შეკითხვა #1643
-
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობისთვის შეხვედრამ ბოტვინიკსა და ტალს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მიხაილ ტალის მშობლიურ ქალაქ რიგაში. მისი მოგების შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლები ხუმრობით გამოდიოდნენ წინადადებით, რიგისთვის დაერქმიათ სხვა ქალაქის სახელწოდება, ამ უკანასკნელში ერთი ასოს ცვლილებით. დაასახელეთ ხუმრობით შემოთავაზებული ეს ვარიანტი.
პასუხი: ტალ-ავივი კომენტარი: მიხაილ ტალი წარმოშობით რიგელი ებრაელი იყო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1643 გაზიარება:პასუხი