შეკითხვა #1126
-
1960 წელს დაბადებული რეზა კიროს ფეჰლევი არის უკანასკნელი იქსი. 1989 წელს იქსის შექმნისას დიზაინერმა ჯორდან მეჰნერმა გამოიყენა თავისი ძმის აკრობატული მოძრაობები. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: სპარსეთის პრინცი (პერსიის პრინცი) კომენტარი: ჯორდან მეჰნერი საკულტო თამაშ „Prince of Persia”-ს შემქმნელია, შაჰის შვილი რეზა კიროს ფეჰლევი 1979 წლიდან სპარსეთის უკანასკნელი პრინცი გახდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1126 გაზიარება:პასუხი