თბილისის 42-ე ჩემპიონატი
V ტური
IV ლიგა
15 მაისი, 2011
-
თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. შეკითხვა: დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.
პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი ბმული: http://moazrovne.net/q/1375პასუხი -
როკსბერის კლუბის შექმნისას მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება : კლუბის თითოეულ წევრს საკუთარი ხარჯებით უნდა გამოეცა რომელიმე იშვიათი წიგნი, რომლის ტირაჟიც უდრიდა ამას.
დაასახელეთ ეს.პასუხი: კლუბის წევრების რაოდენობა წყარო: lingua.russianplanet.ru/library/rat-veg/04.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1376პასუხი -
გადმოცემის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 217 წელს, აფრიკაში მოხდა დიდი მიწისძვრა, რომელსაც რამოდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა.
ზოგიერთი ჟამთაღმწერელი ამ მიწისძვრის მიზეზად მოიხსენიებს ბრძოლას ჰანიბალსა და რომაელებს შორის, კერძოდ კი მათ.
დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით, რომლებიც ერთიდაიმავე ასოზე იწყებიანპასუხი: საბრძოლო სპილოები წყარო: იულიუს ფრონტინი - "სტრატეგემები”. ბმული: http://moazrovne.net/q/1377პასუხი -
როდესაც კითხვის ავტორმა მოისმინა შეკითხვა 2006 წელს გადაღებული ფილმის შესახებ, მას შეკითხვა ეცნო და მან იფიქრა რომ კითხვა “სვეჩკაა”. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: დეჟა ვიუ კომენტარი: მას ეგონა რომ მსგავსი კითხვა უკვე მოისმინა... ბმული: http://moazrovne.net/q/1378პასუხი -
მე–19 საუკუნეში შეჯიბრებების დროს სპორტსმენები ხშირად მაყურებლებს მიმართავდნენ თხოვნით გაეღვიძებინათ ისინი. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ვინმე თომას უილსონის გამოგონების შემდეგ.
ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა გამოიგონა უილსონმა 1883 წელს.პასუხი: ჭადრაკის საათი კომენტარი: მანამდე სვლის მოსაფიქრებლად დრო შეზღუდული არ იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1379პასუხი -
ისტორიკოს გიუნტერ ვერმუშის აზრით, იმ ფაქტმა, რომ 62 წელს აფრიკიდან რომში ჩავიდა ქვიშით დატვირთული ხომალდი, ხელი შეუწყო ნერონის მმართველობის დასასრულს, ვინაიდან რომის მოსახლეობა აღშფოთებული იყო ამ ფაქტით. ამის შემდეგ ისტორიკოსი აკეთებს დასკვნას, რომ ამ აღშფოთების მიზეზი იყო ის, რომ რომის მოსახლეობას პირველი ერჩივნა მეორეს.
დაასახელეთ პირველი და მეორე.პასუხი: პური და სანახაობა. კომენტარი: რომის მოსახლეობას დაპირებული ხორბლის ნაცვლად, ნერონმა ჩამოუტანა ქვიშა გლადიატორთა ბრძოლების გასამართად. ბმული: http://moazrovne.net/q/1380პასუხი -
ევგენი შვარცის ზღაპარში, ოსტატი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ვერასოდეს გაიგებს უხდება, თუ არა მისი ქმნილება კლიენტს.
დაასახელეთ ოსტატის ეს ქმნილება აბსოლუტურად ზუსტად.პასუხი: უჩინმაჩინის ქუდი ბმული: http://moazrovne.net/q/1381პასუხი -
ჟიულ ვერნის ერთ–ერთ ნაწარმოებში, პერსონაჟები აღმოჩნდებიან ყინულზე რომელიც სამხრეთისაკენ მიცურავს. კრიტიკოს მიხაილ გორელიკი ამ ყინულს ადარებს ნივთს, რომელიც სხვა ფრანგის ნაწარმოების სახელწოდებას წარმოადგენს.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ნაწარმოები.პასუხი: შაგრენის ტყავი კომენტარი: ყინული სამხრეთისაკენ მიემართება, რის გამოც ნელ–ნელა დნება. შაგრენის ტყავიც ნელ–ნელა ზომაში პატარავდებოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1382პასუხი -
მაჰათმა განდის აზრით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე მხოლოდ მისი გარეგნობით და მოუწოდებდა ყველას მაგალითი მისგან აეღოთ. დაასახელეთ მაგალითის ვისგან აღებას მოუწოდებდა მაჰათმა განდი.
შეკითხვა: დაასახელეთ ბერძნული მითოლოგიის წარმომადგენელი, რომელსაც გულისხმობდა მაჰათმა განდი.პასუხი: თემიდა ბმული: http://moazrovne.net/q/1383პასუხი -
რა მცენარე შეიტანა მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში ფრანგმა დიპლომატმა, გვარად ნიკომ?
პასუხი: თამბაქო კომენტარი: სიტყვა ნიკოტინის წარმომავლობა ამ პიროვნების გვარს უკავშირდება. ბმული: http://moazrovne.net/q/1384პასუხი -
საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს ჟოზეფ–მიშელის და ჟაკ–ეტიენის გამოგონებას იყენებდნენ მტრის პოზიციების დასაზვერად. დაასახელეთ ეს გამოგონება.
პასუხი -
მას ჩვენ იაპონური სახელწოდებით ვიცნობთ, რომელიც ინგლისურად დიდი ასოთი იწერება. აგრეთვე პირველ ასოს მუქი შრიფტით წერენ, რათა არ აერიოთ გავრცელებულ ინგლისურ ზმნაში. დაასახელეთ იგი.
პასუხი: გო ბმული: http://moazrovne.net/q/1386პასუხი -
კვაკერებს ეს ქმედება მიაჩნიათ მკრეხელობად. ჭეშმარიტ კვაკერს ჰერბერტ ჰუვერს ამ ქმედების არჩადენა განასხვავებს ყველა დანარჩენი ამერიკის პრეზიდენტებისგან. დაასახელეთ ეს ქმედება.
პასუხი: დაფიცება კომენტარი: ჰერბერტ ჰუვერმა მხოლოდ დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტის ფიცი. ბმული: http://moazrovne.net/q/1387პასუხი -
როდესაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები გამართულად თამაშობს, კომენტატორები მას ისევე მოიხსენიებენ, როგორც ჰქვია მეოცე საუკუნის ერთერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს.
პასუხი: მექანიკური ფორთოხალი კომენტარი: ჰოლანდიის ნაკრები ყოველთვის ნარინჯისფერი (ფორთოხლისფერი) ფორმით თამაშობს. ბმული: http://moazrovne.net/q/1388პასუხი -
2009 წელს გამოვიდა წიგნი ვინმე ჯონ დევიდის ავტორობით, რომლის სათაურში გვხვდება ფრაზა „60 წლის შემდეგ“. წიგნში მოთხრობილია 76 წლის მაწანწალას შესახებ. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: ჰოლდენ კოლფილდი კომენტარი: ჯონ დევიდის ინიციალები ემთხვევა სელინჯერის ინიციალებს (JD). წიგნში მოთხრობილია მოხუცებული კოლფილდის შესახებ. ბმული: http://moazrovne.net/q/1389პასუხი -
დანიის ცენტრში, მცირე ქალაქ ბილუნდში არის არაჩვეულებრივი პარკი. 100000 კვ. მეტრის ტერიტორიის ფართობზე გადაჭიმულია მინი ქვეყანა სასახლეებით, სახლებით, გემებით, მატარებლებით, და ავტომანქანებით და ეს ყველაფერი გაკეთებულია 44 მილიონი... შეკითხვა: რისგან?
პასუხი: ლეგოს კუბიკისგან ბმული: http://moazrovne.net/q/1390პასუხი
- პაკეტის კომენტარები: