შეკითხვა #1189
-
1912 წელს თეოდორ რუზველტს გაკვირვებით ჰკითხეს: „რატომ გადაწყვიტეთ ასე მოქცევა?“. რუზველტმა უპასუხა: „თუკი დილით მიირთმევ ორ ფინჯან ყავას და უარს იტყვი მესამეზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს დალევ ყავას“
შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა გადაწყვიტა თეოდორ რუზველტმა, დამისახელეთ ადამიანი, რომელმაც მას ხელი შეუშალა ამ გადაწყვეტილების შესრულებაში.პასუხი: ვუდრო უილსონი კომენტარი: 1901-1908 წლებში რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი. ყველასდა გასაკვირად მან კენჭი არ იყარა 1908 წლის არჩევნებში, მაგრამ პოსტის დაბრუნება მოინდომა 1912 წელს, თუმცა ვუდრო უილსონმა აჯობა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1189 გაზიარება:პასუხი