შეკითხვა #1174
-
ჯონათან სვიფტის ცნობილი ტექსტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა, ყოველდღიურად მის გამოსაკვებად 1728 ლილიპუტის სამყოფი საკვები გახდა საჭირო. ვინაიდან მისი რჩენა სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა და შიმშილობას უქადდა, მმართველ წრეებში განიხილებოდა საკითხი მისი მოწამვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ მის ლიკვიდაციაზე უარი ითქვა. აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილით საფრთხე შეექმნებოდა ყოველი ლილიპუტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შეკითხვა: დაასახელეთ შუა საუკუნეების ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი მიზეზი, რომლის გამოც უარი ითქვა გულივერის მკვლელობაზე.პასუხი: შავი ჭირი კომენტარი: ლილიპუტებმა ჩათვალეს, რომ მათ ქვეყანაში ამხელა გვამის გახრწნა შავი ჭირის ეპიდემიას გამოიწვევდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1174 გაზიარება:პასუხი