შეკითხვა #1677
-
[შეკითხვაში ცვლილებაა] ჟურნალ ტაბულა ART-ში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც მანგას (იაპონური კომიქსი) ეხება, ვკითხულობთ: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყრილმა ბომბებმა უზარმაზარი ნაიარევი დატოვეს იაპონელი მხატვრების ფსიქიკაზე და მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული თავდაჯერებულობა არასრულფასოვნების კომპლექსით ჩაანაცვლეს. ეს ნახატების თემატიკაზეც აისახა. შემსრულებლებმა ფუმფულა, საყვარელ გამოსახულებებში დაიწყეს ნუგეშის ძებნა. მანგასთვის დამახასიათებელი „წვეტიანი ყურებიც“ დასავლური კულტურის გავლენის შედეგია. ოსამუ ტეძუკა იყო პირველი მანგაკა, რომელმაც საკუთარ პერსონაჟს ამერიკული ანიმაციური პერსონაჟის, Betty Boop-ის წაბაძვით „წვეტიანი ყურები“ დაუხატა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ სიტყებით წვეტიანი ყურები?
პასუხი: დიდი თვალები კომენტარი: მანგასა და ანიმეს პერსონაჟები გამოირჩევიან უზარმაზარი თვალებით. წყარო: ტაბულა ART - შემოდგომა 2011, N2, გვ 116 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1677 გაზიარება:პასუხი