შეკითხვა #1090
-
შუასაუკუნეების მკვლევარი პატრიკ გირი წერს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში "ასეთი" წმინდანები ეპისკოპოსის გავლენისა და ავტორიტეტის წყაროს წარმოადგენდნენ, "ისეთი" წმინდანები კი – მისთვის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებლები იყვნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ზედსართავი სახელია შეცვლილი ტექსტში სიტყვებით "ასეთი" და "ისეთი"?
პასუხი: მკვდარი, ცოცხალი კომენტარი: მკვდარი წმინდანების ავტორიტეტი ეპისკოპოსის გავლენას აძლიერებდა, ცოცხალი წმინდანების ავტორიტეტი კი პირიქით – უსუსტებდა. წყარო: P. Geary. Before France and Germany. - 1988. - გვ. 137 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1090 გაზიარება:პასუხი