შეკითხვა #1132
-
კუნძულ ხივა-ოეს ჟანდარმი სერჟანტი შარპიიე არაერთხელ მოახსენებდა ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ ადგილობრივები უარს ამბობდნენ გადასახადების გადახდაზე. ადგილობრივთა თქმით, ისინი გადაიხდიდნენ მაშინ, როცა გადაიხდიდა ეს ადამიანი. ადგილობრივთა ენაზენ გაჩნდა ქართული გამოთქმის „როცა ვირი ხეზე ავა“ ეკვივალენტური „როცა იგი გადაიხდის“. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: პოლ გოგენი კომენტარი: გოგენი არცთუ მისაბაძ მაგალითს აძლევდა ფრანგული პოლინეზიის მკვიდრებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1132 გაზიარება:პასუხი