შეკითხვა #1596
-
ჩიკაგოში მდებარე ერთი სასტუმროს ადმინისტრაცია სპეციალურ მანეკენს იყენებს, რომელსაც მოფერებით ლუდოვიკო XIV-ს ეძახიან. მანეკენს განსაზღვრულ შემთხვევებში სუფრასთან სვამენ ხოლმე, დანარჩენ სტუმრებთან ერთად და ჩვეულებრივი ადამიანივით ემსახურებიან. 1 წუთის შემდეგ მითხარით, რა შემთხვევაში სვამენ მანეკენს მაგიდასთან?
პასუხი: თუკი სუფრასთან 13 ადამიანი ზის. კომენტარი: აი ასეთი ცრუმორწმუნეები არიან ჩიკაგოელები + შეკითხვა მეცამეტე იყო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1596 გაზიარება:პასუხი