შეკითხვა #1597
-
რამდენიმე წლის წინ ლივერპულში, მერსისაიდის რაიონში ხმარებაში შემოვიდა საავტომობილო ნომრების ახალი პარტია. ლივერპულში მაშინვე მკვეთრად დაეცა მანქანების რეგისტრაციის რიცხვი. მოსახლეობას ფეხით სიარული ერჩივნა მანქანაზე ნომრის მიმაგრებას. რომელი ორი ასოსგან შედგებოდა საავტომობილო ნომრების სერია?
პასუხი: MU კომენტარი: მერსისაიდში, სადაც ლივერპულს გულშემატკივრობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აბრევიატურიანი ნომრის შეძენა არ სურდათ. წყარო: "Спорт-экспресс Футбол", 28.09.01 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1597 გაზიარება:პასუხი