შეკითხვა #1610
-
ერთ-ერთი სპორტულ ჟურნალში ვკითხულობთ: „მილანის ინტერში არაერთხელ ყოფილა ასეთი სიტუაცია: თუკი ვარჯიში დილის 9:30-ზე იყო დანიშნული, 9:29-ზე მოედანზე გამოდიოდნენ იურგენ კლინსმანი და კიდევ ორი მოთამაშე. დანარჩენები კი მინიმუმ 15 წუთით იგვიანებდნენ ხოლმე.“ რა აერთიანებდა კლინსმანს ზემოთხსენებულ ორ მოთამაშესთან?
პასუხი: ისინი გერმანელები იყვნენ. მაშინდელ ინტერში სამი გერმანელი თამაშობდა: კლინსმანი, ლოთარ მათეუსი და ანდრეას ბრემე. კომენტარი: ნაქები გერმანული დისციპლინა და პუნქტუალურობა :) წყარო: "Футбол. სპეც.დამატება. Юрген Клинсманн", თებერვალი 2008 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1610 გაზიარება:პასუხი