შეკითხვა #1103
-
2000 წლის ივნისში ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ მიიღო დაახლ. 750 მეგაბაიტი ინფორმაცია. ამასთან ეს ინფორმაცია იყო გადანომრილი. ასე მაგალითად რუსეთის კუთვნილი 750 მეგაბაიტი შეიცავდა მესამეს, მეცამეტეს და მეცხრამეტეს. ყურადღება შეკითხვა: რას აღნიშნავენ ზემოხსენებული მესამე, მეცამეტე და მეცხრამეტე?
პასუხი: ქრომოსომებს კომენტარი: 2000 წლის ივნისში დასრულდა ადამიანის გენომის პროექტი, რაც ითვალისწინებდა ადამიანის დნმ მოლეკულის ციფრულ ვარიანტში გადატანას. მონაწილე ქვეყნებმა პირობითად გაიყვეს მიღებული ინფორმაცია. რუსეთს მე–3, მე–13 და მე–19 ქრომოსომებში დაცული ინფორმაცია შეხვდა. წყარო: "МЕЖДУНАРОДНЫЙ ПРОЕКТ ГЕНОМ ЧЕЛОВЕКА", Соросовский Образовательный Журнал. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1103 გაზიარება:პასუხი