშს მიიჩნევს დეტექტივების საუკეთესო ავტორად მსოფლიოში, თუმცა დანანებით აღნიშნავს, რომ ჟიგმონდ ხავაში იმყოფება იქსის ტყვეობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: უნგრული ენა კომენტარი: ჟიგმონდ ხავაში წერს უნგრულად, უნგრულიდან სხვა ენებზე თარგმნა ძვირი ღირს. შესაბამისად მას მხოლოდ უნგრეთში იცნობენ. წყარო: Кестхейи Т. Анатомия детектива. - Будапешт: Корвина, 1989. - С. 103 ბმული: http://moazrovne.net/q/1110პასუხი -
შეკითხვა #1111 © ვახტანგ ელერდაშვილი
თავის ერთ-ერთ ესეში ალექსანდრე გენისი წერს, რომ ამერიკულ ფილმში იქსი წარმოჩენილია როგორც სამოთხე, რუსულ ფილმში კი როგორც სალხინებელი. სიმეტრია ითხოვს, რომ პირველწყაროს ავტორ ევროპელს იქსი წარმოეჩინა როგორც ჯოჯოხეთი, თუმცა ეს ასეა თუ არა ძნელი სათქმელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ევროპელი.
პასუხი: სტანისლავ ლემი კომენტარი: გენისის აზრით სტივენ სოდერბერგმა სოლარისი წარმოაჩინა როგორც სამოთხე და ანდრეი ტარკოვსკიმ კი, როგორც სალხინებელი. წყარო: magazines.russ.ru/zvezda/2003/4/gen.html ბმული: http://moazrovne.net/q/1111პასუხი -
შეკითხვა #1112 © ალექსანდრე ჩიჟოვი
აგატა კრისტის წიგნში "ჰერაკლეს გმირობები" ერკულ პუარო მიუყვება საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბში ჩამავალ კიბეებს. კიბის ფილაქნებზე აწერია შემდეგი ფრაზები: "მე უკეთესად მინდოდა რომ ყოფილიყო...", "უარი თქვი წარსულზე და დაიწყე ცხოვრება თავიდან", "მე შემიძლია უარი ვთქვა ამაზე ნებისმიერ მომენტში" და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ცნობილი ფრაზა ჩაილაპარაკა ერკულ პუარომ კიბეებზე ჩასვლის დროს?
პასუხი: ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული კომენტარი: საეჭვო რეპუტაციის მქონე ღამის კლუბში (ბარს "ჯოჯოხეთი" ჰქვია) ჩამავალი კიბეები მოკირწყლული იყო კეთილი სურვილებით. საუბარია ბერნარ კლერვოელის ცნობილ ფრაზაზე, რომელიც ინგლისურში სემუელ ჯონსონმა შემოიტანა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1112პასუხი -
შეკითხვა #1113 © ვახტანგ ელერდაშვილი
რუსულ ინტერნეტში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 1940 წელს დაწერილი ნაწარმოების სათაურით მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: არკადი გაიდარი კომენტარი: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უწოდებენ ასე: "თემური და მისი რაზმი", რომელიც არკადი გაიდარის მოთხრობაა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1113პასუხი -
შეკითხვა #1114 © კონსტანტინე ნაუმენკო
1886 წელს ვრუბელმა შექმნა ესკიზი, რომელიც მისი ჩანაფიქრით ორმაგ იღბლიანობას გამოხატავდა. დაახლ. 40 წლის შემდეგ შეიქმნა ბრენდი, რომლის ლოგოც ძალიან წააგავს ვრუბელის ესკიზს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბრენდი.
პასუხი: შანელი კომენტარი: ვრუბელმა ცხენის ორი ნალი ერთმანეთზე გადააჭდო, ისევე როგორც შანელის ლოგოზეა გადაჭდობილი ორი ასო C. წყარო:- syyf.3dn.ru/news/2007-02-12-52
- Уго Ди Фонте. "Дегустатор"
პასუხი -
შეკითხვა #1115 © ვიტალი პროტასოვი
ის, რაც ოლიმპიადების ემბლემატიკაში ძირითადად გამოისახება ხოლმე ორი ან ოთხი სიმბოლოთი ამ ქალაქში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსახული იყო ხუთი სიმბოლოთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: რომი კომენტარი: ჩატარების წელი, 1960 გამოსახული იყო რომაული ციფრებით MCMLX წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Летние_Олимпийские_игры_1960 ბმული: http://moazrovne.net/q/1115პასუხი -
შეკითხვა #1116 © მიშელ მატვეევი
თავის წიგნში ბორის აკუნინი, ამ სიტყვის წარმოშობაზე საუბრის დროს აკეთებს შედარებას ლურჯ ვეშაპთან, რომელსაც წესით ოკეანეში არავისი უნდა ეშინოდეს. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვის წარმოშობაზე საუბრობს ბორის აკუნინი?
პასუხი: დრედნოუტი კომენტარი: dreadnought ინგლისურად უშიშარს ნიშნავს. მათი შექმნის ეპოქაში დრედნოუტები ყველაზე დიდი გემები იყო ოკეანეში, ლურჯი ვეშაპის მსგავსად. წყარო: Б. Акунин. Ничего святого ბმული: http://moazrovne.net/q/1116პასუხი
- პაკეტის კომენტარები: