შეკითხვა #1507
-
სერიალ „ვარსკვლავური კარიბჭის“ სიუჟეტი ჩვენს დროში ვითარდება. მისი პერსონაჟია საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსი, როდნი მაკკეი, რომლის კომპიუტერზეც პაროლი ასე გამოიყურება: „164318791968“ (ათას-ექვსას-ორმოცდა-სამი, ათას-რვაას-სამოცდაცხრამეტი, ათას-ცხრაას-სამოცდარვა). ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი მეცნიერია ჩაშიფრული ამ პაროლში?
პასუხი: ნიუტონი, აინშტაინი, მაკკეი კომენტარი: ტყუილად არ იყო ნათქვამი, რომ მაკკეი საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსია, მასში ნიუტონის, აინშტაინის და თავად მაკკეის დაბადების წლებია ჩაშიფრული. წყარო: სერიალი „ვარსკვლავური კარიბჭე: ატლანტიდა“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1507 გაზიარება:პასუხი