შეკითხვა #1134
-
Regina Astris, Mixtus Orbis, Fatum, Solaris, Lacteus Orbis, Sidereus Orbis, Dominus.
მწერალ ბერნარ ვერბერის ერთ-ერთ რომანში, გნოსტიკოსები ჰარმონიას ეძებენ სამყაროს წყობაში და მას შემდეგი თანმიმდევრობით წარმოიდგენენ: მთვარე (ვარსკვლავთა დედოფალი), დედამიწა (არეული სამყარო), ბედისწერა, მზე, ირმის ნახტომი, ვარსკვლავიანი ცა და ღმერთი. მათი აზრით, ეს თანმიმდევრობა შეესაბამება მათ. დაასახელეთ ისინი.პასუხი: მუსიკალური ნოტები კომენტარი: ლათინური სახელწოდების პირველი ორი ან სამი ასო წარმოადგენს ნოტის სახელს. წყარო: Вербер Бернар. Тайна богов. – М.: Рипол классик, 2009. – С. 353 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1134 გაზიარება:პასუხი