თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
ჩელენჯ-ლიგა
10 აპრილი, 2011
-
ექსპედიციამ, რომელიც აშშ-ს ქალაქ რიჩმონდიდან 1865 წლის 20 მარტს დაიძრა, აღმოაჩინა კუნძული, რომელსაც პრეზიდენტის სახელი უწოდა.
შეკითხვა: არ გეკითხებით პრეზიდენტის ვინაობას, გვითხარით, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კუნძულს.პასუხი: საიდუმლო კუნძული კომენტარი: საუბარი იყო ჟიულ ვერნის ნაწარმოებზე „საიდუმლო კუნძული“. ბმული: http://moazrovne.net/q/1182პასუხი -
უსაქმოდ ყოფნის დროს, ფერნანდელმა (ფრანგი მსახიობი, კომიკოსი) სანადიროდ წასვლა გადაწყვიტა. გზად მას ნაცნობი შეხვდა, რომელმაც გაიკვირვა: „ ამას რას ვხედავ ბატონო ფერნანდელ? თქვენ, ბუნების მეგობართა საზოგადოების წევრი, ცხოველტა სამყაროსადმი ჰუმანური დამოკიდებულების მომხრე და ნადირობა?“
შეკითხვა: მაშ რითი იმართლა თავი ფერნანდელმა?პასუხი: მე ხომ ვერასოდეს ვარტყამ მიზანში - უპასუხა მსახიობმა კომენტარი: აზრობრივად მსგავსი პასუხები ჩაითვლება ბმული: http://moazrovne.net/q/1183პასუხი -
ვლადიმირ ვოინოვიჩის რომანში „მოსკოვი 2042“ აღწერილია სახუმარო პასაჟი: გმირი, რომელიც მოგზაურობს დროში, თავს ამოყოფს მომავლის, ანუ 2042 წლის მოსკოვში. იქ ის წააწყდება დაწესებულებას სახელწოდებით „სიყვარულის სასახლე“, რომელიც ერთგვარ საროსკიპოს წარმოადგენს.
შეკითხვა: მომსახურების რა ფორმა იყო მიღებული „სიყვარულის სასახლეში“?პასუხი: თვითმომსახურება ბმული: http://moazrovne.net/q/1184პასუხი -
1994 წლის ძალიან ცნობილ ამერიკულ ფილმში გვხვდება ასეთი ეპიზოდი: ციხიდან ვადამდე გათავისუფლებული ამ მსახიობის გმირი, მიემართება რა ტეხასისკენ სადაც თავისი ძველი მეგობარი უნდა ნახოს, ამბობს სიტყვებს: „ისეთი აღელვებული ვარ ფიქრებისგან, რომ ადგილზე ვერ ვჩერდები. აღგზნების ასეთი სასიამოვნო გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, გზის დასაწყისში მდგომ თავისუფალ ადამიანს“
შეკითხვა: მე არ გეკითხებით ფილმის დასახელებას, დაასახელეთ მსახიობი, რომლის გმირიც ამ სიტყვებს ამბობს.პასუხი: მორგან ფრიმენი კომენტარი: ინგლისურად თავისუფალი ადამიანი არის free man, ისევე როგორც მსახიობის გვარი. წარმოდგენილი იყო ეპიზოდი ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“. ბმული: http://moazrovne.net/q/1185პასუხი -
მეოცე საუკუნის ამ ცნობილ რომანს, რომლის ეკრანიზაციამაც არაერთი ოსკარი დაიმსახურა, ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს საბავშვო გასათვვლელი (გათვლა): ერთი გაფრინდა აღმოსავლეთით, ერთი გაფრინდა დასავლეთით...“ (one flew east, one flew west...) რასაც მოსდევს გათვლის დამასრულებელი წინადადება. ჩვენ არ გთხოვთ გასათვლელის დასრულებას. დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.
პასუხი: კენ კიზი კომენტარი: გასათვლელი მთავრდებოდა ასე: One flew east, one flew west, one flew over the cuckoo’s nest” ბმული: http://moazrovne.net/q/1186პასუხი -
ამბობენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ამ სკანდინავიელს ძალიან ეშინოდა ლეთარგიული ძილის და ხშირად ესიზმრებოდა, თითქოს ცოცხლად მარხავენ, ამიტომ ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისთვის ვენები გადაეხსნათ. თუმცა, მისი სახელი დღესაც ცოცხალია და ყოველი წლის გვიან შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, უბრალოდ გვითხარით რა დაიბარა მან 1895 წელს დაწერილი ანდერძით.
პასუხი: შექმნილიყო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემდა პრემიებს. კომენტარი: საუბარი იყო ალფრედ ნობელზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1187პასუხი -
როდესაც რობერტ ფალკონ სკოტი ეძებდა დაფინანსებას თავისი უკანასკნელი პოლარული ექსპედიციისთვის, მან ბრიტანეთის იმდროინდელ ფინანსთა მინისტრს, ლოიდ ჯორჯს მიმართა. მინისტრმა მას უარი უთხრა და ურჩიე ვინმე მდიდარი ადამიანისთვის მიემართა. ცოტა ხანში, სკოტი კვლავ დაუკავშირდა ჯორს და უთხრა, რომ იპოვა სპონსორი, რომელიც 1000 გირვანქას უანგაროდ მისცემდა. 50 000-ს მისცემდა თუკი ლოიდ ჯორჯსაც თან წაიყვანდა ექსპედიციაში, ხოლო მილიონს კი მიიღებდა ერთ შემთხვევაში.
შეკითხვა: მაშ რა შემთხვევაში მიიღებდა რობერტ ფალკონ სკოტი მილიონს სპონსორისგან?პასუხი: თუკი ლოიდ ჯორს დატოვებდა ანტარქტიდაზე, ანუ აღარ წამოიყვანდა უკან. ბმული: http://moazrovne.net/q/1188პასუხი -
1912 წელს თეოდორ რუზველტს გაკვირვებით ჰკითხეს: „რატომ გადაწყვიტეთ ასე მოქცევა?“. რუზველტმა უპასუხა: „თუკი დილით მიირთმევ ორ ფინჯან ყავას და უარს იტყვი მესამეზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს დალევ ყავას“
შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა გადაწყვიტა თეოდორ რუზველტმა, დამისახელეთ ადამიანი, რომელმაც მას ხელი შეუშალა ამ გადაწყვეტილების შესრულებაში.პასუხი: ვუდრო უილსონი კომენტარი: 1901-1908 წლებში რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი. ყველასდა გასაკვირად მან კენჭი არ იყარა 1908 წლის არჩევნებში, მაგრამ პოსტის დაბრუნება მოინდომა 1912 წელს, თუმცა ვუდრო უილსონმა აჯობა. ბმული: http://moazrovne.net/q/1189პასუხი -
აინშტაინი ამბობდა: „ვიდრე ისინი შემოესეოდნენ ფარდობითობის თეორიას, მე მესმოდა იგი, მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი რა არის ფარდობითობის თეორია. დაასახელეთ მეცნიერება, რომლის წარმომადგენლებზე საუბრობდა აინშტაინი.
პასუხი: მათემატიკა კომენტარი: ამბობენ, რომ აინშტაინს მათემატიკა ცუდად ესმოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1190პასუხი -
შეკითხვის ავტორის მეგობარმა ერთხელ თბილისში მდებარე ერთერთ მაღაზიაზე იხუმრა: „მაღაზიის მფლობელებს სახელის მოსაფიქრებლად არ ეყოთ საკმარისი ფანტაზია, ამიტომაც მაღაზიას დაარქვეს იქსი“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფანტაზია ბმული: http://moazrovne.net/q/1191პასუხი -
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სტატია საქართველოს ინტელექტ-კლუბის შესახებ. სტატიის ავტორი ელიტარულ კლუბში (საუბარია სატელევიზიო გადაცემაზე) მოთამაშე მამრობითი სქესის ადამიანებს უწოდებს ისევე, როგორც ჰქვია 1997 წელს გამოსულ ცნობილ ამერიკულ ფილმს. შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: „მამაკაცები შავებში“ (Men in Black) ბმული: http://moazrovne.net/q/1192პასუხი -
პითაგორა ამბობდა: „დაზოგეტ თქვენი შვილების ცრემლები, რათა ისინი დაიღვაროს იქ“ შეკითხვა: მაშ სად? რას გულისხმობდა პითაგორა?
პასუხი: თქვენს საფლავზე ბმული: http://moazrovne.net/q/1193პასუხი -
ამ მსახიობის დაუოკებელ მადაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ის ხშირად წყვეტს გადაღებებს, რათა გემრიელად მირთვას, რითაც რეჟისორები სიგიჟემდე მიჰყავს. მის საკუჭნაოში უამრავ საკვებს ნახავთ. მათ შორის ცხვრისა და ღორის ხორცს, ასევე შებოლილი თევზით სავსე კასრებსა და ყველის დიდ თავებს. ამ თვისებით, ის ძალიან ჰგავს მის მიერ განსახიერებულ კომიქსის პერსონაჟს.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს მსახიობიპასუხი: ჟერარ დეპარდიე კომენტარი: დაუოკებელი მადით ის ძალიან ჰგავს ობელიქსს, რომელიც ფრანგული კომიქსის პერსონაჟია და რომელიც მან სამ ფილმში განასახიერა. ბმული: http://moazrovne.net/q/1194პასუხი -
ვალენტინ დუბინინის მიერ შესრულებულ კარიკატურაზე, კომპიუტერის კლავიატურის ერთერთ ღილაკს აქვს საცხოვრებელი ჯიხურის ფორმა. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს ჯიხური?
პასუხი -
ერთერთი აზიური ქვეყნის დედაქალაქში გაიხსნა „მონდონალდსი“. მისმა შემქნელებმა „მაკდონალდსს“ არა მხოლოდ ფერები, ლოგოს შრიფტი და სარეკლამო სლოგანი მოპარეს, ასევე „მაკდონალდსის“ ერთერთ საფირმო კერძს სახელი ისე შეუცვალეს, რომ მათ გამოჩენილი თანამემამულის სახელთან ასოციაცია გამოეწვია.
შეკითხვა: დაწერეთ სახეცვლილი დასახელებაპასუხი: ჩინგიზბურგერი კომენტარი: ულან ბატორში გაიხსნა „მონდონალდსი“. ჩინგიზბურგერი კი ასოციაციას იწვევს ჩინგიზ ხანთან. ბმული: http://moazrovne.net/q/1196პასუხი
- პაკეტის კომენტარები: