თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
II ლიგა
16 ოქტომბერი, 2011
-
კანადელმა მაიკლ როუმ გადაწყვიტა შეექმნა მცირე კომპანია, რომლის სახელწოდებაშიც მან საკუთარი სახელი, გვარი და პროგრამული უზრუნველყოფის აღმნიშვნელი ინგლიური ტერმინი გამოიყენა. ცოტა ხნის შემდეგ მას სასამართლოში უჩივლეს. დაასახელეთ ფირმა, რომელმაც შეიტანა სარჩელი როუს წინააღმდეგ.
პასუხი: მაიკროსოფტი. როუმ დაარსებულ ფირმას მაიკ როუ სოფტი დაარქვა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Microsoft_vs._MikeRoweSoft ბმული: http://moazrovne.net/q/1664პასუხი -
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე არსებობდა რომაული ციხე-სიმაგრე. როდესაც რომაელებმა წაგებული ბრძოლის შემდეგ ის მიატოვეს, მიწაში ლურსმნების დიდი მარაგი ჩაფლეს. გათხრების შედეგად, იპოვეს რა ეს ლურსმნები, რომელთაც არავითარი არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნდათ, გადაწყვიტეს მათი სუვენირებად გაყიდვა. რეკლამა იმდენად ორიგინალური და მიმზიდველი იყო, რომ მთელი პარტია სწრაფად გაიყიდა. სარეკლამო ფრაზა ასე ჟღერდა: „სწორედ ასეთი ლურსმნებით...“ დაასრულეთ ფრაზა 3 სიტყვით.
პასუხი: გააკრეს იესო ჯვარზე ბმული: http://moazrovne.net/q/1665პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ჩაიდინა რა უწესო საქციელი, 1976 წლის 19 ივლისს ალბერტო სპაჯიარიმ კედელზე დატოვა წარწერა: „სიძულვილის, ძალადობისა და იარაღის გარეშე“, 1982 წლის 24 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ მარბელაში ორმა ჭაბუკმა და გოგონამ (სამივე იტალიელი გახლდათ) უწესო საქციელი ოტელის ნომრის კედლის დანგრევით გზით ჩაიდინეს . ხოლო ჯონი კარსონი წერდა, რომ თუკი 4 ნიუიორკელი კამათის გარეშე, სწრაფად სხდება ერთ ავტომობილში, ეს ნიშნავს რომ ეს-ესაა უწესო საქციელი მოხდა. ახლა კი დამისახელეთ ორი სიტყვა, რომელიც მე კითხვაში შევცვალე სიტყვებით „უწესო საქციელი“
პასუხი: ბანკის ძარცვა წყარო: А.П. Кондрашов 4048 законов жизни москва 2001 ст 162 ბმული: http://moazrovne.net/q/1666პასუხი -
სერიალ Breaking Bad-ის ერთ-ერთი სერიის გადაღებისას მსახიობ ჯულია მინესცისთან უბრალო გამვლელი მივიდა და გამოელაპარაკა, რის გამოც ეპიზოდის თავიდან გადაღება გახდა საჭირო. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რატომ მივიდა გამვლელი მსახიობთან, გვითხარით ჯულია მინესცის პერსონაჟის „პროფესია“.
პასუხი -
ახლახანს ინტერენეტში გადავაწყდი საინტერესო აფორიზმს, რომელსაც ალბათ ტაშით შეხვდებიან ფემინისტები. მაშ ასე, მოისმინეთ აფორიზმი: "იდეალური მამაკაცი არ ეწევა, არ სვამს, არ თამაშობს აზარტულ თამაშებს, არ კამათობს და არ..." დაასრულეთ ეს აფორიზმი ერთი სიტყვით.
პასუხი: არსებობს ბმული: http://moazrovne.net/q/1668პასუხი -
იმედი მაქვს ამ კითხვაზე სწორი პასუხი ექნება ყველა თქვენთაგანს და არა მხოლოდ ყველაზე ჭკვიანებს. ახლახანს რუსულ პორტალებზე გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც ეს ადამიანი ავტომობილ აუდი R8 -ში ზის. იგი 28 წამის განმავლობაში 250 კმ/სთ-ს ავითარებს და ამავე დროში კითხულობს ბროდსკის სამსტროფიან ლექსს. დამისახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: თინა კანდელაკი კომენტარი: გადაცემა ყველაზე ჭკვიანის წამყვანი წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1669პასუხი -
ნიდერლანდებში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ტკბილეულის სატელევიზიო რეკლამაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ერთი ნივთიც. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ნივთი 2 სიტყვით.
პასუხი: კბილის ჯაგრისი ბმული: http://moazrovne.net/q/1670პასუხი -
ის პროფესიონალი მედიკოსი იყო და იცოდა, თუ რა ნივთიერებები უნდა მიეღო იმისათვის, რომ ტრანსში ჩავარდნილიყო და ჰალუცინაციები ენახა. ალბათ სწორედ ამიტომაა მისი ნაწარმოებები ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაწერილი; მათში ფრანგული სიტყვები ლათინურში, ძველებრაულსა და ძველპროვანსალურშია არეული. დამისახელეთ ეს ადამიანი
პასუხი: მიშელ ნოსტრადამუსი ბმული: http://moazrovne.net/q/1671პასუხი -
1865 წელს კნუტ ფრედერიკ იდესტამმა ფინეთში, ქალაქ ტამპერეში დაარსა ქაღალდ-ცელულოზის ფაბრიკა.. მოგვიანებით იდესტამი საჭირო ხალხს დაუკავშირდა, თავისი საწარმო დასავლეთით 15 კმ -ით გადაიტანა და სხვა ქალაქში დაფუძნდა. გაითვალისწინეთ, რომ ეს კორპორაცია დღეს სულ სხვა რამეს აწარმოებს და მითხარით ამ ქალაქის სახელი
პასუხი: ნოკია კომენტარი: ხალხს დაუკავშირდა - Connecting People :) წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1672პასუხი -
2001 წლის მონაცემებით ამერიკელები ამაზე დაახლოებით 110 მილიარდი დოლარს ხარჯავბდნენ, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე განათლებაზე, კომპიუტერებზე, წიგნებზე ან ავტომობილებზე. ფსიქოლოგ ლუის ჩესკინის აზრით მისი ლოგო ფროიდისეული სიმბოლოა და ადამიანები მასში დედის მკერდს ხედავენ. ერთი წუთის შემდეგ დახატეთ კომპანიის ლოგო პასუხის ფურცლებზე.
პასუხი -
„ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს“ - წერს ერთი რუსულენოვანი სტატიის ავტორი და შემდეგ რჩევებს იძლევა: “...ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ... ...ჩასუნთქვისას არ გადაყლაპოთ ნერწყვი, ეს ჰიპერვენტილაციას გამოიწვევს... არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა, უმჯობესია გამოიყენოთ ჯიბის ფანარი. არ იყვიროთ, ყვირილი პანიკაში ჩაგაგდებთ, გაგიხშირდებათ გულისცემა და სუნთქვის სიხშირე...“ მაშ რა სიტუაციაში მოხვედრისას უნდა გავითვალისწინოთ სტატიის ავტორის რჩევები?
პასუხი: ცოცხლად დამარხვისას კომენტარი: ასანთი, სანთებელა, ყვირილი... ჟანგბადის სწრაფ ხარჯვას გამოიწვევს. ბმული: http://moazrovne.net/q/1674პასუხი -
სერიალ Breaking Bad-ის ერთ-ერთ ეპიზოდში დაკითხვაზე მყოფ პერსონაჟს ეკითხებიან, თუ საიდან იცოდა მან საწამლავ რიცინის სიმპტომების შესახებ. პერსონაჟის პასუხში ფიგურირებს სხვა სერიალი. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს სერიალი.
პასუხი: House M.D. კომენტარი: ჯესი პასუხობს, რომ საწამლავის შესახებ სერიალ ჰაუსიდან შეიტყო წყარო: Breaking Bad - სეზონი 4, სერია 12 ბმული: http://moazrovne.net/q/1675პასუხი -
"ამერიკული კარგია ჯინსები
ამერიკული კარგია კონსერვები
ამერიკული კარგია მანქანები
ამერიკული კარგია გზები"
შეკითხვის ავტორმა კარლო კაჭარავას ჩანაწერების კითხვის დროს ჩათვალა, რომ სტატიაში ერთი სიტყვა შეცდომით იყო დაბეჭდილი. ერთი წუთის შემდეგ პასუხის ფურცლებზე დაწერეთ სიტყვა იმ ფორმით, როგორითაც უნდა ყოფილიყო კითხვის ავტორის აზრით.პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ჟურნალ ტაბულა ART-ში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც მანგას (იაპონური კომიქსი) ეხება, ვკითხულობთ: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყრილმა ბომბებმა უზარმაზარი ნაიარევი დატოვეს იაპონელი მხატვრების ფსიქიკაზე და მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული თავდაჯერებულობა არასრულფასოვნების კომპლექსით ჩაანაცვლეს. ეს ნახატების თემატიკაზეც აისახა. შემსრულებლებმა ფუმფულა, საყვარელ გამოსახულებებში დაიწყეს ნუგეშის ძებნა. მანგასთვის დამახასიათებელი „წვეტიანი ყურებიც“ დასავლური კულტურის გავლენის შედეგია. ოსამუ ტეძუკა იყო პირველი მანგაკა, რომელმაც საკუთარ პერსონაჟს ამერიკული ანიმაციური პერსონაჟის, Betty Boop-ის წაბაძვით „წვეტიანი ყურები“ დაუხატა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ სიტყებით წვეტიანი ყურები?
პასუხი: დიდი თვალები კომენტარი: მანგასა და ანიმეს პერსონაჟები გამოირჩევიან უზარმაზარი თვალებით. წყარო: ტაბულა ART - შემოდგომა 2011, N2, გვ 116 ბმული: http://moazrovne.net/q/1677პასუხი -
კომპანია „ნოკიამ“ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს თავისი სმარტფონები Windows Phone 7-ის (ვინდოუს ფოუნ სევენის) პლატფორმაზე გადაიყვანოს. ამასთან დაკავშირებით რუსტემ გარეევმა ნოკიას ბოლო, არა ვინდოუსზე მომუშავე სმარტფონს, უწოდა ის, რაც სულ 5 ასოთი განსხვავდება XIX საუკუნეში დაწერილი რომანის სათაურისგან. დაასახელეთ რომანის ავტორი.
პასუხი: ჯეიმს ფენიმორ კუპერი კომენტარი: გარეევმა ნოკიას მოდელს უკანასკნელი სიმბიანი უწოდა. წყარო: www.helpix.ru/opinion/201102/39031-nokia_e52.html ბმული: http://moazrovne.net/q/1678პასუხი
- პაკეტის კომენტარები: