შეკითხვა #1096
-
2008 წელს ქალაქ რიჩმონდში მოეწყო წვეულება, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე ასეული იუბილარი შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ორიგინალური იქნებოდა, თუკი ის ქალაქ ბოსტონში გაიმართებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იუბილარები ინგლისური ანბანის ხუთი ასოს გამოყენებით.
პასუხი: Ford T კომენტარი: 2008 წელს ფორდის ლეგენდარული მოდელი Ford T ასი წლის გახდა. რიჩმონდში რამდენიმე ასეული შემორჩენილი მანქანა შეკრიბეს და T-Party გამართეს, რაც შეესიტყვება ბოსტონში გამართულ Tea Party-ის. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1096 გაზიარება:პასუხი