შეკითხვა #1158
-
ტურ ჰეიერდალის ექსპედიციის ყველა მონაწილემ რაციონში საკუთარი ნაციონალური სამზარეულოს ელემენტები ჩართო. მაგალითისთვის, საბჭოთა მკვლევარმა იური სენკევიჩმა გამხმარი პურის ორცხობილა წაიღო. ორცხობილის ჭამისასაც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა კბილი მოიმტვრია და გამწარებულმა წამოიყვირა: „ეს პური გაფუჭებულია, ვითარცა X“. სენკევიჩმა მახვილგონივრულად მიუგო: „პური კი არაა გაფუჭებული, თქვენი კბილია ძირმომპალი, ვითარცა Y“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ X-იც და Y-იც.
პასუხი: კომუნიზმი, კაპიტალიზმი წყარო: www.fitplace.ru/news/on_themes/sport/page7791.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1158 გაზიარება:პასუხი