შეკითხვა #1098
-
ჰომეროსის "ოდისეაში" ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც იმ ადგილებს მიაღწევს, რომლის მაცხოვრებლებსაც მისი იქსი ეგონებათ იგრეკი. განსხვავებით ძვ. ბერძნული ორიგინალისგან და სხვა ენებისგან, მაგალითად რუსულისგან და ინგლისურისგან, იქსი და იგრეკი ქართულში ომონიმებია. დაასახელეთ ეს ომონიმები.
პასუხი: ნიჩაბი კომენტარი: ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც მისი ნავის ნიჩაბი (весло, oar) ეგონებათ სახვეტი ინსტრუმენტი ნიჩაბი (лопата, spade). წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1098 გაზიარება:პასუხი