შეკითხვა #1688
-
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო სატელევიზიო რეკლამებში ნანახი საკვები პროდუქტების განსაკუთრებული მიმზიდველობის საიდუმლოებები. აი მაგალითად: თევზებს ფუნჯით უსვამენ გლიცერინს, რათა მათ ახლადდაჭერილის შეხედულება მიიღონ. სოსისების გარედან მსუბუქად წვავენ სარჩილავი ნათურით. არაფოტოგენურ სიროფებს და თაფლს ცვლიან სამანქანო ზეთით. ფეხსაცმლის საწმენდი ყავისფერი კრემით ღებავენ შემწვარ ხორცს და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რა ეფექტის მისაღებად გამოიყენება წყალში დასველებული და მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებული ბამბის ბურთულები?
პასუხი: ორთქლის, ოხშივრის წყარო: www.libo.ru/libo6476.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1688 გაზიარება:პასუხი