შეკითხვა #1665
-
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე არსებობდა რომაული ციხე-სიმაგრე. როდესაც რომაელებმა წაგებული ბრძოლის შემდეგ ის მიატოვეს, მიწაში ლურსმნების დიდი მარაგი ჩაფლეს. გათხრების შედეგად, იპოვეს რა ეს ლურსმნები, რომელთაც არავითარი არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნდათ, გადაწყვიტეს მათი სუვენირებად გაყიდვა. რეკლამა იმდენად ორიგინალური და მიმზიდველი იყო, რომ მთელი პარტია სწრაფად გაიყიდა. სარეკლამო ფრაზა ასე ჟღერდა: „სწორედ ასეთი ლურსმნებით...“ დაასრულეთ ფრაზა 3 სიტყვით.
პასუხი: გააკრეს იესო ჯვარზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1665 გაზიარება:პასუხი