შეკითხვა #1201
-
როი უილიამსმა შეიმუშავა ნუნჩაკუებით ბრძოლის თავდაცვითი სტილი. რათა მაყურებლებმა ზუსტად მიადევნონ თვალი ამ სტილით ბრძოლისას ნუნჩაკუების ტრაექტორიას, საჩვენებელ გამოსვლებში სპორტსმენები ნუნჩაკუებს ფლუორესცენტული საღებავით ფარავენ და შემდეგ ჰარმონიულად ამოძრავებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1822 წელს დაბადებული ფრანგის გვარი, რომელიც დაენათლა ამ სტილს?
პასუხი: ლისაჟუ კომენტარი: ნუნჩაკუები ლისაჟუს ფიგურებს ხაზავენ ჰარმონიული მოძრაობის დროს. ჟიულ ანტუან ლისაჟუ ფრანგი მათემატიკოსი იყო, რომელმაც აღწერა ეს ფიგურები. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1201 გაზიარება:პასუხი