შეკითხვა #1263
-
კონან დოილის ისტორიულ რომანში „როდნი სტოუნი“ მსახურს მოაქვს წერილი. ოთახში მყოფი ქალბატონი ეხმარება ადრესატს კონვერტის გახსნასა და წერილის წაკითხვაში. შემდეგ მას გული მისდის, რადგან წერილი ხანგრძლივი ვადით სამხედრო პოსტზე უხმობს ადრესატს. დაასახელეთ ამ ქალბატონის გვარი.
პასუხი: [ლედი] ჰამილტონი კომენტარი: ადრესატი იყო ადმირალი ჰორაციო ნელსონი, რომელსაც უჭირდა ცალი ხელითა და ცალი თვალით კონვერტის გახსნა და წაკითხვა. საქვეყნოდ ცნობილია ჰორაციო ნელსონის და ლედი ჰამილტონის სიყვარულის ამბავი. წყარო: www.sbnet.ru/books/eng/Doyle/other/rodni-st.ru.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1263 გაზიარება:პასუხი