თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
III ლიგა
10 აპრილი, 2011
-
შეკითხვა #1152 © გიორგი მახარაძე
„იქსი“ მე-18 საუკუნის დასაწყისში უილიამ პენმა 11 კვაკერთან ერთად დაარსა. შეკითხვის ავტორის მეგობარს „იქსი“ აერია „იგრეკში“, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც!
პასუხი: პენსილვანია და ტრანსილვანია კომენტარი: რუმინეთის პროვინცია, რა თქმა უნდა, გახლავთ ვლად ცეპეშის სამშობლო ანუ ტრანსილვანია. უილიამ პენმა კი დაარსა პენსილვანია. წყარო: გივი ბოლოთაშვილი, მსოფლიოს ცივილიზაციის ისტორიები, გვ.213, 2004 ბმული: http://moazrovne.net/q/1152პასუხი -
ანდრეი ბელი ერთერთ ნაწარმოებში წერს, რომ ამან ქვედა ყბა გამოწია, რათა მის წინ მჯდომ ადამიანს მისთვის კბილებში თითები ერტყა. ვის ან რას გულისხმობდა ბელი?
პასუხი: პიანინოს (ფორტეპიანოს) კომენტარი: კბილებში იგულისხმება კლავიშები. წყარო: az.lib.ru/b/belyj_a/text_0350.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1153პასუხი -
შეკითხვა #1154 © ზურაბ კუპატაძე
ერთხელ იუმორისტმა ჯოშ ბილინგსმა თქვა: „ცხოვრებაში გვხდება ორი მოულოდნელობა, რომლისთვისაც არასოდეს ვართ მზად. ეს არის „თევზები“. კითხვა: რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით თევზები?
პასუხი: ტყუპები :) წყარო: www.brainyquote.com/quotes/quotes/j/joshbillin1283 ბმული: http://moazrovne.net/q/1154პასუხი -
კომპანია პეპსიმ ჩინეთისთვის განკუთვნილი თუნუქის ქილების დამზადებისას, ტრადიციული X-ის ნაცვლად გამოიყენა Y, რომელიც, უფრო მის კონკურენტ კომპანიასთან ასოცირდება. კითხვა: დაასახელეთ X-იც და Y-იც!
პასუხი: X – ლურჯი ფერი, Y - წითელი ფერი (ითვლება აზრობრივად სწორი ყველა პასუხი) კომენტარი: კომუნისტური ჩინეთის მაცხოვრებლებს წითელი ფერის ქილები უფრო მოეწონებოდათ. კონკურენტი კომპანია - კოკა-კოლა წყარო: www.adme.ru/pepsi/pepsi-vpervye-perekrasila-banki- ბმული: http://moazrovne.net/q/1155პასუხი -
Dog sees Ada.
თქვენს წინაშეა ლიტერატორ გორდონ დოუს ერთი მოთხრობის პირველი ფრაზა. როგორც თვითონ მწერალი ამბობს, ასეთი მოთხრობების წერა საკმაოდ ძნელია. კითხვა: 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ მოთხრობის ბოლო, სამსიტყვიანი ფრაზა.პასუხი: Ada sees God კომენტარი: საუბარია მოთხრობა-პალინდრომებზე. ძაღლის მიერ ადას დანახვა ადასა და ღმერთის შეხვედრით დასრულდა წყარო: www.growndodo.com/wordplay/palindromes/ ბმული: http://moazrovne.net/q/1156პასუხი -
ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის ბლოკების ერთმანეთზე დასამაგრებლად გამოყენებული ხსნარის შემადგენლობაში ეს პროდუქტიც შედიოდა. ეცადეთ არ დაიბნეთ და მიხვდეთ, თუ რაზეა საუბარი!
პასუხი -
ტურ ჰეიერდალის ექსპედიციის ყველა მონაწილემ რაციონში საკუთარი ნაციონალური სამზარეულოს ელემენტები ჩართო. მაგალითისთვის, საბჭოთა მკვლევარმა იური სენკევიჩმა გამხმარი პურის ორცხობილა წაიღო. ორცხობილის ჭამისასაც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა კბილი მოიმტვრია და გამწარებულმა წამოიყვირა: „ეს პური გაფუჭებულია, ვითარცა X“. სენკევიჩმა მახვილგონივრულად მიუგო: „პური კი არაა გაფუჭებული, თქვენი კბილია ძირმომპალი, ვითარცა Y“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ X-იც და Y-იც.
პასუხი: კომუნიზმი, კაპიტალიზმი წყარო: www.fitplace.ru/news/on_themes/sport/page7791.html ბმული: http://moazrovne.net/q/1158პასუხი -
დაასახელეთ 1976 წელს გამოსული ფილმი, რომლის პოსტერზე გამოსახული ადამიანის სახეც ჩვენ პიეროთი შევცვალეთ.პასუხი: სათამაშო (პიერ რიშარით) კომენტარი: წყარო: www.imdb.com/title/tt0074720 ბმული: http://moazrovne.net/q/1159პასუხი -
2009 წელს ამას 25 წელი შეუსრულდა. ერთი ხუმრობის თანახმად, ამაში მსოფლიო ჩემპიონი ვერასოდეს ააშენებს სახლს, რადგან მას ყოველთვის დაეკარგება დალაგებული აგურების ქვედა მწკრივი. რაზეა საუბარი?
პასუხი -
სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთ გმირს, მარჯს, ძალიან გაუხარდა, როდესაც მისმა მეუღლემ წონაში დაიკლო და ნაზად ჩაეხუტა ჰომერს. მაგრამ მარჯი უცებ შეკრთა, რადგან მისი ხელი შეეხო... რას შეეხო მისი ხელი?
პასუხი -
ფილმში „Россия 88“ მოთხრობილია ნეონაცისტური დაჯგუფების მეთაურის დისა და ერთი კავკასიური წარმომავლობის მქონე ყმაწვილის ისტორია. ანოტაციაში ნათქვამია, რომ ფილმი წარმოადგენს ცნობილი ისტორიის ადაპტირებულ ვერსიას. რომელ ისტორიაზეა საუბარი?
პასუხი -
შეკითხვა #1163 © გიორგი მახარაძე
თქვენს წინაშეა ვიეტნამის ერთ-ერთი ნაციონალური კერძი, რომელიც მზადდება იხვის ან ბატის სისხლისაგან. ასევე მას უმატებენ ცოტაოდენ არახისს და მცენარეულობას. ერთი პერიოდი ამ კერძის მირთმევა ვიეტნამში აკრძალული იყო. დამისახელეთ ამის მიზეზი.პასუხი: H5N1 (ფრინველის გრიპი) კომენტარი: კერძის მთავარი ინგრედინეტი იყო ფრინველის სისხლი ამიტომაც იგი აიკრძალა ფრინველის გრიპის გამო წყარო: listverse.com/2009/07/22/10-more-utterly-disgustin ბმული: http://moazrovne.net/q/1163პასუხი -
შეკითხვა #1164 © ზურა კუპატაძე
ლეგენდის თანახმად პირველი თვით ქართლოსის ცოლმა დააარსა. საუკუნეების განმავლობაში ის რამდენჯერმე განადგურდა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. მეორე კი 1994 წელს დაარსდა და დღესდღეობით მეორეც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. დაასახელეთ მეორე, თუკი მისი სახელი პირველისაგან მხოლოდ ერთი ციფრით განსხვავდება.
პასუხი: რუსთავი 2 კომენტარი: 120 000-იანი მოსახლეობით რუსთავი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რუსთავი 2 კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეკომპანიაა. ბმული: http://moazrovne.net/q/1164პასუხი -
შეკითხვა #1165 © გიორგი მახარაძე
მეცხარამეტე საუკუნის ინგლისში მოქმედებდა ძალიან უცნაური ბანდა, რომელთა საქმიანობა დისტრიბუციადაც შეიძლება ჩაითვალოს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იპარავდნენ ერთი შეხედვით სრულიად გამოუსადეგარ, მალფუჭებად „საქონელს“ და ევროპის სხვადასხვა სამედიცინო კოლეჯში აბარებდნენ, რაც იმდროინდელ ინგლისში სასტიკად იყო აკრძალული. მითხარით რის დისტრიბუციას ეწეოდნენ ისინი.
პასუხი: გვამების კომენტარი: ეს ბანდა იპარავდა გვამებს, და ამარაგებდა სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლებს მათზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. წყარო: listverse.com/2009/09/24/top-10-strangest-jobs-in- ბმული: http://moazrovne.net/q/1165პასუხი -
XIII საუკუნის საფრანგეთში მატყუარა ან გაფუჭებულ ქალწულებს საჯაროდ წვავდნენ ქალაქის სავაჭრო პალატის წინ მდებარე მოედანზე. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით „ქალწული“?
პასუხი: სასწორი. კომენტარი: პალატაში ვაჭრები იკრიბებოდნენ წყარო: Джонс К. Париж: биография великого города. გვ.106 ბმული: http://moazrovne.net/q/1166პასუხი
- პაკეტის კომენტარები: