თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
III ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა: ფილიპეს დამსახურებაა, რომ მე ვცხოვრობ, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ვცხოვრობ ღირსეულად. ვისზე საუბრობდა მაკედონელი?
პასუხი: არისტოტელეზე კომენტარი: ფილიპე მისი მამა იყო, არისტოტელე კი - მასწავლებელი ბმული: http://moazrovne.net/q/1584პასუხი -
2010 წელს ესპანეთში უცნაური ჩემპიონატი ჩატარდა. ეკვადორელი გამარჯვებული შეჯიბრის დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა . მისი იქსი 70 დეციბალს შეადგენდა. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი!
პასუხი: ხვრინვა. წყარო: www.msnbc.msn.com/id/39816469/ns/world_news-weird_ ბმული: http://moazrovne.net/q/1585პასუხი -
თანამედროვე ისლანდიელი დიზაინერები სუვენირების დასამზადებლად ორ კოლექციონერულ ჰობის აერთიანებენ. იღებენ ძველ საფოსტო მარკას, უკეთებენ ლამინირებას, შემდეგ კი მასზე ამაგრებენ ამას. რას ამაგრებენ მაგნიტზე ისლანდიელები?
პასუხი: მაგნიტს. კომენტარი: ამით ისინი მარკების და მაცივრების მაგნიტების შეგროვებას აერთიანებენ წყარო: GEO Traveller 2010, N 25 ბმული: http://moazrovne.net/q/1586პასუხი -
თანამედროვე მაიმუნების ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად იცვლება ადამიანების დამოკიდებულება მათ მიმართ. აშშ-ში ხშირად მსჯელობენ მათი უფლებების შესახებ. 1999 წელს შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის მაიმუნებთან სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. მათი დევიზი შემდეგნაირად ჟღერს: „მაიმუნებიც ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, ოდესმე გადაიქცევიან ადამიანებად.“ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით მაიმუნი?
პასუხი -
პოლ გოგენმა მას „მაქმანებიანი ლითონის გოთიკა“ უწოდა. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ 2 სიტყვა, რომლითაც ჩვენ ამას მოვიხსენიებთ.
პასუხი -
1897 წელს ინდიანას შტატის ასსამბლეამ დაამტკიცა ბილი N 246, რომლის თანახმადაც ეს ოთხს უდრიდა. ამის მიუხედავად დღეს ყველამ იცის, რომ ეს უდრის.. რამდენს?
პასუხი: 3,14-ს (რიცხვი პი) წყარო: www.agecon.purdue.edu/crd/localgov/secondlevel pages/indiana_pi_bill.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1589პასუხი -
თქვენს წინაშეა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე 1967 წლის 3 სექტემბერს გადაღებული ფოტო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა შეიცვალა 1967 წლის 3 სექტემბერს შვედეთში.პასუხი: მოძრაობის წესები, მოძრაობა მარცხენა ზოლიდან მარჯვენა ზოლში გადავიდა. წყარო:- "Вокруг света", 2008, N 9
- ru.wikipedia.org/wiki/Файл:Sweden1967.jpg
პასუხი -
2007 წლის 23 აპრილს მევიოლინე დენის შაპოვალოვმა ექსტრემალური კონცერტი ჩაატარა. ის შუბერტისა და ბახის მუსიკას ასრულებდა. კონცერტის შემდეგ მან განაცხადა: „აქ საზღვრები არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მთელი დედამიწისთვის ვუკრავდი.“ სად ჩატარდა კონცერტი?
პასუხი: ჩრდილოეთ პოლუსზე. კომენტარი: http://www.denisshapovalov.com/north-pole ბმული: http://moazrovne.net/q/1591პასუხი -
კარიკატურაზე, სახელად „გლობალური დათბობა“ გამოსახულია კონტინენტების საკმაოდ უცნაური, თეთრ და ყვითელ ფერებში შესრულებული რუკა. ჩვენ არ გეკითხებით, რა მასალისგანაა დამზადებული ეს რუკა, 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რაზე იმყოფებიან კონტინენტები?
