თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
უმაღლესი ლიგა
16 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1629 © ალექსანდრე ბუჩაცკი
შვეიცარიაში გაეროს ოფისის წინ დგას ძეგლი, რომელიც წარმოადგენს სკამს ერთი ფეხის გარეშე. დაასახელეთ რის მსხვერპლებს ეძღვნება ეს ძეგლი.
პასუხი: [ქვეითსაწინააღმდეგო] ნაღმები ბმული: http://moazrovne.net/q/1629პასუხი -
შეკითხვა #1630 © ალექსეი ნადიოჟნი
ეს არის სარეკლამო პოსტერის ნაწილი. ამ პოსტერზე გამოსახულია ოთხი პორტრეტი. მეოთხე პორტრეტში, რომელიც აქ არ ჩანს, შავი სამგლოვიარო ბაფთა იქცევა იქსად. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: უსაფრთხოების ღვედი კომენტარი: გაიკეთე ღვედი და იყავი უსაფრთხოდ! წყარო: www.e-generator.ru/news/index.php?news_id=15334 ბმული: http://moazrovne.net/q/1630პასუხი -
შეკითხვა #1631 © პროცენკო
როგორც იცით, არსებობს გამოთქმა, რომ მამაკაცის ცხოვრება არ ჩაითვლება ფუჭად, თუ ის ააშენებს სახლს, დარგავს ხეს და გაზრდის ვაჟიშვილს. ამ გამოთქმის მოლდოვურ ვარიანტში დამატებულია კიდევ ერთი ქმედება. ძველი რომაელები კი ამბობდნენ, რომ მდინარის სიახლოვეს ამ ქმედების ჩადენა ფუჭი საქმეა. დაასახელეთ ეს ქმედება.
პასუხი: ჭის ამოთხრა ბმული: http://moazrovne.net/q/1631პასუხი -
შეკითხვა #1632 © ნატალია ნოვიში
მცირე ხნის წინ გერმანიაში გამოუშვეს პლუშის უცნაური სათამაშოები. მათ შორისაა მძიმე დეპრესიის მქონე კუ, ნიანგი, რომელსაც წყლის ეშინია და გველი, რომელსაც ჰალუცინაციები აწუხებს. კიდევ ერთ სათამაშოს პიროვნების გაორება სჭირს. კითხვა: დაასახელეთ ამ სათამაშოს სახელი.
პასუხი -
შეკითხვა #1633 © ირაკლი გუნია
წიგნს, რომელიც ეხება კვენტინ ტარანტინოს შემოქმედებას, ეწოდება „ტარანტინო ადან ზეტამდე“. წიგნის სახელწოდებაში კითხვის ავტორმა შეცვალა ერთი ასო. აღადგინეთ წიგნის სახელწოდება თავდაპირველი ვარიანტით.
პასუხი: ტარანტინო ადან ზედამდე კომენტარი: წიგნის სათაური გადათამაშებაა ტარანტინოს "კრიმინალური საკითხავის" ცნობილ პერსონაჟზე წყარო:- Tarantino A to Zed: The Films of Quentin Tarantino
- www.amazon.com/Tarantino-Zed-Films-Quentin/dp/0713
პასუხი -
შეკითხვა #1634 © მიხაილ პოდგორბუნსკიხი
ერთი აფორიზმის თანახმად, აფორისტი (აფორიზმების ავტორი) არის აზრის იქსი. იქსი მოკლეს გზაზე ელევსინიდან ათენისკენ. დაასახელეთ იქსი!
პასუხი -
შეკითხვა #1635 © ალექსანდრე ბუჩაცკი
იგორ გრაბარი მათ გამოიყენებდა, რათა უკეთ დაენახა თოვლზე ფერების თამაში. არისტოფანეს ერთ კომედიაში მას იყენებს პრომეთე, როდესაც სურს თავისი აზრები დამალოს ზევსისგან. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: ქოლგა ბმული: http://moazrovne.net/q/1635პასუხი -
შეკითხვა #1636 © პროცენკო
პირველიც და მეორეც 1895 წელს დაიბადა. 1920 წელს ზოროს გამოჩენით ისინი დანათესავდნენ. დაასახელეთ პირველიც და მეორეც, თუ ორივე ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: კინემატოგრაფი (კინო) და კომიქსი კომენტარი: ერთის შემქნელია ძმები ლუმიერები, მეორის - ამერიკული ჟურნალი Truth ბმული: http://moazrovne.net/q/1636პასუხი -
შეკითხვა #1637 © ალექსეი ნადიოჟნი
თქვენს წინაშეა ანდრეა დელ სარტოს სურათის მოკვეთილი ფრაგმენტი. დაასახელეთ ვინ არის მასზე გამოსახული.პასუხი: იოანე ნათლისმცემელი კომენტარი: თქვენ დაგირიგდათ იოანე ნათლისმცემელის მოკვეთილი თავი. წყარო: www.arttrans.com.ua/sub/posters/12865/John_the_Bap ბმული: http://moazrovne.net/q/1637პასუხი -
შეკითხვა #1638 © რენატ ხაიბულინი
კუნძულ ოკინავაზე ის ტარდება როკ-მუსიკის თანხლებით. ამიტომ მისი დასახელება ერთი ასოთი განსხვავდება სხვა ღონისძიებისგან, რომელიც სხვაგან შემოდგომობით იმართება. დაასახელეთ ოკინავაზე ჩატარებული ღონისძიების სახელწოდება.
პასუხი: როკტობერფესტი კომენტარი: ოკინავაზე ლუდს თან ერთვის როკი წყარო: www.russiantraveller.ru/novosti/alternativy-oktobe ბმული: http://moazrovne.net/q/1638პასუხი -
შეკითხვა #1639 © ირაკლი გუნია
ბეისბოლის ლეგენდა ბეიბ რუთს ერთხელ ერთმანეთში აერია ცნობილი ინგლისელი მხედართმთავარი და არანაკლებ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. დაასახელეთ ორივე მათგანი.
პასუხი: ჰერცოგი ველინგტონი და დიუკ ელინგტონი კომენტარი: ინგლისურად ისინი თითქმის იდენტურად გამოითქმის Duke of Wellington და Duke Ellington. წყარო: The Little, Brown Book of Anecdotes, by Clifton Fadiman, p. 504 ბმული: http://moazrovne.net/q/1639პასუხი -
შეკითხვა #1640 © კაირათ იმაშევი
როჯერ ჟელიაზნის მოთხრობაში მთავარი გმირი ამბობს, რომ თვითშემეცნებისთვის სარგებლობს ჰოკუსაის ნახატებით. მისი აზრით ჰოკუსაის ნახატები წარმოადგენს იქსის ნაირსახეობას. იქსის შემქმნელის სახელია ჰერმანი. დაასახელეთ ჰერმანის გვარი.
პასუხი -
შეკითხვა #1641 © ვალერი ლეონჩენკო
ფილმში „გლადიატორი“ ერთი სენატორი ამბობს: „რომის გულში არა სენატის იქსია, არამედ კოლიზეუმის იგრეკი“. ზოგიერთი ტურისტული საიტი მოგვიწოდებს დავისვენოთ იქსის ზღვის იგრეკ პლაჟებზე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: მარმარილო და ქვიშა ბმული: http://moazrovne.net/q/1641პასუხი -
შეკითხვა #1642 © ირაკლი გუნია
1958 წლის ერთი სიმღერა ჟღერდა ჯონ კერის და ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. დაასახელეთ არა ეს სიმღერა, არამედ მისი ავტორი.
პასუხი: ჩაკ ბერი კომენტარი: ეს სიმღერაა ლეგენდარული Johnny B. Goode წყარო: www.independent.co.uk/news/world/americas/no-johnn ბმული: http://moazrovne.net/q/1642პასუხი -
შეკითხვა #1643 © ვლადიმერ ცვეტკოვი
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობისთვის შეხვედრამ ბოტვინიკსა და ტალს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მიხაილ ტალის მშობლიურ ქალაქ რიგაში. მისი მოგების შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლები ხუმრობით გამოდიოდნენ წინადადებით, რიგისთვის დაერქმიათ სხვა ქალაქის სახელწოდება, ამ უკანასკნელში ერთი ასოს ცვლილებით. დაასახელეთ ხუმრობით შემოთავაზებული ეს ვარიანტი.
პასუხი: ტალ-ავივი კომენტარი: მიხაილ ტალი წარმოშობით რიგელი ებრაელი იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1643პასუხი -
შეკითხვა #1644 © რენატ ხაიბულინი
ერთ ჟურნალში სტატიას მომღერალ რიიანას შესახებ ეწოდება "ტრინიტი ტრინიდადიდან". დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვებით "ტრინიტი" და "ტრინიდადი".
პასუხი: ბარბი და ბარბადოსი კომენტარი: რიანა წარმოშობით ბარბადოსიდანაა და ამ კარიბული კუნძულის კეთილი ნების ელჩია წყარო: "GQ", N 2-2010. ბმული: http://moazrovne.net/q/1644პასუხი -
შეკითხვა #1645 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ პოსტაპოკალიპტურ რომანში აღწერილია აშშ-ს ტერიტორიაზე შორეულ მომავალში წარმოქმნილი სახელმწიფოები. ერთ-ერთ მათგანში სპარტის მსგავსი წყობაა, რომელშიც სექსუალური პოლიტიკაც სპარტის მსგავსია. დაასახელეთ ამერიკული ქალაქი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ამ სახელმწიფოს დედაქალაქი.
პასუხი: ფილადელფია კომენტარი: ფილადელფია ბერძნულიდან ითარგმენა, როგორც ‘ძმური სიყვარული’ არის ძმური სიყვარულის ქალაქი. ეს ალუზიაა იმაზე, რომ ამ სახელმწიფოში ტოტალური ჰომოსექსუალიზმია სპარტის მსგავსად. წყარო: Филип Жозе Фармер. Фантастические романы. Осирис-М. Центрполиграф. 1992. Стр. 99 ბმული: http://moazrovne.net/q/1645პასუხი -
შეკითხვა #1646 © გლებ ბელოვი
თქვენს წინაშეა ძველ რომაელთა მიერ დაარსებული ერთი ქალაქის გეგმა. ციფრით სამი აღნიშნულია იქსი. იქსი არის ცნობილი რომანის სახელწოდება, რომელშიც ქალი-პერსონაჟის პროტოტიპი ერთ-ერთ ვერსიით იყო მარლენ დიხრიხი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: ტრიუმფალური თაღი კომენტარი: როგორც სურათზე ვხედავთ, რომაელები ტრიუმფალური თაღით შემოდიოდნენ ქალაქში. მეორე შემთხვევაში საუბარია რემარკის ცნობილ რომანზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1646პასუხი -
შეკითხვა #1647 © ირაკლი გუნია
დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ეხება თანამედროვე ქართველ პოეტს, ეწოდება ისევე, როგორც ფრენსის ფორდ კოპოლას ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმს. უბრალოდ კოპოლას ფილმის სათაურში ერთი ასო შეცვლილია. დაასახელეთ დოკუმენტური ფილმის სახელწოდება თანამედროვე ქართველი პოეტის შესახებ.
პასუხი: კოტენ კლუბი კომენტარი: პოეტია კოტე ყუბანეიშვილი წყარო: www.youtube.com/watch?v=lpeYAUPnDMI ბმული: http://moazrovne.net/q/1647პასუხი -
შეკითხვა #1648 © მარსელ შაკუროვი
იოსიფ ბროდსკის ერთ-ერთი ლექსის სათაურია კონკრეტული თარიღი. ბროდსკის მიხედვით, ამ ლექსის გმირები "მკვდრების სიაში პირველები წერიან, როგორც სკოლის სიაში". დაასახელეთ ამ გმირების ეროვნება.
პასუხი: პოლონელები კომენტარი: ლექსის სათაურია "1939 წლის 1 სექტემბერი" - მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღე, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა. წყარო: И. Бродский. 1 сентября 1939 года ბმული: http://moazrovne.net/q/1648პასუხი
- პაკეტის კომენტარები: