შეკითხვა #1187
-
ამბობენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ამ სკანდინავიელს ძალიან ეშინოდა ლეთარგიული ძილის და ხშირად ესიზმრებოდა, თითქოს ცოცხლად მარხავენ, ამიტომ ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისთვის ვენები გადაეხსნათ. თუმცა, მისი სახელი დღესაც ცოცხალია და ყოველი წლის გვიან შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, უბრალოდ გვითხარით რა დაიბარა მან 1895 წელს დაწერილი ანდერძით.
პასუხი: შექმნილიყო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემდა პრემიებს. კომენტარი: საუბარი იყო ალფრედ ნობელზე. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1187 გაზიარება:პასუხი