თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
სუპერ ლიგა
9 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1486 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ 1970-იან წლებში გამოჩნდა ფილმები „ყბები“ და „ეგზორცისტი“, რომლებსაც სტატიის ავტორმა ბლოკბასტერების ეპოქის იქსები უწოდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად იქსი 1970-იან წლებში შექმნილი ფილმია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პირველი მერცხალი კომენტარი: “ყბები” და “ეგზორცისტი” ერთ-ერთი პირველი ბლოკბასტერები იყო. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1486პასუხი -
1922 წლის 14 ნოემბერს ერთმა ცნობილმა ადამიანმა ლონდონში გააგზავნა დეპეშა, რომელშიც სულ 1 სიტყვა - „ევრიკა“ - ეწერა. არ გეკითხებით ცნობილ ადამიანს, დაასახელეთ ქვეყანა, საიდანა მან გააგზავნა დეპეშა.
პასუხი: ეგვიპტე კომენტარი: ეს იყო ჰოვარდ კარტერი და იგი ამით იუწყებოდა, რომ იპოვა ტუტანხამონის აკლდამა. წყარო: "Проклятие фараонов", 10.06.2009, Россия ბმული: http://moazrovne.net/q/1487პასუხი -
შეკითხვა #1488 © დარია ეზერინა
თანამედროვე საბერძნეთში მრავალ ოჯახში შემორჩენილია დარიგებულ მასალაზე გამოსახული ქალის ფიგურის შექმნის ტრადიცია. გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალს ბერძნები სასტიკად უსწორდებიან და გვიპასუხეთ: რას აღნიშნავს ამ ქალბატონის ყველა ფეხი ერთად? (მიიღება ზუსტი პასუხი).პასუხი: დიდმარხვას კომენტარი: ეს ერთგვარი კალენდარია. ბერძნები დიდმარხვის დროს, კვირაში ერთ ფეხს აგლეჯენ ქალს და შვიდივე ფეხის მოგლეჯის შემდეგ ისინი ზეიმობენ აღდგომას. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1488პასუხი -
შეკითხვა #1489 © ევგენი გრომოვი
ერთ ჰოლივუდურ კარიკატურაზე გამოსახულია მილოშ ფორმანი, რომელიც სთავაზობს სტალონეს და შვარცენეგერს აირჩიონ თუ რომელი დიდი კომპოზიტორის როლი სურთ მის ფილმში. სტალონე პასუხობს: „I wanna be Mozart”, შვარცენეგერი კი ამბობს: „In that case…” ყურადღება შეკითხვა: დაასრულეთ შვარცენეგერის რემარკა.
პასუხი: I will be Bach კომენტარი: ცნობილია არნოლდ შვარცენეგერის კინოგმირის ფრაზა: I will be back, რისი ალუზიაცაა მოცემული ამ კარიკატურაში. I will be back არ ითვლება! წყარო: my.opera.com/JanetB/albums/showpic.dml?album=44471 ბმული: http://moazrovne.net/q/1489პასუხი -
შეკითხვა #1490 © ვახტანგ ელერდაშვილი
სერგო ფარაჯანოვი მას ჰარმონიულობის სიმბოლოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ის გარდა ვიტამინებისა უსაზღვრო გრაციოზულობას შეიცავს, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ისე, რომ არ დაუკარგავს ანტიკური სილამაზის ძალა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებ საუბრობდა ასე ფარაჯანოვი?
პასუხი: ბროწეული კომენტარი: ეს სიმბოლო სერგო ფარაჯანოვს გამოყენებული აქვს ფილმში საიათნოვას შესახებ სახელწოდებით „ბროწეულის ფერი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1490პასუხი -
შეკითხვა #1491 © ვახტანგ ელერდაშვილი
შეკითხვის ავტორმა შენიშნა, რომ თუ წინსართს „ანტი“ დავურთავთ ერთ შავიზღვისპირა კურორტს, მაშინ ეს წინსართი ამ შავიზღვისპირა კურორტს უფრო სიძველეს შემატებს, ვიდრე საწინააღმდეგო ელფერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შავიზღვისპირა კურორტი.
პასუხი: კვარიათი კომენტარი: „ანტიკვარიათი“ უფრო სიძველეზე მიუთითებს და მას „საწინააღმდეგო“ ელფერს არ სძენს. ბმული: http://moazrovne.net/q/1491პასუხი -
შეკითხვა #1492 © ალექსეი ნაძიოჟნი
პიოტრ ვაილი წერს, რომ ნობელის პრემიის კომიტეტმა ხორხე ლუის ბორხესს არ აპატია ეს აუგუსტო პინოჩეტთან. მუსლიმანურ ქვეყნებში ეს იკრძალება ოფიციალურ დონეზე მამაკაცებსა და ქალებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომელმაც ეს თავის სიმბოლოდ და ფილოსოფიად აქცია.
პასუხი: ნოკია კომენტარი: ეს არის ხელის ჩამორთმევა. ნოკიას დევიზი კი არის: Connecting People, ხშირად ნოკიის ლოგოებზე და რეკლამებზე დევიზის ქვეშ გამოსახულია ხელის ჩამორთმევა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1492პასუხი -
შეკითხვა #1493 © ივან სემუშინი
1983 წელს აღმოაჩინეს განათხარი ცხოველი, პრიმიტიული დეინოცეფალი, რომელსაც ივანტოზავრი დაარქვეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი და გვარი მეცნიერისა ვის საპატივსაცემოდაც უწოდეს ამ ცხოველს ასეთი სახელი?
პასუხი: ივან ეფრემოვი კომენტარი: რუსი ფანტასტი ივან ეფრემოვი ამავდროულად პალეონტოლოგიც იყო. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Ивантозавр ბმული: http://moazrovne.net/q/1493პასუხი -
შეკითხვა #1494 © ანდრეი ოსტროვსკი
1961 წელს ანიმალისტმა მოყვარულმა მხატვარმა პიტერ სკოტმა აღნიშნა, რომ შავ-თეთრი ლოგოტიპი აღქმის და ბეჭდვის თვალსაზრისით ადვილი იქნებოდა. დაასახელეთ ორგანიზაცია, რომლის დამაარსებელიცაა პიტერ სკოტი.
პასუხი: WWF კომენტარი: ყველასათვის ცნობილ ლოგოტიპზე გამოსახულია შავ-თეთრი პანდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1494პასუხი -
შეკითხვა #1495 © იანის ცეცერუკი
ვიკიპედიის ინფორმაციით მათი პირველი მასიური წარმოება დაიწყო კარლ ცაისმა XIX საუკუნეში. თანამედროვე მსოფლიოში მათი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დაახლ. 125 მილიონია, რომელთა უმრავლესობასაც ახალგაზრდები შეადგენენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: საკონტაქტო ლინზები კომენტარი: კარლ ცაისი გერმანელი ინჟინერი იყო, რომელიც ოპტიკური პროდუქციითაა ცნობილი. საკონტაქტო ლინზებს ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Контактные_линзы ბმული: http://moazrovne.net/q/1495პასუხი -
ტრაგედიაში „რიჩარდ III” უილიამ შექსპირი იყენებს მეტაფორას და წერს, რომ რიჩარდ გლოსტერმა დანა ალესა გააგზავნა რა მკვლელები საკუთარი ძმიშვილების მოსაკლავად. ყურადღება შეკითხვა: რა გამოიყენა სალესად რიჩარდმა შექსპირის თანახმად?
პასუხი: საკუთარი გული კომენტარი: ამით შექსპირი მიანიშნებს იმაზე, რომ როჩარდ გლოსტერს ქვის გული ჰქონდა. ჩათვლა: ქვის გული. წყარო: უილიამ შექსპირი, რიჩარდ III ბმული: http://moazrovne.net/q/1496პასუხი -
შეკითხვა #1497 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჩაიწერეთ ამონარიდი ერთი რუსულენოვანი სამოგზაურო სტატიიდან: „«Кошки» достигают 25 метров в высоту“. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქვეყანაში მოგზაურობას ეძღვნება ეს სტატია?
პასუხი: საქართველო კომენტარი: სიტყვა «Кошки» ჩასმულია ბრჭყალებში და ის აღნიშნავს არა კატებს, არამედ - კოშკებს. სტატია სვანეთში მოგზაურობას ეძღვნება. წყარო: vs-t.ru/roskoshnoj-gruzii-doliny/ ბმული: http://moazrovne.net/q/1497პასუხი -
შეკითხვა #1498 © სერაფიმ შიბანოვი
თეატრმცოდნეების განმარტებით მე-18 საუკუნის რუსეთში ამ ადგილს უწოდებდნენ „თეატრს“, სადაც „წარმოდგენილ“ სანახაობას უბრალო ხალხი ბუზივით ეხვეოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრანგული წარმოშობის სიტყვა, რომლითაც ამ ადგილს მოიხსენიებენ ახლა.
პასუხი: ეშაფოტი კომენტარი: ლაპარაკია ადგილზე, სადაც სრულდებოდა ადამიანების სიკვდილით დასჯა. წყარო:- dic.academic.ru/dic.nsf/lower/19459
- Соротокина Н. Трое из навигацкой школы, или Гардемарины, вперед! – Мн, 1992. – С. 193.
პასუხი -
შეკითხვა #1499 © ალექსანდრე ვედეხინი
1785 წელს ლუდსახარშის მეპატრონემ, სემუელ უიტბრედმა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეკითხვა დაუსვა მის სტუმარს: ჩემი სამოსახლოს რამდენი ბინადრის გამოკვება აღარ მომიწევს? ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო სემუელ უიტბრედის სტუმარი?
პასუხი: უატი კომენტარი: უიტფრედმა ჯეიმს უატს ჰკითხა: რამდენი ცხენის გამოკვება აღარ მომიწევსო. პირველი ორთქლის მანქანის სიმძლავრე 24 ცხენისძალა იყო, რომელიც სემუელ უიტბრედის ლუდსახარშში დაიდგა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Уатт,_Джеймс ბმული: http://moazrovne.net/q/1499პასუხი -
შეკითხვა #1500 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელზეც შეკითხვის ავტორმა შავი მართკუთხედით დაფარა სამი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს სამი ასო თქვენს ფურცლებზე.პასუხი: OMG კომენტარი: იშიფრება როგორც Oh My God (ო, ღმერთო ჩემო). ჩათვლა: ოღჩ წყარო: www.digit.ru/caricature/20110404/381506746-print.h ბმული: http://moazrovne.net/q/1500პასუხი -
შეკითხვა #1501 © ვახტანგ ელერდაშვილი
1995 წელს ლონდონში ამ სამხრეთამერიკელის ნახტომს ტელეკომენტატორებმა „მორიელის დარტყმა“ უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სამხრეთამერიკელი.
პასუხი: რენე იგიტა კომენტარი: უემბლიზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაშში, კოლუმბიელმა მეკარემ, რენე იგიტამ ბურთი ნახტომში უკნიდან ფეხებით მოიგერია. წყარო: www.youtube.com/watch?v=B0bSvDkXqhw ბმული: http://moazrovne.net/q/1501პასუხი -
შეკითხვა #1502 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჩაიწერეთ აფორიზმი, რომელშიც ჩვენ ერთი ზედსართავი მისი სინონიმით შევცვალეთ: "ცხოვრება რთულია: ის შედგება ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილებისაგან". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ შეცვლილი ზედსართავი.
პასუხი: კომპლექსური კომენტარი: კომპლექსური რიცხვი შედგება ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილებისაგან. რთული კომპლექსურის სინონიმია. წყარო: bars-minsk.narod.ru/an.html ბმული: http://moazrovne.net/q/1502პასუხი -
შეკითხვა #1503 © ალექსეი ნაძიოჟნი
ერთ სტატიაში ეს ქალბატონი შედარებულია გამრჯე და შრომისმოყვარე ფუტკართან, რომელიც საკუთარ სახლს აშენებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალბატონი.
პასუხი: მადამ ტიუსო კომენტარი: მადამ ტიუსო ფუტკარივით ცვილისგან ქმნიდა საკუთარ ფიგურებს. ფუტკრები სკებს ცვილისგან აგებენ. წყარო: www.herpes.ru/ws/ww/tusso.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1503პასუხი -
შეკითხვა #1504 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფრანგი იმპრესიონისტი, ედუარ მანე თავის მეგობარ ფოტოგრაფს მოიხსენიებდა სამსიტყვიანი ფრაზით, რომელიც თარგმანში ერთი ასოთი განსხვავდება ქართული მხატვრული ფილმის სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?
პასუხი: ჩემი მეგობარი ნოდარი კომენტარი: ედუარ მანე თავის მეგობარს, ფელიქს გასპარ ტურნაშონს, იგივე ნადარს მოიხსენიებდა როგორც Mon ami Nadar („ჩემი მეგობარი ნადარი“). 1967 წელს დავით რონდელმა გადაიღო ფილმი „ჩემი მეგობარი ნოდარი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1504პასუხი -
შეკითხვა #1505 © სერაფიმ შიბანოვი
ჩაიწერეთ: მესამეს ეწოდება „სიზმრების ომი“, მეოთხეს - „ძილის მეუფე“, მეხუთეს კი - „სიზმრების პირმშო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მამაკაცის სახელი, რომელიც ფიგურირებს მეორეში და მეექვსეში.
პასუხი: ფრედი კომენტარი: პირველს ერქვა „კოშმარი თელების ქუჩაზე“. საუბარია ფრედი კრიუგერის შესახებ არსებულ ორიგინალურ სერიებზე, რომელთა რაოდენობა 1984-1989 წლებში იყო სულ ექვსი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Фредди_Крюгер ბმული: http://moazrovne.net/q/1505პასუხი -
შეკითხვა #1506 © ანდრეი გრამატიკი
წიგნში „მესამე რაიხის აღმასვლა და დაცემა“ უილიამ შირერი წერს: „ჰიტლერი შეპყრობილი იყო ამ ორი ქალაქის დაპყრობის იდეით, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ თუკი დაეცემოდა კომუნიზმის ეს ორი ბურჯი, მაშინ დაეცემოდა რუსეთიც“ ყურადღება შეკითხვა: რომელ ორ ქალაქს უწოდებდა ადოლფ ჰიტლერი კომუნიზმის ორ ბურჯს?
პასუხი: ლენინგრადს და სტალინგრადს კომენტარი: კომუნიზმის ორი ბურჯი ლენინი და სტალინი იყო, შესაბამისად ქალაქებიც ლენინგრადი და სტალინგრადია.
ჩათვლა: სანკტ-პეტერბურგი და ვოლგოგრადი. წყარო: bookz.ru/authors/6irer-uil_am/shirer2/page-28-shir ბმული: http://moazrovne.net/q/1506პასუხი -
შეკითხვა #1507 © დმიტრი რუტშტეინი
სერიალ „ვარსკვლავური კარიბჭის“ სიუჟეტი ჩვენს დროში ვითარდება. მისი პერსონაჟია საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსი, როდნი მაკკეი, რომლის კომპიუტერზეც პაროლი ასე გამოიყურება: „164318791968“ (ათას-ექვსას-ორმოცდა-სამი, ათას-რვაას-სამოცდაცხრამეტი, ათას-ცხრაას-სამოცდარვა). ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი მეცნიერია ჩაშიფრული ამ პაროლში?
პასუხი: ნიუტონი, აინშტაინი, მაკკეი კომენტარი: ტყუილად არ იყო ნათქვამი, რომ მაკკეი საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსია, მასში ნიუტონის, აინშტაინის და თავად მაკკეის დაბადების წლებია ჩაშიფრული. წყარო: სერიალი „ვარსკვლავური კარიბჭე: ატლანტიდა“. ბმული: http://moazrovne.net/q/1507პასუხი -
შეკითხვა #1508 © ანდრეი უშაკოვი
თუ სანდო წყაროებს ვენდობით, მე-14 საუკუნის ინგლისში არისტოკრატები წერილებზე გამოსახავდნენ იქსს, რათა გაეფრთხილებინათ კურიერები თუ რა ელოდათ მათ წერილის დაკარგვის შემთხვევაში. იქსი ფიგურირებს მე-19 საუკუნეში შექმნილი ქართული ნაწარმოების სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სახრჩობელა კომენტარი: მოთხრობა „სახრჩობელაზედ“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Виселица_(почта)
- lemill.net/lemill-server/methods/10d810da10d810d0-
- Соркин Е.Б. Гонец скачет по полям.- М., 1977. – С. 128
პასუხი -
შეკითხვა #1509 © გრიგორი პაპაიანოვი
ერთხელ პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი მწერალ ვასილი აქსიონოვთან პირად საუბარში არ დაეთანხმა აზრს, რომლის თანახმადაც მთელი რუსული ლიტერატურა გოგოლის „შინელიდან“ გამოვიდა. ვოზნესენსკიმ ამის საპირისპიროდ აქსიონოვს უთხრა: „მე გამოვედი მარჯვენადან, შენ კი - მარცხენადან“. ყურადღება შეკითხვა: მარჯვენა და მარცხენა რას გულისხმობდა რუსი პოეტი?
პასუხი: ცხვირის ნესტო კომენტარი: ვოზნესენსკის აზრით მთელი რუსული ლიტერატურა გამოვიდა არა „შინელიდან“, არამედ გოგოლის მეორე ნაწარმოებიდან „ცხვირიდან“. წყარო: Василий Аксёнов: Я московский эмигрант. – "Российская газета" - Черноземье N 3890 от 4 октября 2005 г. ბმული: http://moazrovne.net/q/1509პასუხი -
შეკითხვა #1510 © ანდრეი სმეტანინი
როდესაც ფრენკ ბაუმის ნაწარმოების პერსონაჟს ჰკითხეს, რატომ დაარქვა კატას ეს უცნაური სახელი, მან უპასუხა რომ კატა იპოვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კატის სახელი.
პასუხი: ევრიკა კომენტარი: „ევრიკა“ თარგმანში ნიშნავს „ვიპოვე“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1510პასუხი -
შეკითხვა #1511 © ანდრეი ოსტროვსკი
დიდი ბრიტანეთის ამ ქალაქს ჰქვია ისევე, როგორც ქალაქ ვორონეჟში მდებარე ოპტიკურ სალონს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბრიტანეთის ზემოხსენებული ქალაქი.
პასუხი: გლაზგო კომენტარი: глаз - რუსულად თვალია. წყარო: gid.allvrn.ru/rubric/firm/id/15659/ ბმული: http://moazrovne.net/q/1511პასუხი -
შეკითხვა #1512 © მიხაილ მელნიკოვი
მოცემულ სურათზე თქვენ ხედავთ ქალთევზას ქანდაკებას, რომელიც ბალტიის ზღვაში ჩაძირული ჯავშნოსნის საპატივსაცემოდ დაიდგა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა არის შეცვლილი ამ შეკითხვაში?პასუხი: მოცემული სურათი კომენტარი: საუბარია ქალთევზას ქანდაკებაზე ტალინში და არა კოპენჰაგენში მდებარე ძეგლზე, შესაბამისად სურათზე უნდა ყოფილიყო გამოსახული სხვა ძეგლი, ანუ შეკითხვაში შეცვლილია მოცემული სურათი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Русалка_(броненосец) ბმული: http://moazrovne.net/q/1512პასუხი -
შეკითხვა #1513 © ნინა სემუშინა
რომენ გარის რომანის მთავარი პერსონაჟი მხატვარია და რელიგიური თემატიკის სურათების შექმნითაა დაკავებული. მას სურს აშშ-ში გაემგზავროს, ვინაიდან ყურმოკვრით სმენია ახალი მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ მიმდინარეობას?
პასუხი: Pop-Art კომენტარი: მთავარი პერსონაჟს აერია და პოპ-არტი პოუპ-არტად აღიქვა. Pope ინგლისურად რომის პაპს ჰქვია. ჩათვლა: Pope-Art წყარო: რომენ გარი, „მშვიდობით გარი კუპერ“. ბმული: http://moazrovne.net/q/1513პასუხი -
შეკითხვა #1514 © ივან სემუშინი
მარსელ პრუსტის რომანის მთავარი პერსონაჟი თვლის, რომ სიამოვნება, რომელსაც ვიღებთ საყვარელ ადამიანთან ყოფნისას მჟღავნდება არა უშუალოდ ურთიერთობის მომენტში, არამედ განმარტოების ჟამს, ძილის წინ. ყურადღება შეკითხვა: რას ადარებს პრუსტი შეგრძნებებს, რომელიც ადამიანს უშუალოდ ურთიერთობის მომენტში უჩნდება?
პასუხი: ნეგატივებს კომენტარი: შემდეგ სიბნელეში განმარტოებით ამ ნეგატივებს (შეგრძნებებს) ვამჟღავნებთ და ვღებულობთ პოზიტივებს, ანუ ნამდვილ სურათს. წყარო: მარსელ პრუსტი, „შეღერებული გოგონების ჩრდილქვეშ“. ბმული: http://moazrovne.net/q/1514პასუხი -
შეკითხვა #1515 © ტატიანა ვოლკოვა
ერთი ხუმრობის თანახმად ჭეშმარიტმა ფიზიკოსმა, ან ქიმიკოსმა შვედურად უნდა იცოდეს მხოლოდ ეს სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა ქართულად.
პასუხი: მადლობა კომენტარი: შვედეთში გადასცემენ ნობელის პრებიას ფიზიკაში და ქიმიაში. წყარო: shelkmike.livejournal.com/6240.html ბმული: http://moazrovne.net/q/1515პასუხი -
შეკითხვა #1516 © სერგეი ლობაჩოვი
რამდენ ფერს განარჩევს რობოტი სახელწოდებით RuBot II შეკითხვის ავტორმა არ იცის. შესაძლოა ექვსს ან მეტს, თუმცა ამ რობოტს შეუძლია კონკრეტული ამოცანის შესრულება 18,2 წამში. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს ეს რობოტი 18,2 წამში?
პასუხი: აწყობს რუბიკის კუბს კომენტარი: სახელწოდებაც კი რობოტმა რუბიკის საპატივსაცემოდ მიიღო. წყარო: laughingsquid.com/rubot-ii-the-worlds-fastest-rubi ბმული: http://moazrovne.net/q/1516პასუხი -
შეკითხვა #1517 © ალექსეი შერედეგა
მარქსი ამბობდა: „ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ ადამიანის ინტერესები და მოგებაში დარჩებით“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ტომასის გვარი, რომელიც მარქსმა 1894 წელს გაიცნო.
პასუხი: სპენსერი კომენტარი: საუბარია არა კარლ მარქსზე არამედ მაღაზიების ქსელის, მარქსი და სპენსერის შემქმნელებზე, მაიკლ მარქსზე და ტომას სპენსერზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1517პასუხი -
შეკითხვა #1518 © ალექსეი შერედეგა
ინგლისელმა მწერალმა სტივენ ფრაიმ ინგლისელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის შესახებ იხუმრა, რომ მას აქვს სულ ორი სტილი, ამათგან პირველი ცოცხალი და ბუნებრივია, მეორე კი ცივი და გულგრილი. ყურადღება შეკითხვა: რას შეადარა სტივენ ფრაიმ დევიდ ჰოკნის პირველი სტილი და რას - მეორე?
პასუხი: ჰოკეის ბალახზე და ჰოკეის ყინულზე კომენტარი: ჰოკეი ჰოკნის თანაჟღერადია. წყარო: სტივენ ფრაი, „მატყუარა“. ბმული: http://moazrovne.net/q/1518პასუხი -
შეკითხვა #1519 © იური ჩეხოვიჩი
1997 წელს ცნობილი ნაწარმოების შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პლანეტა ვენერაზე ცხრა ახლად აღმოჩენილ კრატერს ზემოხსენებული ნაწარმოების პერსონაჟების სახელები უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცხრიდან ერთ-ერთის სახელი მაინც.
პასუხი: გიულჩატაი კომენტარი: საუბარია ფილმზე „უდაბნოს თეთრი მზე“, რომელსაც რუსი კოსმონავტები უყურებენ გაფრენის წინ. კრატერებს აბდულას ცოლების სახელები უწოდეს.
ჩათვლა: ზარინა, ჯამილა, გიუზელ, საიდა, ჰაფიზა, ზუხრა, ლეილა, ზულფია წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Белое_солнце_пустыни ბმული: http://moazrovne.net/q/1519პასუხი -
შეკითხვა #1520 © ივან სემუშინი
თავის რომანში „იქსი, ანუ ველური ცხოვრება“ მიშელ ტურნიე წერს, რომ სიტყვა „იქსი“ თანამედროვე ფრანგულში მომდინარეობს ქალღმერთ ვენერასგან, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ მთავარ პერსონაჟს იქსი ზღვის ტალღებიდან გამოეცხადა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და მთავარი პერსონაჟიც.
პასუხი: პარასკევა, რობიზონ კრუზო კომენტარი: პარასკევი ფრანგულად არის Vendredi და მომდინარეობს ქალღმერთი ვენერასგან, რომელიც ზღვის ქაფიდან იშვა. წყარო: მიშელ ტურნიე, „პარასკევა, ანუ ველური ცხოვრება“. ბმული: http://moazrovne.net/q/1520პასუხი -
შეკითხვა #1521 © ვალერი ლეონჩენკი
რობერტ პირი და ფრედერიკ კუკი აკეთებდნენ ამას მიზანმიმართულად და შეგნებულად. აი, რუალ ამუნდსენი და რობერტ სკოტი კი ამას აკეთებდნენ იძულებით, მაშინ როცა არ გააჩნდათ სხვა ალტერნატივა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცნობილი მულტპერსონაჟი, რომელიც ასევე აპირებდა გაეკეთებინა ეს.
პასუხი: ტაბაკი კომენტარი: ტურას, სახელად ტაბაკის, კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზებულ მულტფილმში უნდოდა წასულიყო ჩრდილოეთით, ისევე როგორც ამას რობერტ პირი და ფრედერიკ კუკი აკეთებდნენ. ამუნდსენი და სკოტი კი მიდიოდნენ სამხრეთით და ისინი ჩრდილოეთით მოძრაობდნენ მაშინ, როცა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. წყარო: ru.wikiquote.org/wiki/Маугли_(мультфильм) ბმული: http://moazrovne.net/q/1521პასუხი -
შეკითხვა #1522 © ვახტანგ ელერდაშვილი
ქალაქ ლინცში ხეტიალისას შეკითხვის ავტორი წააწყდა ბილბორდს, რომელზედაც გამოსახული იყო ცნობილი ადამიანი სურათი. სურათის ქვეშ კი მიწერილი იყო ოთხი სიმბოლო: „1st1”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ადამიანი.
პასუხი: ალბერტ აინშტაინი კომენტარი: 1st1 გერმანულ წაკითხვაში გვაძლევს einstein-ს. ლინცი გერმანულენოვანი ქალაქია ავსტრიაში. ბმული: http://moazrovne.net/q/1522პასუხი -
შეკითხვა #1523 © ვახტანგ ელერდაშვილი
კოსმოსური პროგრამა „აპოლო 11“-ის ემბლემაზე გამოსახულია ფრინველი, რომელსაც კლანჭებში ზეთის ხილის რტო ჩაუბღუჯავს და ნარნარით ეშვება მთვარის ზედაპირზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრინველი.
პასუხი: თეთრთავა არწივი კომენტარი: თეთრთავა არწივი აშშ-ს ოფიციალური სიმბოლოა. მტრედი და ბიბლიური სიმბოლიკა არაფერ შუაშია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Apollo_11 ბმული: http://moazrovne.net/q/1523პასუხი -
შეკითხვა #1524 © ნიკოლაი კრაპილი
თქვენს წინაშეა ერთი ორგანიზაციის ლოგოტიპი. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ორგანიზაციას?პასუხი: ვიკილიქსი კომენტარი: როგორც ხედავთ წარმოდგენილ წყლის საათზე დედამიწიდან იჟონება წვეთები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციის სიმბოლოა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Wikileaks ბმული: http://moazrovne.net/q/1524პასუხი -
შეკითხვა #1525 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთი ამერიკელი იუმორისტის თანახმად, რა ეწოდება უალკოჰოლო სასმელს, რომელსაც კორპორაცია „კრაისლერის“ მუშები სვამენ ლანჩის დროს?
პასუხი: იაკოკა-კოლა კომენტარი: ლი იაკოკა „კრაისლერის“ CEO იყო მრავალი წლის განმავლობაში. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1525პასუხი -
შეკითხვა #1526 © ვახტანგ ელერდაშვილი
მიუხედავად ჰომოსექსუალიზმისა ამ მწერლის თაყვანისმცემლები მასში მაინც „ნამდვილ მამაკაცს“ ხედავენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერალი.
პასუხი: ტრუმენ კაპოტე კომენტარი: ისინი მის სახელს და გვარს წერენ როგორც True Man Capote წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1526პასუხი -
შეკითხვა #1527 © ანდრეი სმეტანინი
ნორვეგიის საავტომობილო გზებზე განლაგებული ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი ერთი ტიპისაა: ტრადიციულ წითელზოლიან სამკუთხედში თეთრ ფონზე გამოსახულია შავი ფიგურები: ირმის, ხარირმის, ცხენოსნის, მოთხილამურის და ა.შ. არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი, სადაც გამოყენებულია შავი ფონი, ფიგურა კი თეთრია. ყურადღება შეკითხვა: რას განასახიერებს ფიგურა?
პასუხი: თეთრ დათვს კომენტარი: თეთრ ფონზე თეთრი დათვის გამოსახვა ძნელია. თეთრი დათვები ნორვეგიაშიც ბინადრობენ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Road_signs_in_Norway ბმული: http://moazrovne.net/q/1527პასუხი -
შეკითხვა #1528 © ვახტანგ ელერდაშვილი
დუგლას ჰოფშტადტერი წერს, რომ ჩარლზის გამოგონებას, მანამდე შექმნილი ყველა სხვა მანქანისგან განსხვავებით, უნდა ჰქონოდა საწყობი და ფაბრიკა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული ჩარლზის გვარი.
პასუხი: ბებიჯი კომენტარი: ჩარლზ ბებიჯი არის პირველი გამომთვლელი მანქანის, ე.წ. „ანალიტიკური მანქანის“ იდეის ავტორი, რომელსაც მისი ჩანაფიქრით უნდა ჰქონოდა საწყობი (მეხსიერება) და ფაბრიკა (პროცესორი). წყარო: დუგლას ჰოფშტადტერი, „გიოდელი, ეშერი, ბახი“; ქვეთავი: „ბებიჯი, კომპიუტერები, ხელოვნური ინტელექტი“. ბმული: http://moazrovne.net/q/1528პასუხი -
შეკითხვა #1529 © ანა ბონდარენკო
ერთ იუმორისტულ მინიატურაში კუ გადაწყვეტს დაეზღვიოს და საამისოდ შეადგენს სადაზღვევო შემთხვევების სიას. მაგალითისთვის ამ სიაში არის „არწივის თავდასხმა“, „ზურგზე ამოყირავება“ და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იტალიელი, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ სიაში.
პასუხი: სუპერ მარიო კომენტარი: საუბარია კომპიუტერულ თამაშზე, სადაც სუპერ მარიო, იტალიელი სანტექნიკოსი კლავს კუებს ახტება რა მათ ბაკანზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1529პასუხი -
შეკითხვა #1530 © ნიკოლაი კრაპილი
ჰენრი ლაიონ ოლდი თავის ერთ-ერთ რომანში მოგვითხრობს ვიწრო კორიდორში გამართული ჩხუბის შესახებ. ინციდენტის აღწერისას იგი მოიხსენიებს „თბილ კარიბჭეს“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ „თბილი კარიბჭე“ ერთი სიტყვით.
პასუხი: თერმოპილე კომენტარი: ვიწრო კორიდორი ავტორმა თერმოპილეს ხეობას შეადარა, რომელსაც 300 სპარტელი იცავდა. „თერმოპილე“ ძველ ბერძნულად „თბილ კარიბჭეს“ ნიშნავს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1530პასუხი -
შეკითხვა #1531 © ნინა სემუშინა
ერთი თანამედროვე რუსი პოეტის ლექსში არის შემდეგი ტაეპი: „Я Вышел за презервативом.“ ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ცნობილი ფრაზისა, რომელიც ლექსში წინ უსწრებს ზემოხსენებულ ტაეპს.
პასუხი: ალექსანდრე ბლოკი კომენტარი: ასე გააგრძელა ამონარიდი - Ночь, улица, фонарь, аптека - ალექსანდრე ბლოკის ლექსიდან თანამედროვე პოეტმა. წყარო: www.litsovet.ru/index.php/material.read?material_i ბმული: http://moazrovne.net/q/1531პასუხი -
შეკითხვა #1532 © გლებ გარაშუკი
ევროვიზიის 2010 წლის კონკურსში ლენა ლანდრუტ-მაიერმა გაიმარჯვა. ამასთან დაკავშირებით სკეპტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ამაში მომღერალს მისი მფარველი დაეხმარა. სკეპტიკოსთა დასკვნაში გამოტოვებულია ერთი სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი: ანგელოზი კომენტარი: ლენა ლანდრუტ-მაიერი გერმანელია, შესაბამისად სკეპტიკოსებმა იეჭვეს რომ მას გამარჯვებაში მისი „მფარველი ანგელოზი“, ანგელა მერკელი დაეხმარა. ბმული: http://moazrovne.net/q/1532პასუხი -
შეკითხვა #1533 © ალექსანდრე შიროკოვი
1990 წლის 14 თებერვალს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერ 1“-მა ფოტო გადაუღო დედამიწას. ეს ფოტო ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „ფერმკრთალი ცისფერი იქსი“. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ თქვენს ფურცლებზე ის, რაც შეკითხვაში აღნიშნულია იქსით.
პასუხი: . (წერტილი) კომენტარი: ვოიაჯერ 1 მზის სისტემის გარეთ მდებარეობდა და რა თქმა უნდა დედამიწა იქიდან წერტილად მოჩანს. ეს იყო ტურის ბოლო კითხვა, რითიც ჩვენ წერტილი დავსვით. მიიღება მხოლოდ ის პასუხები, სადაც დასმულია წერტილი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Pale_Blue_Dot ბმული: http://moazrovne.net/q/1533პასუხი
- პაკეტის კომენტარები: