თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
სუპერ ლიგა
22 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1197 © ნატალია კუდრიაშოვა
ერთ სათავგადასავლო რომანში ავტორი წერს, რომ მე-18 საუკუნის გეოგრაფიულ რუკებზე ისინი ქრებოდნენ ისევე, როგორც ქრება გაზაფხულზე თოვლი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი ლაქები კომენტარი: თეთრი ლაქები გეოგრაფიულ რუკებზე გამოუკვლეველ ტერიტორიებს ეწოდებათ. წყარო: Штильмарк Р. Наследник из Калькутты. – М.: Правда, 1990. С.17 ბმული: http://moazrovne.net/q/1197პასუხი -
შეკითხვა #1198 © კონსტანტინე ნაუმენკო
ვიეტნამის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცებს შორის პოპულარული იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა იქსმა ჯარისკაცის სიცოცხლე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.პასუხი: სანთებელა „ზიპო“ კომენტარი: სურათზე „ზიპოს“ გამოსახულებაა. ამერიკელი ჯარისკაცების ისტორიაში ჯიბეში ჩადებულმა სანთებელამ აისხლიტა ტყვია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Finnegans_Wake ბმული: http://moazrovne.net/q/1198პასუხი -
შეკითხვა #1199 © ვახტანგ ელერდაშვილი
გოგი გვახარია, თავის ესეში წერს, რომ მექსიკელი მხატვარი, ფრიდა კალო თავის ავტოპორტრეტებში არასოდეს აკეთებს ამას. ფრანგი კინომცოდნე, ჟორჟ სადული კი წერს, რომ ამ ამერიკელს კონტრაქტი უკრძალავდა გაეკეთებინა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: ბასტერ კიტონი კომენტარი: ფრიდა კალო ავტოპორტრეტებში არ იღიმება. ბასტერ კიტონს კი ჟურნალისტებმა შეარქვეს "კაცი, რომელიც არასოდეს იცინის". წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1199პასუხი -
შეკითხვა #1200 © იური კოზმინი
გასული საუკუნის 60-იან წლებში რომენ გარიმ დაწერა რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟი მუსიკოსი უკრავს სასულე ინსტრუმენტზე, თუმცა ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას. ყურადღება შეკითხვა: ევროპის რომელ ქალაქში ვითარდება რომანის სიუჟეტი?
პასუხი: ბერლინში კომენტარი: დეივ რეიკინს იმედი აქვს, რომ იერიქონის კედლების მსგავსად ბერლინის კედელიც დაეცემა მისი ბუკის ხმაზე. წყარო: Ромен Гари. Повинная голова ბმული: http://moazrovne.net/q/1200პასუხი -
შეკითხვა #1201 © ნაილ ფარუკშინი
როი უილიამსმა შეიმუშავა ნუნჩაკუებით ბრძოლის თავდაცვითი სტილი. რათა მაყურებლებმა ზუსტად მიადევნონ თვალი ამ სტილით ბრძოლისას ნუნჩაკუების ტრაექტორიას, საჩვენებელ გამოსვლებში სპორტსმენები ნუნჩაკუებს ფლუორესცენტული საღებავით ფარავენ და შემდეგ ჰარმონიულად ამოძრავებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1822 წელს დაბადებული ფრანგის გვარი, რომელიც დაენათლა ამ სტილს?
პასუხი: ლისაჟუ კომენტარი: ნუნჩაკუები ლისაჟუს ფიგურებს ხაზავენ ჰარმონიული მოძრაობის დროს. ჟიულ ანტუან ლისაჟუ ფრანგი მათემატიკოსი იყო, რომელმაც აღწერა ეს ფიგურები. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1201პასუხი -
შეკითხვა #1202 © ალექსეი პოლევოი
ერთი ესპანურენოვანი მწერალი წერს, რომ ამ ქალაქის ადგილას ოდესღაც იყო ჭაობი, შესაბამისად ადგილობრივი კლიმატი არაჯანსაღი იყო, ამიტომაც ქალაქის სახელწოდება შეიძლება ირონიულ კონტექსტში აღვიქვათ.ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ქალაქს?
პასუხი: ბუენოს-აირესი კომენტარი: ბუენოს-აირესი თარგმანში „კარგ ჰაერს“ ნიშნავს. მარსელო ფიგერასი არგენტინელი მწერალია. წყარო: knigosite.ru/read/82579-kamchatka-figeras-marselo. ბმული: http://moazrovne.net/q/1202პასუხი -
შეკითხვა #1203 © კონსტანტინე ნაუმენკო
2009 წლის სექტემბერში ეს ქალაქი დაარსების 400 წლისთავს ზეიმობდა, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის ქუჩების გასწვრივ ნარინჯისფერი ტიტები დარგეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: ნიუ-იორკი კომენტარი: ნიუ-იორკის წინა სახელი ახალი ამსტერდამი იყო, შესაბამისად ტიტებიც ჰოლანდიური წარსულის საპატივსაცემოდ დარგეს. ნიდერლანდების ქალაქები კი გაცილებით ადრეა დაარსებული. წყარო: www.svobodanews.ru/content/transcript/1817156.html ბმული: http://moazrovne.net/q/1203პასუხი -
შეკითხვა #1204 © ვახტანგ ელერდაშვილი
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-18 საუკუნეში დაბადებული პიროვნება, რომელიც გამოსახულია ფოტოზე?პასუხი: კარლ ფრიდრიხ გაუსი კომენტარი: მის პორტრეტს ე.წ. Gaussian Blur აქვს მიცემული. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1204პასუხი -
შეკითხვა #1205 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რუსული ენის დიალექტებში ამ დედაქალაქის პირველი ასო აღიქმებოდა წინდებულად, ამიტომაც ხშირ შემთხვევებში მას არ წარმოთქვამდნენ და დედაქალაქის სახელწოდებას ამახინჯებდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფეხბურთელი, რომლის გვარიც დედაქალაქის დამახინჯებული სახელწოდებისგან მომდინარეობს.
პასუხი: არშავინი კომენტარი: ვარშავას აღიქვამდნენ როგორ В Аршаве, არშავინი კი „ვარშაველს“ ნიშნავს. წყარო: rusish.clan.su/publ/15-1-0-87 ბმული: http://moazrovne.net/q/1205პასუხი -
შეკითხვა #1206 © მიშელ მატვეევი
ვიქტორ იანუკოვიჩს მიაწერენ შემდეგ ფრაზას: „მე ძალიან მომწონს იქსი, ის ჩემი საყვარელი საძიებო სისტემაა“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქართული ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის პერსონაჟიცაა იქსი.
პასუხი: თეთრი ბაირაღები კომენტარი: იანუკოვიჩს მიაწერენ ფრაზას: მე ძალიან მომწონს გოგოლი, ის ჩემი საყვარელი საძიებო სისტემაა. ჭიჭიკო გოგოლი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ პერსონაჟია. წყარო: www.ua-portal.net/jumor/30-anekdoty/421-svezhie-po ბმული: http://moazrovne.net/q/1206პასუხი -
შეკითხვა #1207 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჟან–პიერ ივონმა დააარსა კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულ პროდუქციას აწარმოებს. ამ პროდუქციას უშუალოდ იყენებს ნიკოლა სარკოზის დაცვა, რომელსაც ევალება პრეზიდენტის დაცვა ნებისმიერ ამინდში. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში მდებარეობს ჟან–პიერ ივონის კომპანიის შტაბ-ბინა?
პასუხი: შერბური კომენტარი: საუბარია ქალაქ შერბურში წარმოებულ სპეციალიზებულ გამძლე ქოლგებზე, რომელიც სარკოზის ნასროლი ქვებისაგან იცავს. წყარო: ursa-tm.ru/forum/index.php?/topic/11467-%D0%BE%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/1207პასუხი -
შეკითხვა #1208 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფემინისტური მოძრაობის ლიდერი, ამერიკელი ჟურნალისტი გლორია სტაინემი დამოუკიდებელ ქალს ასე ახასიათებს: „ეს არის ქალი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს იქსს გათხოვებამდე და იგრეკს - გათხოვების შემდეგ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც (სწორი თანამიმდევრობით).
პასუხი: სექსი, მუშაობა (ითვლება მხოლოდ ამ თანამიმდევრობით) წყარო: liberali.ge/ra-surt-kalebs ბმული: http://moazrovne.net/q/1208პასუხი -
შეკითხვა #1209 © ალექსეი ტრეფილოვი
1990 წელს აშშ-ში დაარსდა კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე მტვერსასრუტებს აწარმოებს. კომპანიის სახელწოდება შექმნილია არა სტივ ჯობსის წაბაძვით, არამედ სხვა ამერიკელის საპატივსაცემოდ. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ექვსსიმბოლოიანი სიტყვა, რომელიც კომპანიის სახელწოდებას წარმოადგენს.
პასუხი: iRobot კომენტარი: I, Robot აიზეკ აზიმოვის რომანია, თუმცა სახელწოდება სტივ ჯობსის მიერ წარმოებულ მოწყობილობას უფრო ჰგავს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/IRobot ბმული: http://moazrovne.net/q/1209პასუხი -
შეკითხვა #1210 © ვახტანგ ელერდაშვილი
რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ Newsweek–ში გამოქვეყნდა სტატია ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სადაც ეს მოვლენები დახასიათებული იყო ერთი საჭადრაკო ტერმინით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ტერმინი.პასუხი: პატი კომენტარი: თეთრებს სვლა არ აქვთ, ამიტომ სურათზე ისინი პატის მდგომარეობაში არიან. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1210პასუხი -
შეკითხვა #1211 © ვახტანგ ელერდაშვილი
ბრიტანელი მათემატიკოსი, ჯონ დერბიშირი თავის წიგნში წერს, რომ იქსი მნიშვნელოვანების მიხედვით მესამე ცნებაა მათემატიკაში, რიცხვის და სიმრავლის შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამ ცნების მნიშვნელოვანებისა, არიან ისეთებიც (სავარაუდოდ თქვენს შორისაც), რომელთაც არ ესმით იქსის იქსი მათემატიკაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფუნქცია კომენტარი: ფუნქციის ფუნქცია მათემატიკაში სამწუხაროდ ბევრს არ ესმის. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Prime_Obsession ბმული: http://moazrovne.net/q/1211პასუხი -
შეკითხვა #1212 © კონსტანტინე ნაუმენკო
მეორე მსოფლიო ომისდროინდელ კუმულატიურ ლექსში ფეთქდება ბომბი და ანგრევს [გამოტოვებულია ოთხი სიტყვა]. დაწერეთ ეს ოთხი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: სახლს, რომელიც ააშენა ჯეკმა კომენტარი: კუმულატიური პოეზიის ყველაზე ცნობილი ნიმუშია „სახლი, რომელიც ააშენა ჯეკმა“. წყარო: en.wikipedia.org/wiki/This_Is_the_House_That_Jack_ ბმული: http://moazrovne.net/q/1212პასუხი -
შეკითხვა #1213 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
შარშან ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა მოუწოდა ხალხს, რომ ნაკლებად გამოეყენებინათ ინტერნეტი, რის გამოც ჰოლანდიურმა მედიამ დედოფალს უწოდა იქსი. პირველად იქსები 1811 წელს ქალაქ ნოტინჰემში გამოჩნდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები.
პასუხი: ლუდიტები კომენტარი: თანამედროვე სამყაროში ლუდიტები ეწოდებათ ტექნოლოგიების მოძულე ადამიანებს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1213პასუხი -
შეკითხვა #1214 © კონსტანტინე ნაუმენკო
ბალზაკი პარიზს მოიხსენიებს ორი სიტყვით და აღნიშნავს, რომ პარიზი არის „შუაწერტილი სიმდიდრისა და სიღარიბისა, შარლატანობისა და ტალანტისა, ფუფუნებისა და საჭიროებისა, სათნოებისა და ნაკლოვანებისა, ზნეობისა და გარყვნილებისა“. ამ ორი სიტყვით ერთ ცნობილ ფილმში მოიხსენიებენ ნიუ-იორკს და სტამბულს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი: კონტრასტების ქალაქი კომენტარი: ფილმში „ბრილიანტის ხელი“ მთავარ პერსონაჟს, გორბუნკოვს სთხოვენ წაიკითხოს ლექსია „ნიუ-იორკი - კონტრასტების ქალაქი“ და „სტამბული - კონტრასტების ქალაქი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1214პასუხი -
შეკითხვა #1215 © ვახტანგ ელერდაშვილი
იქსში, რომლის პასუხიცაა იქსი გამოსახულია ფრინველი და ორი მუსიკალური ნოტი. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ ფრინველი.
პასუხი: ბუ კომენტარი: რებუსში, რომლის პასუხიცაა „რებუსი“ გამოსახულია რე, ბუ და სი. წყარო: რებუსი შეკითხვის ავტორს ეკუთვნის. ბმული: http://moazrovne.net/q/1215პასუხი -
შეკითხვა #1216 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ფიგურირებს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი რომანის სათაურში.პასუხი: თეთრი საყელო კომენტარი: მიხეილ ჯავახიშვილმა 1926 წელს დაწერა რომანი „თეთრი საყელო“. წყარო: www.ua-portal.net/jumor/30-anekdoty/421-svezhie-po ბმული: http://moazrovne.net/q/1216პასუხი -
შეკითხვა #1217 © ნაილ ფარუკშინი
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის ჯარებმა ვერ შეძლეს პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა, გამოჩნდა კარიკატურა, რომელზეც გამოსახული კორსიკული იქსი ამბობდა, რომ პირენეული იგრეკი მჟავეა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: მელია, ყურძენი კომენტარი: კარიკატურა ეზოპეს ცნობილი იგავ-არაკის პერიფრაზს აკეთებს. წყარო: Вокруг Света, N9, 2010. - С. 128. ბმული: http://moazrovne.net/q/1217პასუხი -
შეკითხვა #1218 © ალექსეი პოლევოი
ჰალედ ჰოსეინის რომანში „ქარს ადევნებული“ მამა თავის პატარა ბიჭუნას ჩუქნის ცხენს, რათა მან იყიდოს სასურველი ნივთი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბიჭუნა [გამოტოვებულია სიტყვა] ცხენს და ყიდულობს სასურველ ნივთს. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა გამოტოვებული შეკითხვაში?
პასუხი: ტეხავს კომენტარი: ცხენი ჩვეულებრივი ყულაბაა, რომელსაც ტრადიციული გოჭის ფორმა იმიტომ არ აქვს, რომ რომანის სიუჟეტი არაბულ სამყაროში ვითარდება. წყარო: Халед Хоссейни. Бегущий за ветром. – М.: "Фантом пресс", 2009.- С. 67 ბმული: http://moazrovne.net/q/1218პასუხი -
შეკითხვა #1219 © ვახტანგ ელერდაშვილი
1977 წელს ამერიკელმა მსახიობმა დაწერა პირველი ავტობიოგრაფია „მე არ ვარ იქსი“. 1995 წელს მან დაწერა მეორე ავტობიოგრაფია და უწოდა „მე ვარ იქსი“. ავტობიოგრაფიების სათაურებში დაფიქსირებული წინააღმდეგობა სავარაუდოდ არ მოეწონებოდა იქსს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სპოკი კომენტარი: ავტობიოგრაფიების სათაურები შეიცავენ ლოგიკურ წინააღმდეგობას. „ვარსკვლავურ გზაში“ (Star Trek) ლეონარდ ნიმოის მიერ განსახიერებული პერსონაჟი სპოკი მკაცრი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Leonard_Nimoy ბმული: http://moazrovne.net/q/1219პასუხი -
შეკითხვა #1220 © მიხაილ სავჩენკოვი
1925 წელს „რუხმა მგელმა“ ფეოდალიზმის გადმონაშთებთან ბრძოლის ფარგლებში უარი თქვა ჩეხეთის ქალაქ სტრაკონიცეში წარმოებულ პროდუქციაზე და დაიწყო „წითელქუდების“ დევნა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქ სტრაკონიცეში წარმოებული პროდუქციის ზუსტი სახელწოდება.
პასუხი: ფესი (ფესკა) კომენტარი: მუსტაფა ქემალ ათათურქმა, მეტსახელად „რუხმა მგელმა“ უარი თქვა თურქი ბატონების (ბეი) ატრიბუტზე, ქეჩის წითელ ქუდზე, ე.წ. „ფესკაზე“. წყარო:- www.radio.cz/ru/rubrika/zapragoj/-strakonice-gorod
- Л. Минц Котелок дедушки Ляо М., Ломоносовъ, 2009, стр. 144
პასუხი -
შეკითხვა #1221 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რამდენიმე წლის წინ დაიდგა სპექტაკლი, ერთი ცნობილი ნაწარმოების თეატრალური ვერსია, რომელშიც გადაჭარბებულად იყო წამოწეული ჰომოსექსუალიზმის თემა. სწორად ამიტომ სტატიაში, რომელიც ამ თეატრალურ დადგმას მიმოიხილავს, ნაწარმოების სათაურში წაშლილია ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: დორიან გრეის პორტრეტი კომენტარი: სტატიას ჰქვია „დორიან გეის პორტრეტი“. წყარო: www.izvestia.ru/culture/article5052/ ბმული: http://moazrovne.net/q/1221პასუხი -
შეკითხვა #1222 © მიხაილ სავჩენკოვი
"Martina H" - თქვენს წინაშეა ოდნავ სახეშეცვლილი სახელწოდება დოკუმენტური ფილმისა, რომელიც მარტინა ჰინგისის შესახებ მოგვითხრობს. დარიგებული მასალა ერთი ზედმეტი შტრიხით განსხვავდება ფილმის რეალური სახელწოდებისგან. დაწერეთ ფილმის რეალური სახელწოდება.
პასუხი: Martina II კომენტარი: მარტინა ჰინგისი მეორეა, პირველი რა თქმა უნდა, მარტინა ნავრატილოვაა. H ერთი ზედმეტი შტრიხით განსხვავდება II-ისგან. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1222პასუხი -
შეკითხვა #1223 © მიხაილ სავჩენკოვი
ერთ სახოტბო ეპიგრამაში ნათქვამია, რომ ეს ინგლისელი ნებისმიერ ჰეკატონხეირზე ძლიერია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ინგლისელი.
პასუხი: ჰორაციო ნელსონი კომენტარი: კატონხეირებს ასი თვალი და ასი ხელი ჰქონდათ. ნელსონს ერთი ხელი და ერთი თვალი. წყარო:- Всемирная эпиграмма, т. 3, СПб, Политехника, 1998, стр. 214
- en.wikipedia.org/wiki/Hekatonkheires
პასუხი -
შეკითხვა #1224 © კონსტანტინე ნაუმენკო
გასული საუკუნის 70–იან წლებში ისერ კუპერმანმა დაწერა წიგნი სათაურით „შავ დიაგონალებზე“. წიგნში ავტორი საუბრობს მისი და მისი კოლეგების დაბნეულობაზე, რომელიც 36 იქსის დამატებამ გამოიწვია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: უჯრა (უჯრედი) კომენტარი: შაშისტი ისერ კუპერმანი აღწერს იმ დაბნეულობას, რომელიც 64 უჯრიანი შაშიდან 100 უჯრიან შაშზე გადასვლისას მოხდა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Куперман,_Исер_Иосифович
- Куперман И. И. На чорних діагоналях. Киев, 1977
პასუხი -
შეკითხვა #1225 © მიხაილ მალკინი
ერთ თანამედროვე პოსტ-მოდერნისტულ ლექსში, რომელიც პატარა ადამიანის ეგზისტენციალურ პრობლემებს ეძღვნება, ნათქვამია რომ მათ ესაჭიროებათ მასაჟი. ისინი ფიგურირებენ ფრაზაში, რომელიც დიდმა ინგლისელმა წარმოთქვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: გიგანტების მხრები კომენტარი: ცნობილია ისააკ ნიუტონის სიტყვები: „შორს იმიტომ ვიხედებოდი, რომ გიგანტების მხრებზე ვიდექი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1225პასუხი -
შეკითხვა #1226 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
კრისტიან სმედსის სპექტაკლში „მისტერ ვერტიგო“ მოსწავლე სთხოვს მასწავლებელს მიუთითოს კარზე, საიდანაც შეიძლება გასვლა. ამის პასუხად მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს იქსს. დაასახელეთ პირველად 1948 წელს დადგმული სპექტაკლი, რომლის სათაურიც შეიცავს იქსს.
პასუხი: კავკასიური ცარცის წრე კომენტარი: მასწავლებელმა მოსწავლეს მისცა ცარცი, რათა მას დაეხატა კარები. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Caucasian_Chalk_Circle
- Спектакль «Мистер Вертиго» Национального театра (Хельсинки).
პასუხი -
შეკითხვა #1227 © ვახტანგ ელერდაშვილი
1991 წელს გამოიცა რობერტ კანიგელის ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი „ადამიანი, რომელმაც შეიცნო უსასრულობა“ (The man who knew infinity). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1887 წელს დაბადებული აზიელი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობაც არის აღწერილი ამ წიგნში?
პასუხი: სრინივასა რამანუჯანი კომენტარი: წიგნი ეძღვნება ინდოელ მათემატიკოსს, სრინავასა რამანუჯანს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1227პასუხი -
შეკითხვა #1228 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ვიკიპედიის სტატიაში გვხვდება. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომელიც ვიკიპედიის სტატიის სათაურს წარმოადგენს.პასუხი: ინკუნაბულა კომენტარი: 1501 წლამდე დაბეჭდილ წიგნებს ინკუნაბულებს უწოდებენ. სურათზე ინკუნაბულების გამოცემების რაოდენობაა მოცემული ათწლეულების მიხედვით, ბეჭდვის გამოგონებიდან 1500 წლის ჩათვლით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Incunable ბმული: http://moazrovne.net/q/1228პასუხი -
შეკითხვა #1229 © კონსტანტინე ნაუმენკო
დოქტორი ჰაუსის როლის შემსრულებელმა, ჰიუ ლორიმ იხუმრა, რომ მისი [გამოტოვებულია ორი სიტყვა], უნგრულის და პაკისტანურის ნაზავია და დამოკიდებულია იმაზე, თუ იგი როგორაა დაღლილი. დაასახელეთ გამოტოვებული ორი სიტყვა, თუ ისინი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: ამერიკული აქცენტი კომენტარი: ჰიუ ლორი - ინგლისელია. წყარო: Inside the Actor's Studio - Hugh Laurie ბმული: http://moazrovne.net/q/1229პასუხი -
შეკითხვა #1230 © ვახტანგ ელერდაშვილი
1970–იან წლებში ქალაქი სან–ფრანცისკო სექსუალურ უმცირესობათა მექად ითვლებოდა, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამერიკელმა ჰომოსექსუალებმა 1978 წელს შექმნილი სიმღერა აღიქვეს მოწოდებად – გამგზავრებულიყვნენ სან–ფრანცისკოში. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ცნობილ სიმღერას?
პასუხი: Go West კომენტარი: სან–ფრანცისკო აშშ–ს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Go_West_(song) ბმული: http://moazrovne.net/q/1230პასუხი -
შეკითხვა #1231 © იური კოზმინი
ჯასპერ ფორდის ფანტასტიკურ რომანში აღწერილია აკვარიუმის ბინადარი არსებები, რომელთა უმთავრეს საკვებსაც ენციკლოპედიების და ლექსიკონების მონახევები წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს არსებები ორი სიტყვით.
პასუხი: წიგნის ჭიები კომენტარი: წიგნის ჭიები რომანში რეალური არსებები არიან. წყარო: Дж. Ффорде. Дело Джен, или Эра немилосердия. ЭИ ბმული: http://moazrovne.net/q/1231პასუხი -
შეკითხვა #1232 © კონსტანტინე ნაუმენკო
პიტერ უსტინოვი მას ადარებდა ნემსს და ძაფს, რომელიც ევროპის მიწების ნაფლეთებს ერთმანეთზე აკერებს და ამგვარად აერთიანებს. რის შესახებ საუბრობდა ასე პიტერ უსტინოვი?
პასუხი: აღმოსავლეთის ექსპრესის კომენტარი: ასევე ცნობილი პიტერ უსტინოვის მიერ განსახიერებული ერკულ პუარო ფილმში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. წყარო: Питер Устинов в Восточном Экспрессе, Реж. Джон Макгриви ბმული: http://moazrovne.net/q/1232პასუხი -
შეკითხვა #1233 © ვახტანგ ელერდაშვილი
შუა საუკუნეებში ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ სუფიზმის მიმდევარ მოხეტიალე დერვიშებს. სუფიზმის, როგორც რელიგიური დოქტრინის, დისკრედიტაციის შემდეგ, ამ სიტყვამ აღმოსავლურ ენებში სულელის და იდიოტის მნიშვნელობა შეიძინა, რაც აისახა კიდეც ქართულ რეალობაში. ყურადღება შეკითხვა: რას უწოდებდნენ ამ დერვიშებს?
პასუხი: აბდალი კომენტარი: აბდალი სულელის სინონიმია გურიაში. მოხეტიალე სუფი დერვიშს „აბდალ“ ეწოდებოდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1233პასუხი -
შეკითხვა #1234 © ანდრეი ჩერდანცევი
თქვენს წინაშეა ხელჯოხი (Трость), რომელზეც შეგვიძლია დავინახოთ ორი იქსი. საპატიო ლეგიონის ორდენზე იქსი გამოსახული იყო 12 წლის განმავლობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: ნაპოლეონის პროფილი (სილუეტი) კომენტარი: 1802-1814 წლებში საპატიო ლეგიონის ორდენზე გამოსახული იყო ნაპოლეონის პროფილი წყარო: zhurnal.lib.ru/n/nowoselow_a_w/potpourri.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1234პასუხი -
შეკითხვა #1235 © ვახტანგ ელერდაშვილი
1983 წელს ენდრიუ ჰოდჯისმა დაწერა წიგნი ალან ტიურინგის ამოუცნობი პიროვნების შესახებ. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა ფიგურირებს წიგნის სათაურში ალან ტიურინგის სახელისა და გვარის გარდა?
პასუხი: ენიგმა კომენტარი: ალან ტიურინგი გერმანული შიფრაციის მანქანის „ენიგმას“ დეშიფრაციაში იღებდა მონაწილეობას. ამავდროულად „ენიგმა“ საიდუმლოს ნიშნავს თარგმანში. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Alan_Turing ბმული: http://moazrovne.net/q/1235პასუხი -
შეკითხვა #1236 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
2009 წელს რუსული თეატრის სცენაზე გაიმართა ირინა ტომინგასის სპექტაკლის პრემიერა. სპექტაკლს ორიგინალური სათაური ჰქონდა: “Смрах“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პოეტი, რომლის შემოქმედებასაც ასახავს ეს სპექტაკლი.
პასუხი: დანიილ ხარმსი კომენტარი: Смрах რომ შევატრიალოთ მივიღებთ Хармс-ს. წყარო: teatrikool.com/smrakh ბმული: http://moazrovne.net/q/1236პასუხი -
შეკითხვა #1237 © ვახტანგ ელერდაშვილი
2011 წელს ნანი მორეტიმ გადაიღო ფილმი, რომლის დასაწყისში მთავარ პერსონაჟს საპასუხისმგებლო მისიას აკისრებენ, თუმცა სულ ცოტა ხანში ის აცხადებს, რომ ეშინია, მიესალმოს მოედანზე შეკრებილ ასი ათასზე მეტ ადამიანს და ამის შედეგად გარბის. კინომცოდნეები წერენ, რომ ნანი მორეტიმ გადაიღო ახალი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: რომაული არდადეგები კომენტარი: ნანი მორეტის ფილმში „ჰაბემუს პაპამ“, ახალ რომის პაპს ირჩევენ, რომელიც გარბის და იწყობს რომაულ არდადეგებს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1237პასუხი -
შეკითხვა #1238 © ვახტანგ ელერდაშვილი
ტეხას ჰოლდ'ემ პოკერში ტუზისა და მეფის კომბინაციას ადარებენ ერთ ქალბატონს, ვინაიდან ეს კომბინაცია ამ ქალბატონივით „კარგად გამოიყურება, თუმცა ვერასოდეს იგებს“ (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ პოკერის მოყვარულები). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ქალბატონის სახელი და გვარი.
პასუხი: ანა კურნიკოვა კომენტარი: AK = Anna Kurnikova წყარო: en.wikipedia.org/wiki/List_of_playing_card_nicknam ბმული: http://moazrovne.net/q/1238პასუხი -
შეკითხვა #1239 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთმა თანამედროვე ლიტერატორმა ამერიკული და საბჭოური საზოგადოებების შედარების დროს განაცხადა, რომ ინდუსტრიალიზაციამ საბჭოეთის მაცხოვრებელთა ცნობიერებაში უფრო ღრმად შეაღწია ვიდრე ამერიკელთაში. ამის საილუსტრაციოდ მან მოიყვანა ორი სია, რომელთაგან ამერიკულ სიაში ფრინველები და მხეცები სჭარბობდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ საბჭოური სიის ერთი რომელიმე წარმომადგენელი.
პასუხი: ლოკომოტივი კომენტარი: ითვლება ნებისმიერი ამ პასუხიდან: ლოკომოტივი, მეტალურგი, შინიკი, დინამო, ტრაქტორი, ხიმიკი, ტორპედო, პახტაკორი. საუბარი იყო სპორტული გუნდების სახელწოდებებზე. წყარო: Лекции А. Аствацатурова о творчестве О. Хаксли, прочитанные в СПбГУ. Автор: Леонид Гельфанд (Ришон ле-Цион, Израиль) ბმული: http://moazrovne.net/q/1239პასუხი -
შეკითხვა #1240 © ვახტანგ ელერდაშვილი
Nine Zulu Queens Ruled China - თქვენს წინაშეა მნემონიკური ფრაზა, სადაც ჩაშიფრულია იქსები. პოლ ჰოფმანის წიგნს კი, რომელიც პაულ ერდოშის მხატვრულ ბიოგრაფიას წარმოადგენს ეწოდება ასე „კაცი, რომელსაც უყვარდა მხოლოდ იქსები“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები ერთი სიტყვით.
პასუხი: რიცხვები კომენტარი: პაულ ერდოში უნგრელი მათემატიკოსი იყო. ეს მნემონიკური ფრაზა კი შექმნილია რიცხვთა სიმრავლეების თანამიმდევრობის დასამახსოვრებლად: N, Z, Q, R, C - ნატურალური, მთელი, რაციონალური, ირაციონალური და კომპლექსური რიცხვები. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1240პასუხი -
შეკითხვა #1241 © ვახტანგ ელერდაშვილი
დათო ტურაშვილი „ამერიკულ ზღაპრებში“ წერს, რომ იქსი არის ერთადერთი მოვლენა ქართველთა ცხოვრებაში, რომლის ორგანიზებაც მათ წარმატებით შეუძლიათ. 1939 წელს, ავტორის სიკვდილამდე ორი წლით ადრე, გამოქვეყნდა წიგნი, რომლის სათაურიც ქართულ თარგმანში შეიცავს იქსს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ წიგნს?
პასუხი: ფინეგანის ქელეხი კომენტარი: იქსი არის ქელეხი. „ფინეგანის ქელეხი“ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებია. წყარო:- ათო ტურაშვილი, „ამერიკული ზღაპრები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010, გვ. 64
- en.wikipedia.org/wiki/Finnegans_Wake
პასუხი -
შეკითხვა #1242 © ვახტანგ ელერდაშვილი
1995 წელს ფოტოგრაფ ანი ლეიბოვიცს დაუკვეთეს კარლ ლუისის ფოტო იტალიური კომპანიის სარეკლამო პოსტერისთვის. ფოტოზე სახელგანთქმული სპრინტერი დგას სტარტზე, აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (ე.წ. „შპილკები“) და ელოდება სასტარტო ნიშანს. ფოტოს ქვეშ კი არის მინაწერი: „სიმძლავრე კონტროლის გარეშე არაფერია“. ყურადღება შეკითხვა: რას აწარმოებს ეს იტალიური კომპანია?
პასუხი: საბურავებს კომენტარი: ეს კომპანიაა Pirelli წყარო: www.adme.ru/second-hand/chernokozhaya-muza-na-chto ბმული: http://moazrovne.net/q/1242პასუხი -
შეკითხვა #1243 © ვახტანგ ელერდაშვილი
1837 წელს ჰანოვერის სამეფოს ტახტზე ერნესტ აუგუსტუს I ავიდა, რომელმაც მანამდე არსებული ლიბერალური კონსტიტუცია შეცვალა. ამასთან დაკავშირებით გეტინგენის უნივერსიტეტის შვიდმა პროფესორმა, პროტესტი გამოაცხადა და უნივერსიტეტი დატოვა. ამ პროფესორებს შორის იყვნენ: ვილჰელმ ალბრეჰტი, ფრიდრიხ დალმანი, გეორგ გერვინუსი, ვილჰელმ ვებერი, ჰაინრიხ ევალდი... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ დანარჩენი ორი პროფესორი.
პასუხი: იაკობ და ვილჰელმ გრიმები (ძმები გრიმებიც ითვლება) ბმული: http://moazrovne.net/q/1243პასუხი -
შეკითხვა #1244 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჟურნალ „ესკვაირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარგარეტ ტეტჩერმა დანანებით აღნიშნა, რომ თანამედროვე ბრიტანეთში „მარქსმა და იქსმა“ აჯობეს მარქსს და ენგელსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სპენსერი კომენტარი: Marks & Spencer ცნობილი ბრიტანული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1244პასუხი
- პაკეტის კომენტარები: