თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
IV ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
[შეკითხვაში ცვლილებაა] ემოების ენაზე სიტყვა „ემო“ ნიშნავდა ომებს. ატილას ლაშქრობის დროს რომში პოპულარული იყო გამოთქმა: „ემოები გადაარჩენენ რომს!“. დაასახელეთ ისინი, ვინც ჩვენ შეკითხვაში შევცვალეთ ემოებით.
პასუხი -
დაასახელეთ არსება, რომელსაც 5 თვალი, 5 ღვიძლი, ხუთი დიდი ნერვი და მხოლოდ ერთი პირი აქვს.
პასუხი -
მოისმინეთ რეკლამა-ხუმრობა: „ახალი იაპონური ავტომობილი. ავარიის შემთხვევაში ავტომანქანა იკეთებს...“ რას აკეთებს ავტომობილი ავარიის შემთხვევაში?
პასუხი: ხარაკირის. წყარო: "Телегид", N 26, 23 ივნისი - 4 ივლისი 2004 წელი. ბმული: http://moazrovne.net/q/1601პასუხი -
ზოგიერთ სურათზე, რომელზეც სამოთხეა გამოსახული, შეამჩნევთ ერთ თავისებურებას, ამ ნახატებს ერთი დეტალი აკლია, ამის მიზეზი თითქოს ისაა, რომ ყველა საგანი ღვთაებრივ სინათლეს გამოსცემს. დაასახელეთ ნაკლული დეტალი.
პასუხი: ჩრდილი წყარო:- "Вокруг света", 2010, N 11.
- www.cultinfo.ru/onmc/centrs/okdd/kolleczia.htm
პასუხი -
ქალებისთვის განკუთვნილ ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სარეკლამო პოსტერი, რომელზეც გამოსახული იყო შავებში ჩაცმული ქალი, ქვემოთ კი წარწერა იყო გაკეთებული: „მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი მხრებიდან.“ რის რეკლამირებას ეწეოდა პოსტერი?
პასუხი: შამპუნის. კომენტარი: ტვირთი მხრებზე - ქერტლი. წყარო: "Cosmopoliten", N05/98. - გვ. 180 ბმული: http://moazrovne.net/q/1603პასუხი -
ეს ამერიკული კომპანია 1916 წელს შეიქმნა. მისმა პროდუქციამ იმდენად კარგი რეპუტაცია მოიპოვა, რომ სულ მალე ელ-რიადში იგი მიიღო „მეფე ხალიდმა“, პარიზში - „შარლ დე გოლმა“, თელ-ავივში - „ბენჰურიონმა“. ჯიდაში - „მეფე აბდელ აზიზმა“, აშშ-ში კი - „ჯონ კენედიმ.“ 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი -
სასტუმრო მაცუსიროს დირექცია დამსვენებლებს სამი იქსის შემთხვევაში უფასო შამპანურს სთავაზობს. ოთხის შემთხვევაში - ოთახის ფასი 50%-ით იაფდება, ხოლო ხუთი იქსის შემთხვევაში - სტუმარი მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან. რა შევცვალეთ იქსით?
პასუხი: მიწისძვრა. ბმული: http://moazrovne.net/q/1605პასუხი -
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელსაც შეკითხვის ავტორი ერთ-ერთ საიტზე წააწყდა. სურათის ქვეშ ეწერა კომენტარი: „დიდი კანიონის“ კანადური მხარე. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დიდი კანიონი“?პასუხი -
ჯონათან ფოერის რომანის ერთერთი პერსონაჟი, პატარა ბიჭი, წაიკითხავს რა სტატიას იმის თაობაზე, რომ ამჟამად დედამიწაზე იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე დახოცილა, ამბობს, რომ თუ ყველა ერთდროულად გადაწყვეტს ჰამლეტის როლის თამაშს, ვერ მოახერხებენ, რადგან ვერ იშოვიან საკმარის ამას. რაზეა საუბარი?
