შეკითხვა #1452
-
1949 წლის დეკემბერში მთელმა საბჭოთა ქვეყანამ ზარზეიმით აღნიშნა სტალინის დაბადების 70 წლისთავი. ალბათ არ დარჩენილა ისეთი ქვეყანა, რომლიდანაც სტალინისთვის სამახსოვრო საჩუქრები არ გამოეგზავნათ.
მოსკოვის ერთ-ერთმა ტრიკოტაჟის ფაბრიკამ ამ თარიღის აღსანიშნავად გამოუშვა ნაწარმის 3000 ერთეული ზედ სტალინის გამოსახულებით. თითოეული მათგანის ფართობი 900 კვადრატული სანტიმეტრი იყო. ნიმუში 20 დეკემბერს სტალინს წარუდგინეს, რის შემდეგაც სტალინის ბრძანებით მთელი პარტია ამოიღეს სავაჭრო ქსელიდან და გაანადგურეს, სტალინისთვის წარდგენილი ერთადერთი ნიმუში კი ახლა მისი სახელობის ერთ-ერთი მუზეუმის უნიკალური ექსპონატია. რა ნივთი წარუდგინეს სტალინს?პასუხი: ცხვირსახოცი. წყარო: გურამ კახიძე - „იოსებ სტალინი“ გვ. 109-110 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1452 გაზიარება:პასუხი