თბილისის 42-ე ჩემპიონატი
VI ტური
III ლიგა
29 მაისი, 2011
-
ბრიტანელი კომიკოსის, კენ დოდის თქმით ჰონოლულუ იდეალური ადგილია დასვენებისთვის. იქ ყველაფერია - აცხადებს კენი - ქვიშა ბავშვებისთვის, მზე - ცოლისთვის და ზვიგენები... ვისთვისაა განკუთვნილი ზვიგენები დოდის აზრით?
პასუხი: სიდედრისთვის წყარო: К.В. Душенко. Афористикон, или Самый толковый словарь ბმული: http://moazrovne.net/q/1441პასუხი -
უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, სამი წლის ბავშვისთვის ეს 12-ის ტოლია. 6 წლისასთვის - 10, ზრდასრულ ადამიანს 7-8-ც ყოფნის. რა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ეს მაჩვენებელი ნულზე ჩამოდის?
პასუხი: უძილობა (ინსომნია) კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ძილის ხანგრძლივობა საათებში წყარო: "Древо познания", N 31 ბმული: http://moazrovne.net/q/1442პასუხი -
ძველ რუსები ბნელი ძალებისგან თავდასაცავად შესასვლელი კარის წინ მარცვლებს ყრიდნენ. ითვლებოდა, რომ ბოროტი სული შეჩერდებოდა და მარცვლების აკრეფას დაიწყებდა, ბოლოს დაიღლებოდა და სახლში შესვლის განზრახვაზე ხელს აიღებდა. რას ხატავდნენ იმავე ეფექტის მისაღებად კარის წინ ძველი რომაელები?
პასუხი: ლაბირინთს წყარო:- Е. Левкиевская. Мифы русского народа. — М.: Астрель, АСТ, 2002
- Ф.Р. Патури. Величайшие чудеса и загадки нашего мира. — М.: БММ АО, 2000. — С. 112
პასუხი -
იაპონურ ენაში ეს ორი იეროგლიფისგან შედგება და იკითხება, როგორც ტენ-დზი, სადაც ტენ ნიშნავს წერტილს, ხოლო დზი - ასოს ან სიმბოლოს. პირველი წიგნი, რომელიც ამას შეიცავდა, 1837 წელს გამოვიდა. დაასახელეთ ეს მაქსიმალურად ზუსტად, 2 სიტყვით.
პასუხი: ბრაილის შრიფტი. (ბრაილის ანბანი) წყარო:- Учим японские иероглифы. — М.: Лань, 2000. — С. 72
- БЭС, 1998. — С. 151
- Д. Уиндем. День триффидов
პასუხი -
გამოიცანით მადაგასკარზე გავრცელებული გამოცანა: შეუბერავ - მოკვდება, შეუბერავ - გაცოცხლდება.
პასუხი: ცეცხლი ბმული: http://moazrovne.net/q/1445პასუხი -
ჩრდილოეთში უპირატესობას ანიჭებენ პენნეს (ბუმბულებს), სამხრეთით - ფუზილლისა (სპირალებს) და ლინგვინეს (ენებს). ცენტრში კი თასმები (შნურები) ურჩევნიათ ყველაფერს. დაასახელეთ შვიდასოიანი სახელი, რომლითაც მოიხსენიებენ ამ თასმებს.
პასუხი: სპაგეტი კომენტარი: ჩამოთვლილი იყო მაკარონის სახეობები. წყარო: "Наука и Жизнь", 2005, N 2 ბმული: http://moazrovne.net/q/1446პასუხი -
კანადელი მწერალი, იან მარტელი ვეფხვის კბილების აღწერისას ახსენებს ორ სიტყვას, რომლებიც ორი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ორივე.
პასუხი: სტალაქტიტი, სტალაგმიტი. წყარო:- www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=3&am
- Yann Martel – Life of Pi
პასუხი -
ფილმში „ცხოვრება ადამიანების შემდეგ“ ვისმენთ ფრაზას: „ადამიანების გაქრობიდან სამი დღის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდება შეწყდა და მომღერალი მადონა X-ის გუბედ იქცა“. რის გუბედ იქცა მადონა?
პასუხი: ცვილის კომენტარი: კონდიციონერებმა მუშაობა შეწყვიტეს და ცვილის ფიგურებმა დნობა იწყეს. წყარო: ტელესერიალი "Жизнь после людей", მე-2 სერია ბმული: http://moazrovne.net/q/1448პასუხი -
„...და მოედება მხეცი მიწას და გამრავლდება იგი ლეგიონამდე. და განაცხადებს იგი ახალი დროის დადგომას და ცეცხლის ბორბალს შესწირავენ მსხვერპლს ეშმაკურად, ვითარცა მელიები. და ააშენებენ მელიები ახალ სამყაროს, ვითარცა იყო ნაწინასწარმეტყველები წმინდა წიგნში.“ ჩვენ არ გეკითხებით, თუ საიდან მოვიყვანეთ ციტატა. გვიპასუხეთ სიტყვით, თუ რაზეა საუბარი ტექსტში, თუკი გეტყვით, რომ ამჟამად ის ყველაზე გამოყენებადია მსოფლიოში.
პასუხი: Mozilla Firefox (ჩაითვლება აზრობრივად სწორი ყველა პასუხი) კომენტარი: საქმე იმაშია, რომ მოზილას ბრაუზერების სხვადასხვა ვერსიების მისამართების ველში about:mozilla-ს ჩაწერისას ეკრანზე „მოზილას სახარების“ ნაწყვეტებს ვხედავთ. ტექსტში ნახსენები იყო ცეცხლი და მელია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1449პასუხი -
Bow Whisk Orchestra, Switch or Break Show, Threat Mix, Exit Mr. Hat. ჩამოთვლილია მეოცე საუკუნეში გამოსული ერთ-ერთი საკულტო ფილმისთვის დაწერილი რამდენიმე კომპოზიციის სათაური. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: მატრიცა (The Matrix) კომენტარი: პირველი ორი ტრეკის სათაური ძმები ვაჩოვსკების ანაგრამაა (Wachowski Brothers), ხოლო ბოლო ორი ტრეკი - The Matrix-ის ანაგრამა. წყარო: www.imdb.com/title/tt0133093/trivia ბმული: http://moazrovne.net/q/1450პასუხი -
რას უწოდა ვიქტორ პელევინის რომანის ერთ-ერთმა პერსონაჟმა „სულიერ ნაგავსაყრელზე გამავალი სარკმელი“?
პასუხი -
1949 წლის დეკემბერში მთელმა საბჭოთა ქვეყანამ ზარზეიმით აღნიშნა სტალინის დაბადების 70 წლისთავი. ალბათ არ დარჩენილა ისეთი ქვეყანა, რომლიდანაც სტალინისთვის სამახსოვრო საჩუქრები არ გამოეგზავნათ.
მოსკოვის ერთ-ერთმა ტრიკოტაჟის ფაბრიკამ ამ თარიღის აღსანიშნავად გამოუშვა ნაწარმის 3000 ერთეული ზედ სტალინის გამოსახულებით. თითოეული მათგანის ფართობი 900 კვადრატული სანტიმეტრი იყო. ნიმუში 20 დეკემბერს სტალინს წარუდგინეს, რის შემდეგაც სტალინის ბრძანებით მთელი პარტია ამოიღეს სავაჭრო ქსელიდან და გაანადგურეს, სტალინისთვის წარდგენილი ერთადერთი ნიმუში კი ახლა მისი სახელობის ერთ-ერთი მუზეუმის უნიკალური ექსპონატია. რა ნივთი წარუდგინეს სტალინს?პასუხი: ცხვირსახოცი. წყარო: გურამ კახიძე - „იოსებ სტალინი“ გვ. 109-110 ბმული: http://moazrovne.net/q/1452პასუხი -
სტივი უონდერისა და პოლ მაკკარტნის სიმღერაში ვხვდებით ტექსტს, რომელიც ასე ჟღერს: რატომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ჰარმონიაში, გვერდიგვერდ, როგორც აბანოზის ხემ (ebony - შავი ხე) და სპილოს ძვალმა, როგორც აქ? მაშ, სად თანაარსებობენ ჰარმონიულად სპილოს ძვალი და შავი ხე?
პასუხი: პიანინოს კლავიატურაზე (პიანინოზე, ფორტეპიანოზე) წყარო: www.project80s.com/lyrics/song-lyrics.php?song=ebo ბმული: http://moazrovne.net/q/1453პასუხი -
პრეპარატ „დიგიტალისით“ მოწამლული ადამიანი ყველაფერს ყვითელ ფერებში ხედავს. ელიზაბეტ პიტერსი თავის რომანში ამ სიმპტომების აღწერისას ახსენებს ერთ მითოლოგიურ პერსონაჟს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: მიდასი. კომენტარი: ყველაფერი, რასაც მიდასი ეხებოდა, ოქროდ იქცეოდა. წყარო: Э. Питерс. Напиши мне про любовь ბმული: http://moazrovne.net/q/1454პასუხი -
უკრაინული ლეგენდის თანახმად, შარკანს, მრავალთავიან მფრინავ გველს, რომელიც ადამიანებითა და ცხოველებით იკვებება, შეუძლია იქსიც კი გადაყლაპოს. ითვლებოდა, რომ შარკანმა იქსი 1914 წლის ზაფხულშიც გადაყლაპა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით იქსი?
პასუხი: მზე კომენტარი: 1914 წლის აგვისტოში მოხდა მზის დაბნელება. წყარო: www.istrodina.com/rodina_articul.php3?id=220&n ბმული: http://moazrovne.net/q/1455პასუხი
- პაკეტის კომენტარები: