შეკითხვა #1455
-
უკრაინული ლეგენდის თანახმად, შარკანს, მრავალთავიან მფრინავ გველს, რომელიც ადამიანებითა და ცხოველებით იკვებება, შეუძლია იქსიც კი გადაყლაპოს. ითვლებოდა, რომ შარკანმა იქსი 1914 წლის ზაფხულშიც გადაყლაპა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით იქსი?
პასუხი: მზე კომენტარი: 1914 წლის აგვისტოში მოხდა მზის დაბნელება. წყარო: www.istrodina.com/rodina_articul.php3?id=220&n პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1455 გაზიარება:პასუხი