თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
I ლიგა
1 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1245 © ვლადიმირ ოსტროვსკი
სპეციალისტთა აზრით, ნატოს ძალებს არ ძალუძთ ლიბიაში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ საავიაციო დაბომბვით და მათ, ადრე თუ გვიან, მოუწევთ გახდნენ რეალისტები. კითხვა: დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელიც შეცვლილია ამ კითხვაში.
პასუხი: მიწაზე დაშვება კომენტარი: სპეციალისტთა აზრით, ნატოს გამარჯვებისთვის საჰაერო დაბომბვებთან ერთად სჭირდება სახმელეთო ოპერაციები. წყარო: "Подробности недели", телеканал "Интер" 27 марта 2011 ბმული: http://moazrovne.net/q/1245პასუხი -
შეკითხვა #1246 © ივან სტარიკოვი
ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯერემი ბენთამის აზრით, „იქსში აბზაცის ყველა სტრიქონი (გარდა უკანასკნელი სტრიქონისა), აღწევს გვერდის კიდეს. აი, იგრეკში კი ზოგიერთი სტრიქონი არ აღწევს [გვერდის კიდეს]“. თავად ეს კითხვა არის იქსი, თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ იგრეკი.
პასუხი: პოეზია კომენტარი: ჯერემი ბენთამი საუბრობდა პროზაზე (იქსი) და პოეზიაზე (იგრეკი). წყარო: Слова и мысль. Шестьсот английских афоризмов. – СПб: Политехника, 2004. – С. 94. ბმული: http://moazrovne.net/q/1246პასუხი -
შეკითხვა #1247 © კონსტანტინე ნაუმენკო
იტალიური პროვინცია რეჯიო-ემილიას ერთ-ერთი კომუნის გერბზე გამოსახულია ძაღლი. ამ კომუნის ტერიტორიაზე მდებარე ღირსშესანიშნაობას ყოველწლიურად სტუმრობს რამდენიმე ათასი გერმანელი ტურისტი. დაასახელეთ ეს ღირსშესანიშნაობა.
პასუხი: კანოსა კომენტარი: საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ მეექვსე აქ ეახლა პაპ გრიგოლ მეშვიდეს და პატიება სთხოვა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1247პასუხი -
შეკითხვა #1248 © კონსტანტინე ნაუმენკო
მხატვარმა კასიუს კულიჯმა შექმნა ნახატების სერია, სადაც მოქმედება მიმდინარეობს იქსში. თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ნახატის რეპროდუქცია. ცნობილი სკანდინავიელის ნაწარმოების მოქმედება აგრეთვე ვითარდება იქსში. დაასახელეთ ეს სკანდინავიელი.პასუხი -
შეკითხვა #1249 © ანტონ ვაჭარაძე
რემბრანდტისადმი მიძღვნილ ერთ წიგნში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მხატვარმა თავის ცნობილ სურათზე „ექიმ ტულპის ანატომიის გაკვეთილი“ მუშაობისას, ექიმები სახელოსნოში სათითაოდ ცალ-ცალკე მიიწვია და ისე დახატა. დაასახელეთ ფრანგული წარმოშობის სიტყვა, რომელსაც ამავე წინადადებაში შევხვდებით.
პასუხი: მონტაჟი კომენტარი: ეს იყო სხვა არაფერი თუ არა თანამედროვე მონტაჟი წყარო: დიდი მხატვრები. რემბრანდტი. პალიტრა L. თბილისი. 2010. გვ. 40–44 ბმული: http://moazrovne.net/q/1249პასუხი -
შეკითხვა #1250 © კონსტანტინე ნაუმენკო
მწერალი ჰუგო ფონ ჰოფმანშტალი ავსტრიასა და გერმანიას შორის განსხვავების აღწერისას წერდა, რომ პირველი გამოხატავს ავსტრიის სულს, მეორე კი - გერმანიისას. თავის მხრივ, პირველი ნიშნავს „პატარა მეორეს“. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: ოპერეტა, ოპერა კომენტარი: ჰოფმანშტალი ადარებდა ერთი მხრივ, შტრაუსების დინასტიის ოპერეტებს, მეორე მხრივ ვაგნერის ოპერებს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1250პასუხი -
შეკითხვა #1251 © გაგი გაბრიჭიძე
დუპლეტი:
(1) ანიმაციურ ფილმში „მწერის ცხოვრება“ ერთ ეპიზოდში ჩანს ბარი, რომელშიც კოღო უკვეთავს ამას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
(2) ანიმაციურ ფილმში „მწერის ცხოვრება“ ერთ-ერთი მწერი საუბრობს დაღუპული მეუღლის შესახებ. დაასახელეთ ეს მწერი ორი სიტყვით.პასუხი: (1) სისხლიანი მერი; (2) შავი ქვრივი კომენტარი: „შავი ქვრივის“ სახელით ცნობილი ხოჭო ჭამს პარტნიორს შეწყვილების შემდეგ. წყარო: www.imdb.com/title/tt0120623/ ბმული: http://moazrovne.net/q/1251პასუხი -
შეკითხვა #1252 © ევგენი რუბაშკინი
ჩინურ კალენდარში მას მოსდევს შავი დრაკონი. დაასახელეთ ვინ მისდევს მას პირველ თავში.
პასუხი -
შეკითხვა #1253 © ბორის მონოსოვი
1920-იანი წლების დასაწყისში რუსეთიდან ემიგრირებულმა კომპოზიტორმა ვლადიმერ დუკელსკიმ აიღო ეს ფსევდონიმი. დაახლოებით იმავე დროს იგივე ფსევდონიმი აიღო ერთმა ამერიკელმა. დაასახელეთ ამ ამერიკელის გვარი.
პასუხი -
შეკითხვა #1254 © სერგეი ვივატენკოე
პირველზე ხუმრობენ, რომ ის ეძებს პრობლემას საკუთარი თავისთვის, ხოლო მეორეზე - რომ სხვისთვის. პირველის და მეორის აღმნიშვნელი სიტყვა წარმოშობილია ლათინური სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს „უკიდურესს“. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: ექსტრემალი და ექსტრემისტი ბმული: http://moazrovne.net/q/1254პასუხი -
შეკითხვა #1255 © ირაკლი გუნია
იქსის გამოყენებას ჰიგიენის სპეციალისტები გვირჩევენ 45-გრადუსიანი კუთხის დახრილობით. იქსი არის ბერლინის ტელეანძისთვის ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შერქმეული მეტსახელი. დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
შეკითხვა #1256 © კონსტანტინე ნაუმენკო
აზიაში მოგზაურობის დროს ჯერალდ დარელის ექსპედიციის წევრს თავს დაესხა მოსკიტთა გუნდი, რის გამოც ის მოიქცა როგორც „იქსი“. სხვა წყაროში „იქსის“ ხალათის კალთას უწოდებენ „ტაფის თავსახურს“. დაასახელეთ იქსი ერთი სპარსული წარმოშობის სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #1257 © კონსტანტინე ნაუმენკო
For this first fortnight he could do little more than ease pain and begin to build up trust.
თქვენს წინაშეა ციტატა ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან. ალბერტ შვაიცერი, რომელმაც კლინიკა დააარსა გაბონში, გახდა ერთი პერსონაჟის პროტოტიპი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი!პასუხი: ექიმი დულიტლი კომენტარი: დასარიგებელ მასალაში ფიგურირებს სიტყვები do little. წყარო:- bibliogid.ru/heroes/lubimye/lubimye-aybolit
- James Brabazon Albert Schweitzer: a biography
პასუხი -
შეკითხვა #1258 © ვლადიმირ ოსტროვსკი
ერთი ნაწარმოების გმირს, რომელსაც სამსახურში ეჩქარება, აწუხებს ის, რომ იქსი დროულად არ „მწიფდება“. დიზაინერი არტემი ლებედევი კი გვთავაზობს იქსზე განვათავსოთ სამკუთხედი, ორი პარალელური ხაზი და კვადრატი. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: შუქნიშანი კომენტარი: გმირს ეჩქარება სამსახურში და წინ მწვანე მუდმივად მწიფდება წითელ ფერში. სამკუთხედი იგივე „play“ მწვანეზე, ორი ხაზი იგივე „pause“ ყვითელზე, კვადრატი იგივე „stop“ წითელზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1258პასუხი -
შეკითხვა #1259 © კონსტანტინე ნაუმენკო
დევიდ ფინჩერის ფილმის „სოციალური ქსელის“ ერთ-ერთ პერსონაჟი მეორეს ურჩევს, ხელიდან არ გაუშვას ასეთი შანსი, რადგან უიღბლოები ძალზე ბევრია, ხოლო წყალი იქსის ქვეშ ძალზე ცივი. იქსი ერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ხიდი „ოქროს კარიბჭე“ (Golden Gate Bridge) კომენტარი: სან-ფრანცისკოს ეს ღირსშესანიშნაობა თვითმკვლელთა ცნობილი ამოჩემებული ადგილია. წყარო: www.moviequotesandmore.com/social-network-quotes-3 ბმული: http://moazrovne.net/q/1259პასუხი -
შეკითხვა #1260 © დიმიტრი სოლოვიოვი
შეყვარებულთან დრამატული კონფლიქტის შემდეგ, ფრანსუაზა საგანის გმირი გამოდის ქუჩაში, ჯდება მანქანაში და მექანიკურად რთავს ამას. კითხვა: რას?
პასუხი: საქარე მინის საწმენდებს (დვორნიკებს) კომენტარი: მას ცრემლები მოსდის, რაც ხედვას უზღუდავს. იგი მექანიკურად რთავს საქარე მინის საწმენდებს, რაზეც თვითონაც მწარედ ეცინება. წყარო: Саган Ф. Любите ли вы Брамса?//Саган Ф. Избранные произведения в 4 т., Т.2. – С. 92 ბმული: http://moazrovne.net/q/1260პასუხი -
შეკითხვა #1261 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჯონ ლასეტერი იხსენებს, რომ როდესაც იგი მეგობრებთან ერთად იყოფდა ოთახში ერთადერთ კომპიუტერს, მას უწევდა მუშაობაში ღამეების გათენება. დაასახელეთ, რა დაარსა ლასეტერმა თავის ამ მეგობრებთან ერთად.
პასუხი: სტუდია პიქსარი კომენტარი: ღამით მუშაობისას ლასეტერს აზრად მოუვიდა სტუდიის სიმბოლოდ მაგიდის ლამფის გამოყენება. პიქსარმა პირველმა იხმარა მულტიპლიკაციაში კომპიუტერული გრაფიკა. წყარო:- ფილმი „პიქსარის ისტორია“, რეჟისორი ლესლი აივერქსი
- ru.wikipedia.org/wiki/Лассетер,_Джон
პასუხი -
შეკითხვა #1262 © კონსტანტინე ნაუმენკო
თქვენს წინაშეა ერთი პატარა იტალიური ქალაქის ტაძრის ფასადი. ერთი ვერსიით, ეს ფასადი იყო ადგილობრივი მკვიდრის შთაგონების წყარო. დაასახელეთ ამ ადგილობრივის გვარი.პასუხი: სტრადივარიუსი კომენტარი: ეს ქალაქი არის კრემონა. ერთი ვერსიით, ტაძრის ფასადმა შთააგონა სტრადივარიუსს თავისი ვიოლინოების დიზაინი. წყარო: ფილმი "სტრადივარიუსის გამოცანა" ბმული: http://moazrovne.net/q/1262პასუხი -
შეკითხვა #1263 © კონსტანტინე ნაუმენკო
კონან დოილის ისტორიულ რომანში „როდნი სტოუნი“ მსახურს მოაქვს წერილი. ოთახში მყოფი ქალბატონი ეხმარება ადრესატს კონვერტის გახსნასა და წერილის წაკითხვაში. შემდეგ მას გული მისდის, რადგან წერილი ხანგრძლივი ვადით სამხედრო პოსტზე უხმობს ადრესატს. დაასახელეთ ამ ქალბატონის გვარი.
პასუხი: [ლედი] ჰამილტონი კომენტარი: ადრესატი იყო ადმირალი ჰორაციო ნელსონი, რომელსაც უჭირდა ცალი ხელითა და ცალი თვალით კონვერტის გახსნა და წაკითხვა. საქვეყნოდ ცნობილია ჰორაციო ნელსონის და ლედი ჰამილტონის სიყვარულის ამბავი. წყარო: www.sbnet.ru/books/eng/Doyle/other/rodni-st.ru.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1263პასუხი -
შეკითხვა #1264 © ვლადიმერ ოსტროვსკი
ბავშვობაში მისი დები არასწორად წარმოთქვამდნენ სიტყვას „ძმა“. სწორედ აქედან შერჩა ამ ადამიანს საკუთარი სახელი. თეოდორ სტარჯონის თანახმად, სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის ფრაზა: „აქ გრუნტი რბილია, ფეხით ადვილად შემიძლია მისი მიმოყრა“. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ბაზ ოლდრინი (ნილ არმსტრონგის შემდეგ მეორე ადამიანი მთვარეზე) კომენტარი: დები არასწორად გამოთქვამდნენ „ბრაზერ“ და უწოდებდნენ „ბაზერს“. სტარჯონის თანახმად, ოლდრინმა ეს სიტყვები წარმოთქვა როცა მთვარეზე დადგა ფეხი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1264პასუხი
- პაკეტის კომენტარები: