შეკითხვა #1527
-
ნორვეგიის საავტომობილო გზებზე განლაგებული ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი ერთი ტიპისაა: ტრადიციულ წითელზოლიან სამკუთხედში თეთრ ფონზე გამოსახულია შავი ფიგურები: ირმის, ხარირმის, ცხენოსნის, მოთხილამურის და ა.შ. არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი, სადაც გამოყენებულია შავი ფონი, ფიგურა კი თეთრია. ყურადღება შეკითხვა: რას განასახიერებს ფიგურა?
პასუხი: თეთრ დათვს კომენტარი: თეთრ ფონზე თეთრი დათვის გამოსახვა ძნელია. თეთრი დათვები ნორვეგიაშიც ბინადრობენ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Road_signs_in_Norway პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1527 გაზიარება:პასუხი