პასუხი: ტაფაზე კომენტარი: კარიკატურაზე გამოსახულია ტაფაზე შემწვარი ერბო-კვერცხი, რომელსაც კონტინენტების ფორმა აქვს. წყარო: rian.ru/ecocartoon/20090928/186741176.html ბმული: http://moazrovne.net/q/1592პასუხი -
ტომ უეიტსი ირონიულად ამბობდა: „სადამ ჰუსეინმა აწყენინა მამა ბუშს, უმცროსმა ბუშმა კი საპასუხოდ ომი გამოუცხადა ერაყს. ობამა რომ ველოსიპედიდან ჩამოვარდეს, ამერიკა ალბათ ელექტრომაგნეტიზმს გამოუცხადეს ომს“. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ელექტრომაგნეტიზმი?
პასუხი: გრავიტაცია კომენტარი: ელექტრომაგნეტიზმი, ისევე როგორც გრავიტაცია, ერთერთი ფუნდამენტური ურთიერთქმედებაა. წყარო: "Ровесник", 2009, N 12 ბმული: http://moazrovne.net/q/1593პასუხი -
ასე იხსნებდა ალექსეი ბერესტი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ მომხდარ ამბავს: „ბნელოდა. გვესმოდა ავტომატის გაბმული ჯერი, ყუმბარების აფეთქების ხმა. საარტილერიო ცეცხლის გამო კიბეები დანგრეულიყო, რის გამოც ცოცხალი კიბის ორგანიზება მოგვიწია.“ რა გააკეთა მან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად?
პასუხი: აღმართა საბჭოთა დროშა რაიხსტაგის თავზე. კომენტარი: საბჭოთა მასალებში უფრო ხშირად იმ მეგობრებს, ქანთარიასა და ეგოროვს მოიხსენიებენ. წყარო: www.vest-news.ru/show_article.php?aid=2422 ბმული: http://moazrovne.net/q/1594პასუხი -
სერგეი ჩერნოვი, რომელიც თევზებისგან დამზადებულ კერძებზე სპეციალიზდება, ამბობს: „კარგ, ახალი თევზე ზღვის სუნი უნდა ასდიოდეს და არა ამის“. მაშ, რისი სუნი არ უნდა ჰქონდეს თევზს ჩერნოვის აზრით?
პასუხი -
ჩიკაგოში მდებარე ერთი სასტუმროს ადმინისტრაცია სპეციალურ მანეკენს იყენებს, რომელსაც მოფერებით ლუდოვიკო XIV-ს ეძახიან. მანეკენს განსაზღვრულ შემთხვევებში სუფრასთან სვამენ ხოლმე, დანარჩენ სტუმრებთან ერთად და ჩვეულებრივი ადამიანივით ემსახურებიან. 1 წუთის შემდეგ მითხარით, რა შემთხვევაში სვამენ მანეკენს მაგიდასთან?
პასუხი: თუკი სუფრასთან 13 ადამიანი ზის. კომენტარი: აი ასეთი ცრუმორწმუნეები არიან ჩიკაგოელები + შეკითხვა მეცამეტე იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1596პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ლივერპულში, მერსისაიდის რაიონში ხმარებაში შემოვიდა საავტომობილო ნომრების ახალი პარტია. ლივერპულში მაშინვე მკვეთრად დაეცა მანქანების რეგისტრაციის რიცხვი. მოსახლეობას ფეხით სიარული ერჩივნა მანქანაზე ნომრის მიმაგრებას. რომელი ორი ასოსგან შედგებოდა საავტომობილო ნომრების სერია?
პასუხი: MU კომენტარი: მერსისაიდში, სადაც ლივერპულს გულშემატკივრობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აბრევიატურიანი ნომრის შეძენა არ სურდათ. წყარო: "Спорт-экспресс Футбол", 28.09.01 ბმული: http://moazrovne.net/q/1597პასუხი -
ალექსანდრე დიუმამ წმინდა ლუდოვიკოს სამარხში ყოფნისას თქვა, რომ სამარხში ვერაფრით გაერთობი, თუმცა ბევრი დრო გრჩება ამის საკეთებლად. ცოტა ხანში კი დაამატა, რომ ამის კეთება ძნელია 5-6 ადამიანის თანდასწრებით. დაგვიმტკიცეთ, რომ დიუმა ცდებოდა და გვიპასუხეთ, რის კეთებაზე საუბრობდა ის?
პასუხი: ფიქრზე. კომენტარი: ვერაფრით გაერთობი, ამიტომ ფიქრის გარდა არაფერი დაგრჩენია; პასუხის გასაცემად საჭირო იყო თქვენს ხუთეულთან ერთად გეფიქრათ. წყარო: "Вокруг света", 2008, N 7 ბმული: http://moazrovne.net/q/1598პასუხი
- პაკეტის კომენტარები: