თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
III ლიგა
1 მაისი, 2011
-
მწვანე კონცხის გავლის შემდეგ ვენეციელი ალვიზე კადამოსტოს გემებმა ჯადოფოს ტომის ქვეყანას მიაღწიეს. ბაზარში, როგორც კადამოსტო იხსენებდა, მის გარშემო სწრაფად შეგროვდა ხალხი, ზოგიერთმა კი ნერწყვში დასველებული თითიც კი წაუსვა დაეჭვებით. რამ გამოიწვია ადგილობრივებში ასეთი რეაქცია?
პასუხი: თეთრი კანის ფერმა კომენტარი: ეს ყველაფერი XV საუკუნეში ხდებოდა, იქაურ შავკანიანებს თეთრი ადამიანი არასოდეს ენახათ. ბმული: http://moazrovne.net/q/1280პასუხი -
ინგლისური აბრევიატურების ლექსიკონის მიხედვით, ეს აბრევიატურა აღნიშნავს: მიწაზე მოძრავ სამიზნეს, საერთო სამხედრო მომზადებას, მაგელანის დიდ ტელესკოპს... მაგრამ მისი ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობა ათვლის წერტილია. რისი ათვლის წერტილი?
პასუხი: დროის სარტყლების კომენტარი: აბრევიატურა GMT. Ground Moving Target, General Military Training, Giant Magellan Telescope, Greenwich Mean Time ბმული: http://moazrovne.net/q/1281პასუხი -
ამბობენ, რომ მეტოქეები ლევ იაშინს დიდ პატივს სცემენ. არსებობს მითი, რომ იაშინის კარში გატანილი გოლის შემდეგ გოლის ავტორი, პორტუგალიელი ეუსებიო, მივიდა მეკარესთან და... რა გააკეთა მან?
პასუხი: ბოდიში მოიხადა წყარო: www.gazeta.ru/sport/rfc/2009/10/a_3275979.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1282პასუხი -
ის ნობელის პრემიის ლაურეატია. მისი მეუღლის დიდი ბებია კი 1850 წელს 475 დოლარად შეაფასეს. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი!
პასუხი: [ბარაქ] ობამა კომენტარი: ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას დიდი ბებია 475 დოლარად გაყიდეს. წყარო: lenta.ru/news/2009/10/08/grandma/ ბმული: http://moazrovne.net/q/1283პასუხი -
მიხაილ ეპშტეინი წერს, რომ ქრონომანისთვის დრო - ძლიერი ნარკოტიკია. კითხვა: რას ადარებს იგი ნარკომანის შპრიცებს?
პასუხი -
ძველ ეგვიპტეში ფარაონებისთვის განკუთვნილ „იქსებს“ ოქროსგან და სხვა ძვირფასი ლითონებისგან ამზადებდნენ. იქსის დღევანდელი ანალოგი, როგორც წესი, ერთჯერადია და ხისგანაა დამზადებული. იტალიელები მათ უწოდებენ „სტუციკადენტი“. რაზეა საუბარი?
პასუხი: კბილის საჩიჩქნ ჩხირებზე კომენტარი: დენტი - კბილები წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1285პასუხი -
მსოფლიოში პირველი „იქსი“ გამოჩნდა 1878 წელს კონეკტიკუტის ქალაქ ნიუ-ჰეივენში და მასში 50 ჩანაწერი იყო. გერმანიაში იქსი პირველად 1881 წელს გამოჩნდა და ხალხმა მას არაოფიციალურად „99 სულელის წიგნი“ შეარქვა. ყურადღება, შეკითხვა: რისი მფლობელები იყვნენ ეს „სულელები“? რა იყო ეს „იქსი“?
პასუხი: ტელეფონის კომენტარი: თავდაპირველად ტელეფონის მფლობელებს უაზრო ამერიკულ მოდას აყოლილ ადამიანებად თვლიდნენ. წყარო: de.wikipedia.org/wiki/Telefonbuch ბმული: http://moazrovne.net/q/1286პასუხი -
მოისმინეთ ანეკდოტი:
- შვილო, მოგწონს ჩემი ნაჩუქარი სათამაშო [გამოტოვებულია სიტყვა]?
- ძალიან მომწონს! მთელი დღეა თვალი ვერ მოვწყვიტე!
კითხვა: რომელი მითიური არსების ფორმა ჰქონდა ამ სათამაშოს?პასუხი -
ფიზიკოსმა კარლ-კუნო კუნცემ გამოსცა სპეციალური DVD, რომელშიც ფიზიკის კანონების დახმარებით ერთი მნიშვნელოვანი უნარის პრინციპებს ხსნის. ეს პრინციპები წარმოდგენილია როგორც ცაციებისთვის, ასევე მემარჯვენეებისთვის, ჩვეულებრივი რაკურსითაც და სარკული ანარეკლითაც. დისკს მაგიური კვანძები ეწოდება და მასში 14 ხერხია აღწერილი. კითხვა: რის სასწავლებლადაა განკუთვნილი ეს დისკი?
პასუხი: ჰალსტუხის შეკვრის წყარო:- Журнал "DB mobil", N 7, 2005, S. 14
- www.zenitar-media.de/
პასუხი -
აიზეკ აზიმოვი ერთ-ერთ წიგნში განიხილავს ამ სახელის წარმომავლობას და დასძენს, რომ პირდაპირ თარგმანში ეს სახელი ნიშნავს „არაფერს“. აზიმოვის აზრით, ეს ფაქტი ამ სახელის მატარებლის მართლაც ხანმოკლე სიცოცხლეზე მიანიშნებს. მეორე ვერსიით კი ეს სახელი აქადური „ალლუს“ სახეცვლილი ვერსიაა და შვილს ნიშნავს. კითხვა: ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს სახელი.
პასუხი: აბელი წყარო: www.skeptik.net/religion/judaism/azimov4.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1289პასუხი -
იმ მამაკაცებს, რომლებიც დიდ რაოდენობით ფულსა და დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, მეტროსექსუალებს უწოდებენ. რა ეწოდებათ მათ, ვინც შედარებით ძველებური ტრადიციებით ცხოვრობს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარეგნობას?
პასუხი -
მწერალმა ტატიანა მოსკვინამ გამოუშვა სამტომეული. წიგნების სათაურები შემდეგნაირად ჟღერდა: კაცების რვეული, ქალების რვეული და ასეთი რვეული. დაწერეთ, თუ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ასეთი, თუკი გეტყვით, რომ ასეთ რვეულთან ალბათ ყველას გქონიათ შეხება.
პასუხი -
ცნობილია, რომ ბი-ბი-სის შემქნელმა, ლორდმა რეიტმა აკრძალა გადაცემებში ამ ზედსართავი სახელის გამოყენება. ის ამბობდა: „თუკი ადამიანი მართლაც ასეთია, მაშინ ეს სიტყვა ზედმეტია, ხოლო თუ ადამიანი ასეთი არაა, მაშინ ეს სიტყვა მცდარი გამოდის.“ რა სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: ცნობილი წყარო: С. Фрай. Пресс-папье. — М.: Фантом Пресс, 2009. — С. 454. ბმული: http://moazrovne.net/q/1292პასუხი -
იტალიელები ხშირად ხუმრობენ კარაბინერების გონებრივ შესაძლებლობებზე. მაგალითად, ერთ ანეკდოტში ერთი მეგობარი უყვება მეორეს, თუ როგორ მიჰყიდა კარაბინერს საათი და საკვები. რომელი ცოცხალი არსებისთვის იყო ეს საკვები განკუთვნილი?
პასუხი: გუგულისთვის (საათის) წყარო: www.ciaocacao.it/anegdot_3.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1293პასუხი -
რათა ჰარისონ ფორდი დამსგავსებოდა ნაცად ავანტიურისტს, „ინდიანა ჯონსის“ კოსტიუმერებმა ტყავის ახალი ქურთუკი ზუმფარით (შკურკით) გაცვითეს, ხოლო მსახიობი აიძულეს რამდენიმე საათი მჯდარიყო თავის... რაზე?
პასუხი: ქუდზე კომენტარი: ასე „დააძველეს“ ინდიანას ცნობილი ქუდი წყარო: www.kinolove.net/films/180-indiana-dzhons-indiana- ბმული: http://moazrovne.net/q/1294პასუხი
- პაკეტის კომენტარები: