შეკითხვა #1171
-
2010 წლის 29 ნოემბერს, როცა ბარსელონამ რეალს ანგარიშით 5:0 სძლია, ვიდეოპორტალ www.myvideo.ge-ზე, კატალონიელთა გულშემატკივარმა განათავსა თამაშის ამსახველი ვიდეო, რომელსაც სახუმარო სახელი მისცა: „ელ იქსი“, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები უტევდნენ.
შეკითხვა: დაასახელეთ იქსი, თუკი გეტყვით, რომ დარბაზში მყოფი ბიჭების უმრავლესობას ალბათ ის უთამაშია.პასუხი: ცალკარა კომენტარი: გულშემატკივარმა „ელ კლასიკოს“ უწოდა „ელ ცალკარა“, რითაც კატალონიელთა უპირატესობას გაუსვა ხაზი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1171 გაზიარება:პასუხი