შეკითხვა #1264
-
ბავშვობაში მისი დები არასწორად წარმოთქვამდნენ სიტყვას „ძმა“. სწორედ აქედან შერჩა ამ ადამიანს საკუთარი სახელი. თეოდორ სტარჯონის თანახმად, სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის ფრაზა: „აქ გრუნტი რბილია, ფეხით ადვილად შემიძლია მისი მიმოყრა“. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ბაზ ოლდრინი (ნილ არმსტრონგის შემდეგ მეორე ადამიანი მთვარეზე) კომენტარი: დები არასწორად გამოთქვამდნენ „ბრაზერ“ და უწოდებდნენ „ბაზერს“. სტარჯონის თანახმად, ოლდრინმა ეს სიტყვები წარმოთქვა როცა მთვარეზე დადგა ფეხი. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1264 გაზიარება:პასუხი