შეკითხვა #1289
-
აიზეკ აზიმოვი ერთ-ერთ წიგნში განიხილავს ამ სახელის წარმომავლობას და დასძენს, რომ პირდაპირ თარგმანში ეს სახელი ნიშნავს „არაფერს“. აზიმოვის აზრით, ეს ფაქტი ამ სახელის მატარებლის მართლაც ხანმოკლე სიცოცხლეზე მიანიშნებს. მეორე ვერსიით კი ეს სახელი აქადური „ალლუს“ სახეცვლილი ვერსიაა და შვილს ნიშნავს. კითხვა: ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს სახელი.
პასუხი: აბელი წყარო: www.skeptik.net/religion/judaism/azimov4.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1289 გაზიარება:პასუხი