შეკითხვა #1604
-
ეს ამერიკული კომპანია 1916 წელს შეიქმნა. მისმა პროდუქციამ იმდენად კარგი რეპუტაცია მოიპოვა, რომ სულ მალე ელ-რიადში იგი მიიღო „მეფე ხალიდმა“, პარიზში - „შარლ დე გოლმა“, თელ-ავივში - „ბენჰურიონმა“. ჯიდაში - „მეფე აბდელ აზიზმა“, აშშ-ში კი - „ჯონ კენედიმ.“ 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: ბოინგი. კომენტარი: ჩამოთვლილი იყო აეროპორტები. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1604 გაზიარება:პასუხი