თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
IV ლიგა
10 აპრილი, 2011
-
ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა, ხოლო მექსიკელები კი მათ გასაგონად რაღაცას სკანდირებდნენ. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: გრინგო კომენტარი: მექსიკელები მოუწოდებდნენ გაცლოდნენ იქაურობას ბმული: http://moazrovne.net/q/1167პასუხი -
1994 წლის ამ ანიმაციური ფილმის თავდაპირველ სცენარს ეწოდებოდა „კალაჰარის მეფე“ და შთაგონებული იყო შექსპირის ჰამლეტით. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება.
პასუხი: მეფე ლომი კომენტარი: როგორც ჰამლეტში, აქაც ბიძა კლავს მამას. ბმული: http://moazrovne.net/q/1168პასუხი -
ალპებში ნადირობის შემდეგ ავსტრიელმა მწერალმა ფელიქს ზალტენმა დაწერა წიგნი, რომლის ქვესათაურია “ცხოვრება ტყეში”. იგი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ალეგორიულად ებრაელთა დევნას გამოხატავდა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.
პასუხი: ბემბი ბმული: http://moazrovne.net/q/1169პასუხი -
1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.
პასუხი -
შეკითხვა #1171 © გიორგი ჩიფჩიური
2010 წლის 29 ნოემბერს, როცა ბარსელონამ რეალს ანგარიშით 5:0 სძლია, ვიდეოპორტალ www.myvideo.ge-ზე, კატალონიელთა გულშემატკივარმა განათავსა თამაშის ამსახველი ვიდეო, რომელსაც სახუმარო სახელი მისცა: „ელ იქსი“, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები უტევდნენ.
შეკითხვა: დაასახელეთ იქსი, თუკი გეტყვით, რომ დარბაზში მყოფი ბიჭების უმრავლესობას ალბათ ის უთამაშია.პასუხი: ცალკარა კომენტარი: გულშემატკივარმა „ელ კლასიკოს“ უწოდა „ელ ცალკარა“, რითაც კატალონიელთა უპირატესობას გაუსვა ხაზი. ბმული: http://moazrovne.net/q/1171პასუხი -
შეკითხვა #1172 © გიორგი ჩიფჩიური
შვეიცარიელმა ჟან პიერ დროზიმ 1784 წელს შექმნა მანქანა, რომლმაც გააუმჯობესა და გააიოლა ერთ დროს ლიდიელების მიერ გამოგონილი ნივთის წარმოება.
შეკითხვა: გვითხარით თუ რა გამოიგონა ჟან პიერ დორზიმ, თუკი გეტყვით, რომ მისი გამოგონების ფლობა ალბათ ბევრ თქვენგანს უნატრია.პასუხი: ფულის საჭრელი მანქანა (მონეტის ფულის საჭრელი მანქანა) კომენტარი: დღემდე აღმოჩენილი უძველესი მონეტა (ძვ.წ. მე-7 საუკუნე) ლიდიელებს ეკუთვნის და შესაბამისად მონეტის პირველ შემქმნელებადაც დღემდე ისინი ივარაუდებიან. ბმული: http://moazrovne.net/q/1172პასუხი -
შეკითხვა #1173 © გიორგი ჩიფჩიური
ეს პროდუქტი 1990 წლიდან იწარმოება და ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. იგი შეიცავს მცირე რაოდენობით ქოქოსის რძეს, ნუშს, შაქარსა და მცენარეულ ზეთებს.
შეკითხვა: ჩვენ არ გეკითხებით თუ რა ჰქვია ამ პროდუქტს, უბრალოდ გვითხარით თუ რის ნაცვლად უნდა მივაგებოთ ის ჩვენს რჩეულებს.პასუხი: არაფრისმთქმელი სიტყვების კომენტარი: „რაფაელო“ - არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად ბმული: http://moazrovne.net/q/1173პასუხი -
ჯონათან სვიფტის ცნობილი ტექსტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა, ყოველდღიურად მის გამოსაკვებად 1728 ლილიპუტის სამყოფი საკვები გახდა საჭირო. ვინაიდან მისი რჩენა სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა და შიმშილობას უქადდა, მმართველ წრეებში განიხილებოდა საკითხი მისი მოწამვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ მის ლიკვიდაციაზე უარი ითქვა. აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილით საფრთხე შეექმნებოდა ყოველი ლილიპუტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შეკითხვა: დაასახელეთ შუა საუკუნეების ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი მიზეზი, რომლის გამოც უარი ითქვა გულივერის მკვლელობაზე.პასუხი: შავი ჭირი კომენტარი: ლილიპუტებმა ჩათვალეს, რომ მათ ქვეყანაში ამხელა გვამის გახრწნა შავი ჭირის ეპიდემიას გამოიწვევდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1174პასუხი -
შეკითხვა #1175 © გიორგი ჩიფჩიური
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად ,,X“ წარმოადგენს ,,დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ“ მიმართულ სამხედრო დანაშაულს. მე არ გეკითხებით თუ რა არის X, დაასახელეთ ორი სიტყვით მე-20 საუკუნის თბილისში გაჩენილი ტოპონიმი, რომლის სახელწოდებაშიც იქსი ფიგურირებს.
პასუხი: დეზერტირების ბაზრობა კომენტარი: აღნიშნული სამხედრო დანაშაულია დეზერტირობა(ს.ს.კ-ს 389-ე მუხლი) ბმული: http://moazrovne.net/q/1175პასუხი -
1969 წელს, როკ-ჯგუფ „king creamson“-ის კონცერტის დასრულების შემდეგ, მის ლიდერ რობერტ ფრიპსთან ერთი ძალიან ცნობილი მუსიკოსი მივიდა და კონცერტის მოწონების ნიშნად მას მარცხენა ხელი ჩამოართვა: „მე ჭეშმარიტ მუსიკოსებს მარცხენა ხელს ვართმევ“- უთხრა მან. დაასახელეთ ეს მუსიკოსი.
პასუხი -
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ ერთერთ წერილში, მშვიდობაზე საუბრისას, ავტორი - ბექა ადამაშვილი წერს: „მშვიდობა, ნიშნავს იცხოვრო ისეთ ქვეყამაში, სადაც ტყვია მხოლოდ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში გვხვდება“
შეკითხვა: რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „აინშტაინის ფარდობითობის თეორია“პასუხი: მენდელეევის პერიოდული სისტემა ბმული: http://moazrovne.net/q/1177პასუხი -
შეკითხვა #1178 © გიორგი ჩიფჩიური
თქვენ წინაშეა კადრი 2009 წელს გამოსული ფილმიდან. სურათზე ჩანს ის, რაც ჰქვია თავად ფილმს. დაასახელეთ ფილმის სახელი.პასუხი: „გაღმა ნაპირი“ კომენტარი: 2009 წელს გამოვიდა გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“ ბმული: http://moazrovne.net/q/1178პასუხი -
ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.
პასუხი: ექიმი ვატსონი კომენტარი: ექიმ ვატსონს ავღანეთში ბრიტანული არმიას ემსახურებოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1179პასუხი -
როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.
პასუხი: ჯერი კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი. ბმული: http://moazrovne.net/q/1180პასუხი -
ჩაიწერეთ ნაწყვეტი ტელეკომპანია CNN-ის ერთ–ერთი რეპორტაჟიდან:
“იმის მიუხედავად რომ ევროპა საკმაოდ ძლიერი რომ ფინანსურ კრიზისს გაუმკლავდეს, მას მაინც აქვს გარკვეული სუსტი წერტილები, მაგალითად საბერძნეთის და მისი ეკონომის სახით“. ყურადღება შეკითხვა – დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ნახსენები იყო ტელეკომპანია cnn-ის რეპორტაჟის ამ ნაწილში.პასუხი: აქილევსი კომენტარი: რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ საბერძნეთი ევროპის აქილევსის ქუსლია. ბმული: http://moazrovne.net/q/1181პასუხი
- პაკეტის კომენტარები: