შეკითხვა #1185
-
1994 წლის ძალიან ცნობილ ამერიკულ ფილმში გვხვდება ასეთი ეპიზოდი: ციხიდან ვადამდე გათავისუფლებული ამ მსახიობის გმირი, მიემართება რა ტეხასისკენ სადაც თავისი ძველი მეგობარი უნდა ნახოს, ამბობს სიტყვებს: „ისეთი აღელვებული ვარ ფიქრებისგან, რომ ადგილზე ვერ ვჩერდები. აღგზნების ასეთი სასიამოვნო გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, გზის დასაწყისში მდგომ თავისუფალ ადამიანს“
შეკითხვა: მე არ გეკითხებით ფილმის დასახელებას, დაასახელეთ მსახიობი, რომლის გმირიც ამ სიტყვებს ამბობს.პასუხი: მორგან ფრიმენი კომენტარი: ინგლისურად თავისუფალი ადამიანი არის free man, ისევე როგორც მსახიობის გვარი. წარმოდგენილი იყო ეპიზოდი ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1185 გაზიარება:პასუხი