თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
I ლიგა
10 აპრილი, 2011
-
შეკითხვა #1117 © სანდრო რაჩკოვსკი
ამერიკელ კალათბურთელ ფრედ ჯონსს, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები გუნდ „პეისერზის“ შემადგენლობაში გაატარა, მეტსახელად ეძახიან 1981 წელს გამოჩენილი პერსონაჟის სახელს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ინდიანა ჯონსი კომენტარი: პეისერსი შტატ ინდიანას გუნდია წყარო: forums.interbasket.net/f45/b-ball-player-nicknames ბმული: http://moazrovne.net/q/1117პასუხი -
შეკითხვა #1118 © ივან მხითაროვი
იეზუიტთა აზრით, ისინი საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ ჯოჯოხეთური ტანჯვა. უკანასკნელ წლებში ყველაზე ცნობილ მათგანზე ჟურნალისტებს შესთავაზეს მნემოტექნიკა ანუ დამახსოვრების მეთოდი. ამ მეთოდში ფიგურირებდა ერთი წამოძახილი, ფიატი და იოგურტი. დაასახელეთ ისინი.
პასუხი: ვულკანები კომენტარი: უკანასკნელი წლების ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ეიაფიატლაიოკუდლი (ეია+ფიატ+იოგურტი). წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1118პასუხი -
შეკითხვა #1119 © ირაკლი გუნია
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე გარკვეული ხნით ადრე, მილიარდერი უორენ ბაფეტი აფრთხილებდა ყველას, რომ 90-იან წლებში, ზრდა საფონდო ბირჟაზე იყო მოჩვენებითი. ამასთან დაკავშირებით, მას უწოდეს „უოლ სტრიტის მედეა“. დაასახელეთ სახელი, რომელიც შეცვლილია სახელით „მედეა“.
პასუხი: კასანდრა კომენტარი: ბაფეტი კასანდრასავით მართალი იყო და არავინ უჯერებდა. წყარო:- The Bear Book: Survive and Profit in Ferocious Markets, p.81 (2000)
- en.wikipedia.org/wiki/Cassandra_(metaphor)#Corpora
პასუხი -
შეკითხვა #1120 © მიხაილ სეროპიანი
2002 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს ავსტრიულმა მხარემ ვენის ოპერაში დაპატიჟა სტუმრები უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. ერთობლივად მათ მოუსმინეს იტალიელი კომპოზიტორის დიდებულ ქმნილებას. შემდგომ გამართულ ვახშამზე მათ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. დაასახელეთ ოპერა, რომელსაც მათ იმ საღამოს მოუსმინეს.
პასუხი: ნაბუკო (ნავუხოდონოსორი) კომენტარი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება მილსადენის გაყვანის შესახებ. „ნაბუკო“ ვერდის ოპერაა წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1120პასუხი -
შეკითხვა #1121 © რატი შუბლაძე
რუსი ჟურნალისტის, სევა ნოვგოროდცევის აზრით, ინგლისში ამ დაწესებულებების ხანგრძლივმა ტრადიციამ განაპირობა ინგლისელების დამახასიათებელი თვისებები: მკაცრი გაანგარიშება, სიტუაციის რაციონალურად შეფასება და მომავლის განჭვრეტა. დაასახელეთ ეს დაწესებულებები.
პასუხი: საბუკმეკერო კანტორები (ტოტალიზატორები) წყარო: seva.ru/rock/?id=1123&y=1999 ბმული: http://moazrovne.net/q/1121პასუხი -
შეკითხვა #1122 © კონსტანტინე ნაუმენკო
ცნობილი ალპინისტი ჰაინრიხ ჰარერი იხსენებდა, თუ რამდენად ძვირი ღირდა ამის დაქირავება ალპების ძირში არსებულ სოფლებში. ნამცხვრის გასინჯვის შემდეგ ამას საკუთარ თავს ადარებდა ალისა. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #1123 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ, თუ რა სახელით ვიცნობთ მონიშნულ ტერიტორიას.პასუხი: დალმაცია კომენტარი: სწორედ ამ ადგილიდანაა ცნობილი დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელსაც აგრეთვე შავი ლაქები აქვს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Dalmatia ბმული: http://moazrovne.net/q/1123პასუხი -
შეკითხვა #1124 © არმენ გამბარიანი
მწერალ სერგეი ლუკიანენკოს ერთ მოთხრობას ეწოდება „ექიმი ლემი და ნანოტექები“. დაასახელეთ მთავარი გმირის გვარი.
პასუხი: გულივერი კომენტარი: ლემი ლემუელის შემოკლებული ფორმაა, „ნანო“ კი ბერძნულად „ჯუჯას“ აღნიშნავს. წყარო: lib.rus.ec/b/34167/read ბმული: http://moazrovne.net/q/1124პასუხი -
შეკითხვა #1125 © სერგეი ოვსიანკინი
მწერალ რობერტ ვილსონის გმირი სახელად ჯეისონი, მოიფიქრებს პლანეტა მარსის ტერაფორმირების (საცხოვრებლად ვარგისიანობის) საშუალებას. ამისთვის ჯეისონი წინადადებით გამოდის პლანეტა მარსის მდელოებზე დათესონ ისინი. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: დრაკონის კბილები კომენტარი: ალუზია ბერძნულ მითოლოგიაზე. ჯეისონის იასონის ინგლისური ფორმაა, იასონმა კი აიეტის დავალებით არესის მდელოზე დათესა დრაკონის კბილები. წყარო: lib.rus.ec/a/33603 ბმული: http://moazrovne.net/q/1125პასუხი -
შეკითხვა #1126 © ირაკლი გუნია
1960 წელს დაბადებული რეზა კიროს ფეჰლევი არის უკანასკნელი იქსი. 1989 წელს იქსის შექმნისას დიზაინერმა ჯორდან მეჰნერმა გამოიყენა თავისი ძმის აკრობატული მოძრაობები. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: სპარსეთის პრინცი (პერსიის პრინცი) კომენტარი: ჯორდან მეჰნერი საკულტო თამაშ „Prince of Persia”-ს შემქმნელია, შაჰის შვილი რეზა კიროს ფეჰლევი 1979 წლიდან სპარსეთის უკანასკნელი პრინცი გახდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1126პასუხი -
შეკითხვა #1127 © მიხაილ სეროპიანი
1958 წელს საბჭოთა პოეტმა სერგეი მიხალკოვმა ამ გვარს გაურითმა სიტყვები „მტერი“ ("враг") და „მარცვლოვანი“ ("злак"). დაასახელეთ ეს გვარი.
პასუხი: პასტერნაკი კომენტარი: 1958 წელს ნობელის პრემიის მინიჭების გამო ბორის პასტერნაკი ქვეყნის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1127პასუხი -
შეკითხვა #1128 © ანტონ ვაჭარაძე
კითხვის ავტორის აზრით, ბუბა კიკაბიძის კინოგმირი ფილმიდან „არ დაიდარდო“ შესაძლებელია მოვიხსენიოთ 1922 წელს შექმნილი [ამერიკული] ლიტერატურურის პერსონაჟის სახელითა და გვარით. დაასახელეთ ეს ლიტერატურული პერსონაჟი.
პასუხი -
შეკითხვა #1129 © ოლეგ ანისიმოვიჩი
Calf roping; Steer wrestling; Barrel racing; Pole bending; Saddle bronc riding.
თქვენს წინაშეა სპორტის ერთი სახეობის კლასიკური დისციპლინები. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.პასუხი: როდეო კომენტარი: დისციპლინათა სახელებში ფიგურირებს ზმნები „მოთოკვა“, „ჭიდაობა“, „რბოლა“, „მოღუნვა“, „ჭენება“ წყარო:- "Популярная механика" июнь 2010. – С. 119
- en.wikipedia.org/wiki/Rodeo#Timed_events
პასუხი -
შეკითხვა #1130 © ივანე ერიომინი
„გულადი ჯარისკაცი შვეიკის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ხუმრობით ამბობს, რომ ეს ჩრდილოური კოლონია ავსტრია-უნგრეთის იმპერიას ყინულის მოსაპოვებლად სჭირდება. დაასახელეთ ეს ტერიტორია, თუ იგი 1926 წლიდან სხვა ქვეყნის საკუთრებაა.
პასუხი: ფრანც-იოსების მიწა (რუსეთისაა) წყარო:- Я. Гашек. Похождения бравого солдата Швейка. - М.: Правда, 1990. - С. 312
- en.wikipedia.org/wiki/Franz_Josef_Land
პასუხი -
შეკითხვა #1131 © მიხაილ სეროპიანი
2010 წლის 13 ოქტომბრის ტელე-სიუჟეტი, რომელიც ეძღვნებოდა ამ ადამიანის 85 წლის იუბილეს, იწყებოდა სიტყვებით „მასთან ერთად არაფერი იჟანგება“. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: მარგარეთ ტეტჩერი წყარო: Эфир "5-го канала" от 13.10.10 , 22.25, программа "Сейчас" ბმული: http://moazrovne.net/q/1131პასუხი -
შეკითხვა #1132 © მიხაილ სეროპიანი
კუნძულ ხივა-ოეს ჟანდარმი სერჟანტი შარპიიე არაერთხელ მოახსენებდა ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ ადგილობრივები უარს ამბობდნენ გადასახადების გადახდაზე. ადგილობრივთა თქმით, ისინი გადაიხდიდნენ მაშინ, როცა გადაიხდიდა ეს ადამიანი. ადგილობრივთა ენაზენ გაჩნდა ქართული გამოთქმის „როცა ვირი ხეზე ავა“ ეკვივალენტური „როცა იგი გადაიხდის“. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: პოლ გოგენი კომენტარი: გოგენი არცთუ მისაბაძ მაგალითს აძლევდა ფრანგული პოლინეზიის მკვიდრებს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1132პასუხი -
შეკითხვა #1133 © მაქსიმ მერზლიაკოვი
პოლ ვალერის ნაწარმოებში მომაკვდავი მიმართავს ამას: „ნახვამდის! ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით“. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: სარკე კომენტარი: ვალერი საუბრობს სარკეზე, რომელიც მიაქვთ მომაკვდავის სუნთქვის შესამოწმებლად. წყარო: www.dico-citations.com/adieu-dit-le-mourant-au-mir ბმული: http://moazrovne.net/q/1133პასუხი -
შეკითხვა #1134 © ალიონა სეროპიანი
Regina Astris, Mixtus Orbis, Fatum, Solaris, Lacteus Orbis, Sidereus Orbis, Dominus.
მწერალ ბერნარ ვერბერის ერთ-ერთ რომანში, გნოსტიკოსები ჰარმონიას ეძებენ სამყაროს წყობაში და მას შემდეგი თანმიმდევრობით წარმოიდგენენ: მთვარე (ვარსკვლავთა დედოფალი), დედამიწა (არეული სამყარო), ბედისწერა, მზე, ირმის ნახტომი, ვარსკვლავიანი ცა და ღმერთი. მათი აზრით, ეს თანმიმდევრობა შეესაბამება მათ. დაასახელეთ ისინი.პასუხი: მუსიკალური ნოტები კომენტარი: ლათინური სახელწოდების პირველი ორი ან სამი ასო წარმოადგენს ნოტის სახელს. წყარო: Вербер Бернар. Тайна богов. – М.: Рипол классик, 2009. – С. 353 ბმული: http://moazrovne.net/q/1134პასუხი -
შეკითხვა #1135 © ირაკლი გუნია
ბრიტანელი ესეისტი უოლტერ ბაჯოტი ამბობდა, რომ „დრომ“ შექმნა მრავალი მინისტრთა კაბინეტი. „დროის“ ფასი ერთი გირვანქა სტერლინგია. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით „დრო“.
პასუხი -
შეკითხვა #1136 © ანტონ ვაჭარაძე
2001 წელს ერთი იაპონელი ქალბატონი დაიღუპა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში, $920.000–ის ძებნისას. დაასახელეთ ქალაქი, რომელთან ახლოს მოხდა ეს შემთხვევა.
პასუხი: ფარგო კომენტარი: ის ეძებდა ფულს, რომელიც ამ ადგილას ძმები კოენების საკულტო ფილმ „ფარგოში“ სტივ ბუშემის პერსონაჟმა დამალა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Takako_Konishi_(office_worke ბმული: http://moazrovne.net/q/1136პასუხი
- პაკეტის კომენტარები: