შეკითხვა #1219
-
1977 წელს ამერიკელმა მსახიობმა დაწერა პირველი ავტობიოგრაფია „მე არ ვარ იქსი“. 1995 წელს მან დაწერა მეორე ავტობიოგრაფია და უწოდა „მე ვარ იქსი“. ავტობიოგრაფიების სათაურებში დაფიქსირებული წინააღმდეგობა სავარაუდოდ არ მოეწონებოდა იქსს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სპოკი კომენტარი: ავტობიოგრაფიების სათაურები შეიცავენ ლოგიკურ წინააღმდეგობას. „ვარსკვლავურ გზაში“ (Star Trek) ლეონარდ ნიმოის მიერ განსახიერებული პერსონაჟი სპოკი მკაცრი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Leonard_Nimoy პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1219 გაზიარება:პასუხი