შეკითხვა #1509
-
ერთხელ პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი მწერალ ვასილი აქსიონოვთან პირად საუბარში არ დაეთანხმა აზრს, რომლის თანახმადაც მთელი რუსული ლიტერატურა გოგოლის „შინელიდან“ გამოვიდა. ვოზნესენსკიმ ამის საპირისპიროდ აქსიონოვს უთხრა: „მე გამოვედი მარჯვენადან, შენ კი - მარცხენადან“. ყურადღება შეკითხვა: მარჯვენა და მარცხენა რას გულისხმობდა რუსი პოეტი?
პასუხი: ცხვირის ნესტო კომენტარი: ვოზნესენსკის აზრით მთელი რუსული ლიტერატურა გამოვიდა არა „შინელიდან“, არამედ გოგოლის მეორე ნაწარმოებიდან „ცხვირიდან“. წყარო: Василий Аксёнов: Я московский эмигрант. – "Российская газета" - Черноземье N 3890 от 4 октября 2005 г. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1509 გაზიარება:პასუხი