შეკითხვა #1120
-
2002 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს ავსტრიულმა მხარემ ვენის ოპერაში დაპატიჟა სტუმრები უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. ერთობლივად მათ მოუსმინეს იტალიელი კომპოზიტორის დიდებულ ქმნილებას. შემდგომ გამართულ ვახშამზე მათ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. დაასახელეთ ოპერა, რომელსაც მათ იმ საღამოს მოუსმინეს.
პასუხი: ნაბუკო (ნავუხოდონოსორი) კომენტარი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება მილსადენის გაყვანის შესახებ. „ნაბუკო“ ვერდის ოპერაა წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1120 გაზიარება:პასუხი