პასუხი: თავის ქალაზე. კომენტარი: ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი თავის ქალით ხელში ბმული: http://moazrovne.net/q/1607პასუხი -
იუზეფ პილსუდსკიმ პოლონეთის სათავეში მოსვლის შემდეგ სოციალისტური კურსის აღებაზე უარი განაცხადა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა: „მე წითელ ტრამვაიზე მხოლოდ იმიტომ დავჯექი, რომ ამ გაჩერებამდე მივსულიყავი.“ დაასახელეთ ერთი სიტყვით, თუ რა გაჩერებაზე საუბრობდა პილსუდსკი, თუკი გეტყვით, რომ ამის მოედანი თბილისშიც გვხვდება.
პასუხი -
„მხატვრის გაბრაზება ნებისმიერს შეუძლია“ - ასე დაასათაურა საკუთარი სტატია ალექსანდ მიხაილოვმა, რომელშიც დაისვა შეკითხვა: „შეიძლებოდა თუ არა მეოცე საუკუნის ისტორია სულ სხვანაირი ყოფილიყო“? მაშ გვითხარით, რომელი მხატვარი იგულისხმა სტატიის ავტორმა?
პასუხი: ჰიტლერი კომენტარი: გაბრაზებული მხატვარი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მეოცე საუკუნეზე. წყარო: "STORY", დეკემბერი 2007 — იანვარი 2008. ბმული: http://moazrovne.net/q/1609პასუხი -
ერთ-ერთი სპორტულ ჟურნალში ვკითხულობთ: „მილანის ინტერში არაერთხელ ყოფილა ასეთი სიტუაცია: თუკი ვარჯიში დილის 9:30-ზე იყო დანიშნული, 9:29-ზე მოედანზე გამოდიოდნენ იურგენ კლინსმანი და კიდევ ორი მოთამაშე. დანარჩენები კი მინიმუმ 15 წუთით იგვიანებდნენ ხოლმე.“ რა აერთიანებდა კლინსმანს ზემოთხსენებულ ორ მოთამაშესთან?
პასუხი: ისინი გერმანელები იყვნენ. მაშინდელ ინტერში სამი გერმანელი თამაშობდა: კლინსმანი, ლოთარ მათეუსი და ანდრეას ბრემე. კომენტარი: ნაქები გერმანული დისციპლინა და პუნქტუალურობა :) წყარო: "Футбол. სპეც.დამატება. Юрген Клинсманн", თებერვალი 2008 ბმული: http://moazrovne.net/q/1610პასუხი -
ძველ საფრანგეთში საამისოდ საჭირო იყო შავი მამლის ძვლის შეჭმა, საბერძნეთში - ჰადესის მუზარადის დახურვა, სხვადასხვა თქმულებებში და ლეგენდებში ამისთვის იყენებდნენ: ბეჭდებს, თასებს, ჯადოსნურ ქვებს და ახალშობილის გულსაც კი, ერთი პერსონაჟი ამისთვის მემკვიდრეობით დატოვებულ მოსასხამს იყენებდა. რისთვის?
პასუხი -
1965 წელს ინგლისელთა მცირე ჯგუფმა მერი ქუანთის მეთაურობით, გზის სავალ ნაწილზე გადასვლის გარეშე მოახერხა ბროდვეიზე მოძრაობის შეჩერება. რისი დემონსტრირება მოახდინეს მათ პირველად ამერიკაში?
პასუხი: მინი-კაბების ბმული: http://moazrovne.net/q/1612პასუხი -
სუვოროვს ეს ორჯერ „დაემართა“. ნაპოლეონმა ამის შესახებ სირიის ექსპედიციის დროს შეიტყო. პეტრე I ამაში დამნაშავეს ძალიან მკაცრად მოეპყრო. ჟანა დარკს კი ეს ვერ დაემართებოდა. რაზეა საუბარი?
პასუხი: ცოლის ღალატზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1613პასუხი
- პაკეტის კომენტარები: