შეკითხვა #1380
-
ისტორიკოს გიუნტერ ვერმუშის აზრით, იმ ფაქტმა, რომ 62 წელს აფრიკიდან რომში ჩავიდა ქვიშით დატვირთული ხომალდი, ხელი შეუწყო ნერონის მმართველობის დასასრულს, ვინაიდან რომის მოსახლეობა აღშფოთებული იყო ამ ფაქტით. ამის შემდეგ ისტორიკოსი აკეთებს დასკვნას, რომ ამ აღშფოთების მიზეზი იყო ის, რომ რომის მოსახლეობას პირველი ერჩივნა მეორეს.
დაასახელეთ პირველი და მეორე.პასუხი: პური და სანახაობა. კომენტარი: რომის მოსახლეობას დაპირებული ხორბლის ნაცვლად, ნერონმა ჩამოუტანა ქვიშა გლადიატორთა ბრძოლების გასამართად. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1380 გაზიარება:პასუხი